მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160741.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ვინ თქვა ეს?
Who had said it?
160742.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მახეში გააბეს და ათქმევინეს ისეთი რამ, რის თქმაც არ სურდა.
She had been trapped into saying something she did not mean.
160743.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
საქსოვიდან თავი აიღო, გაიხედა და თვალი გაუსწორა მესამე შუქის სხივს, და მოეჩვენა, რომ მისი თვალი საკუთარსავე თვალს შეეყარა, ღრმად ჩაიხედა საკუთარ სულსა და გონებაში ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო დაკვირვება, ამოეცნო და განწმენდილიყო ამ სიცრუისგან, ნებისმიერი სიცრუისგან.
She looked up over her knitting and met the third stroke and it seemed to her like her own eyes meeting her own eyes, searching as she alone could search into her mind and her heart, purifying out of existence that lie, any lie.
160744.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ხეები, წყაროები, ყვავილები.
Trees, streams, flowers.
160745.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
გამოუთქმელ სინაზეს განვიცდით (გრძელსა და მტკიცე სხივს შეავლო თვალი), ისეთს, როგორსაც საკუთარი თავის მიმართ.
Felt an irrational tenderness thus (she looked at that long steady light) as for oneself.
160746.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
რამ ათქმევინა ასეთი რამ: „ჩვენ ყველანი უფლის ხელში ვართ“?
What brought her to say that: "We are in the hands of the Lord?"
160747.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
სიმართლის ფარისევლობაში შერევა აღიზიანებდა.
The insincerity slipping in among the truths annoyed her.
160748.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ისევ თავის საქსოვს მიუბრუნდა.
She returned to her knitting again.
160749.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
რანაირად შეიძლება, რომელიღაც ერთ უფალს შეექმნა ამხელა სამყარო? იკითხა.
How could any Lord have made this world? she asked.
160750.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
გონებით ყოველთვის ესმოდა, რომ არ არსებობს კეთილგონიერება, წესრიგი, სამართალი: არამედ ტანჯვა, სიკვდილი, სიღატაკე.
With her mind she had always seized the fact that there is no reason, order, justice: but suffering, death, the poor.
160751.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ბედნიერებაც ხანმოკლე იყო, ესეც იცოდა.
No happiness lasted, she knew that.
160752.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ქსოვდა მკაცრი იერით, ტუჩები ოდნავ მოეკუმა და ისე, რომ თავადაც არ უწყოდა, ისეთი მკაცრი და შეკრული გაუხდა სახის ნაკვთები, ასკეტური ცხოვრების წესის შედეგად გამომუშავებული ჩვევა, რომ, როდესაც ქმარმა გვერდით ჩაუარა, თუმცა ის იმ დროს სხვა რამეზე ფიქრობდა და გუნებაში ეცინებოდა, რომ ჰიუმი, ფილოსოფოსი, რომელიც უსაშველოდ გასუქდა, ერთხელ ჭაობში გაიჭედა, – მაინც შენიშნა სიმკაცრე მის სილამაზეში.
She knitted with firm composure, slightly pursing her lips and, without being aware of it, so stiffened and composed the lines of her face in a habit of sternness that when her husband passed, though he was chuckling at the thought that Hume, the philosopher, grown enormously fat, had stuck in a bog, he could not help noting, as he passed, the sternness of her beauty.
160753.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ამან სევდა მოჰგვარა, და მისმა სიშორემ გული ატკინა და როცა გვერდით ჩაუარა, იგრძნო, რომ ვერაფრით დაიცავდა მას, და როცა ცოცხალ ღობეს მიადგა, დანაღვლიანდა.
It saddened him, and her remoteness pained him, and he felt, as he passed, that he could not protect her, and, when he reached the hedge, he was sad.
160754.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
არ შეეძლო რამით დახმარებოდა მას, უნდა მდგარიყო ასე, და ეცქირა მისთვის.
He could do nothing to help her, he must stand by and watch her.
160755.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ხოლო გულის გასახეთქი სიმართლე კი ის გახლდათ, რომ თავად ურთულებდა ყველაფერს.
Indeed, the infernal truth was, he made things worse for her.
160756.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ის თავშეუკავებელი იყო – ის ფიცხი იყო.
He was irritable — he was touchy.
160757.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ყურთასმენა დაძაბა, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა.
She listened, but it was all very still.
160758.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მხოლოდ ზღვის ფშვინვა ისმოდა.
There was only the sound of the sea.
160759.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ქსოვა შეწყვიტა, მოშვებულ ხეში წამით ჩხირზე დაეკიდა მოწითალო-ყავისფერი გრძელი წინდა.
She stopped knitting, she held the long reddish-brown stocking dangling in her hands a moment.
160760.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ისევ დაინახა სინათლე.
She saw the light again.