მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160761.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
თვალი მტკიცე სინათლეს მიაპყრო, ულმობელს, სასტიკს, რომელიც საოცრად ჰგავდა მას.
She looked at the steady light, the pitiless, the remorseless, which was so much her.
160762.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
შუაღამისას გამოეღვიძებოდა ხოლმე და ხედავდა, როგორ ეშვებოდა მათ საწოლზე, როგორ გაწვებოდა ხოლმე იატაკზე.
She woke in the night and saw it bent across their bed, stroking the floor.
160763.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მის თვალებში ნეტარებამ იფეთქა და აღტაცების ტალღები ნიაღვარივით დაინთქა მისი გონების ფსკერზე.
The ecstasy burst in her eyes and waves of pure delight raced over the floor of her mind.
160764.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
კაცი შემობრუნდა და დაინახა ის.
The man turned and saw her.
160765.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მაგრამ ვერ დაელაპარეკებოდა.
But he could not speak to her.
160766.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
სურდა სასწრაფოდ დალაპარაკებოდა ახლა, როცა ჯეიმსი წავიდა და, როგორც იქნა მარტო დარჩა, მაგრამ გადაწყვიტა: არა, ახლა არ შეუშლის ხელს.
He wanted urgently to speak to her now that James was gone and she was alone at last, but he resolved, no, he would not interrupt her.
160767.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ის ახლა ხომ უზომოდ შორსაა მისგან.
She was aloof from him now.
160768.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ისე ჩაუარა, სიტყვაც არ უთქვამს, თუმც კი გულს სტკენდა, რომ ვერ სწვდებოდა, რომ ასე შორს იყო მისგან და უძლური იყო, დახმარებოდა.
He passed her without a word, though it hurt him that she should look so distant, and he could not reach her, he could do nothing to help her.
160769.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
და ალბათ ისევ ასე უსიტყვოდ ჩაუვლიდა კიდეც.
And again he would have passed her without a word.
160770.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
დაუძახა, სურათის ჩარჩოდან მწვანე თავსაფარი ჩამოხსნა, და მასთან მივიდა.
She called to him, taken the green shawl off the picture frame, and gone to him.
160771.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
რადგან იცოდა, მას მისი დაცვა უნდოდა.
For he wished, she knew, to protect her.
160772.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მწვანე შალი მხრებზე მოიხვია.
She folded the green shawl about her shoulders.
160773.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ხელკავი გაუყარა.
She took his arm.
160774.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
სათბურის კედელზე კიბე იყო მიყუდებული და აქა-იქ საგოზავის გროვები ეყარა, რადგან ამას წინათ სათბურის შეკეთება წამოიწყეს.
There was a ladder against the greenhouse, and little lumps of putty stuck about, for they were beginning to mend the greenhouse.
160775.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ლამის ენის წვერზე ადგა სათქმელი, ეს ორმოცდაათი ფუნტი ეღირებაო, მაგრამ ნაცვლად ამისა, როგორც ყოველთვის, გულმა არ უქნა, ფულზე წამოეწყო საუბარი, და ქმარს შესჩივლა, ჯასპერი ჩიტებზე ნადირობსო, მან კი მაშინვე დაამშვიდა და უთხრა, ბიჭისთვის ეს ბუნებრივია, და სულ მალე ბევრად უკეთეს გასართობს იპოვისო.
She had it on the tip of her tongue to say, as they strolled, "It’ll cost fifty pounds," but instead, for her heart failed her about money, she talked about Jasper shooting birds, and he said, at once, soothing her instantly, that it was natural in a boy, and he trusted he would find better ways of amusing himself before long.
160776.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მისი ქმარი ხომ ისეთი მგრძნობიარეა, ისეთი სამართლიანი.
Her husband was so sensible, so just.
160777.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ასე რომ, მიუგო, „მართალია; ყველა ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს“, გეორგინების თვალიერებას შეუდგა ყვავილების დიდ კვალში, ჰკითხა, რა ყვავილების დარგვას მირჩევ მომავალი წლისთვის და თუ იცი, რა მეტსახელი შეარქვეს ბავშვებმა ჩარლზ ტენსლისო.
And so she said, "Yes; all children go through stages," and began considering the dahlias in the big bed, and wondering what about next year’s flowers, and had he heard the children’s nickname for Charles Tansley, she asked.
160778.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
რა და, ათეისტი, აი, როგორ მოიხსენიებენ, პატარა ათეისტიო.
The atheist, they called him, the little atheist.
160779.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
„ჰო, მაგრამ დისერტაცია რომ აქვს დასაწერი?“, თქვა მისტერ რემზიმ.
"Oh, he has his dissertation to write," said Mr. Ramsay.
160780.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
„ერთადერთი დასაყრდენი ეგა აქვს“, თქვა მისტერ რემზიმ.
"It’s all he has to count on," said Mr. Ramsay.