მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160801.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ისე თრთოდნენ და იღვრებოდნენ სინათლეები, თითქოს ქარს აყოლილი ვერცხლის წვეთები ყოფილიყვნენ.
The lights were rippling and running as if they were drops of silver water held firm in a wind.
160802.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
და მთელი სიღატაკე და ტანჯვა-ვაება სწორედ ამად იქცა, ფიქრობდა მისიზ რემზი;
And all the poverty, all the suffering had turned to that, Mrs. Ramsay thought.
160803.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ქალაქის და ნავმისადგომის და გემების სინათლეები მოჩვენებით ბადესავით ფარფატებდნენ იქ, იმის აღსანიშნავად, რომ რაღაც ჩაიძირა.
The lights of the town and of the harbour and of the boats seemed like a phantom net floating there to mark something which had sunk.
160804.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
უნდოდა, ფიქრი განეგრძო, გაეხსენებინა, როგორ ჩაეფლო ჰიუმი ჭაობში, სიცილი მოუნდა.
He wanted to go on thinking, telling himself the story how Hume was stuck in a bog, he wanted to laugh.
160805.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ხმამაღლა კი მარტო ის თქვა, ალბათ ერთი დღით ლაშქრობაში წავალ, თუ კარგი ამინდი გამოვაო.
He said aloud he thought he would be off for a day’s walk if the weather held.
160806.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
უკვე საკმარისად იგემა ბენქსი და კარმაიკლი.
He had had about enough of Bankes and of Carmichael.
160807.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მან კი ისედაც იცოდა, რომ იგი არასდიდებით არ იზამდა ამას.
She knew that he would never do it.
160808.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
უკვე საკმაოდ ხანში შევიდა საიმისოდ, რომ მთელი დღე ერთი ორცხობილათი ჯიბეში ისეირნოს.
He was too old now to walk all day long with a biscuit in his pocket.
160809.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ის ბიჭებზე ღელავდა და არა მასზე.
She worried about the boys, but not about him.
160810.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მოაგონდა, რომ მრავალი წლის წინათ, სანამ ცოლს შეირთავდა, როცა მანათობელი შროშანას ცეცხლოვანი ყვავილების ბუჩქებს შორის მდგომი ყურეს გასცქეროდა, მთელ დღეებს ხეტიალში ატარებდა.
Years ago, before he had married, he thought, looking across the bay, as they stood between the clumps of red-hot pokers, he had walked all day.
160811.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ათ საათს თავაუღებლად მუშაობდა.
He had worked ten hours at a stretch.
160812.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ის ქვიშის გორაკები, ბუნდოვნად რომ კრთოდნენ სიბნელეში.
Those sandhills dwindling away into darkness.
160813.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
შეეძლო, მთელი დღის განმავლობაში ისე ესეირნა, რომ კაციშვილი არ ენახა.
One could walk all day without meeting a soul.
160814.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
რამდენიმე მილის მანძილზე იშვიათად თუ შეგხვდებოდათ სახლი, ანდა სოფელი.
There was not a house scarcely, not a single village for miles on end.
160815.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
დღესაც იყო შემორჩენილი ქვიშის სანაპიროები, სადაც უხსოვარი დროიდან ფეხი არავის დაედგა.
There were little sandy beaches where no one had been since the beginning of time.
160816.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
სელაპები თავს წამოსწევდნენ ხოლმე და გიმზერდნენ.
The seals sat up and looked at you.
160817.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
და ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ერთ ასეთ პატარა სახლში, სადმე შორს, მარტოს...
It sometimes seemed to him that in a little house out there, alone — he broke off, sighing.
160818.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
არ ჰქონდა ამის ნება.
He had no right.
160819.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
რვა შვილის მამა – შეახსენა საკუთარ თავს.
The father of eight children — he reminded himself.
160820.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მხეცი უნდა ყოფილიყო, ნადირი და მაწანწალა, თუნდაც ერთი რამის შეცვლა რომ მონდომებოდა.
And he would have been a beast and a cur to wish a single thing altered.