მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160821.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ენდრიუ მასზე უკეთესი მამაკაცი გაიზრდება.
Andrew would be a better man than he had been.
160822.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ფრუ მზეთუნახავი იქნება, როგორც დედამისმა თქვა.
Prue would be a beauty, as her mother said.
160823.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ისინი ხომ საბუთია იმისა, რომ ეს საწყალი პატარა სამყარო მთლად არ უარუყვია, ვინაიდან ასეთ მშვენიერ საღამოს, გაიფიქრა მან, და მკრთალად მოლიცლიცე ხმელეთის შორეულ ლანდებს გახედა, ეს პაწია კუნძული, ნახევრად ჩაძირული ზღვაში, გულისამაჩუყებლად პაწია ჩანდა.
They showed he did not damn the poor little universe entirely, for on an evening like this, he thought, looking at the land dwindling away, the little island seemed pathetically small, half swallowed up in the sea.
160824.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
„საბრალო პატარა ადგილი“, ჩურჩულით წარმოთქვა და ამოიოხრა.
"Poor little place," he murmured with a sigh.
160825.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ის ხშირად გამოთქვამდა უკიდურესად სევდიან აზრებს, მაგრამ მან შენიშნა, რომ, როგორც კი ამოთქვამდა, როგორც წესი, კარგ გუნებაზე დგებოდა.
He said the most melancholy things, but she noticed that directly he had said them he always seemed more cheerful than usual.
160826.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მან იცოდა, რომ არ წუწუნებდა.
She knew that he did not complain.
160827.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
იცოდა, რომ არაფერი ჰქონდა საწუწუნო.
She knew that he had nothing whatever to complain of.
160828.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
და ხელი ჩაჰკიდა და ტუჩებთან მიიტანა და ისეთი მგზნებარებით ეამბორა, რომ მას თვალზე ცრემლი მოადგა, და უმალ უშვა ხელი.
And he seized her hand and raised it to his lips and kissed it with an intensity that brought the tears to her eyes, and quickly he dropped it.
160829.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ლამის ჭაბუკივით მკლავი აქვს, გაიფიქრა მისიზ რემზიმ, ხმელი და მკვრივი; და აღტაცებით გაიფიქრა, რა ძლიერია ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამოცს გადასცდა, და თან როგორი ურჩია და როგორი ოპტიმისტი;
His arm was almost like a young man’s arm, Mrs. Ramsay thought, thin and hard, and she thought with delight how strong he still was, though he was over sixty, and how untamed and optimistic.
160830.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ზოგჯერ აოცებდა მისი აღქმის სიფაქიზე.
His understanding often astonished her.
160831.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
საკუთარი ქალიშვილის სილამაზე შეუნიშნავს?
Did he even notice his own daughter’s beauty?
160832.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ისე ზის ხოლმე სუფრასთან ყველასთან ერთად, გეგონება, ოცნებებში ჩაძირული ადამიანია.
He would sit at table with them like a person in a dream.
160833.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
საწყალი მის გიდინგზი, ასე რომ დაჰყვირა უცებ თავზე, ლამის ტყავიდან ამოძვრა შიშით.
Poor Miss Giddings, when he shouted that at her, almost jumped out of her skin.
160834.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ფიქრობდა და ოდნავ უფრო დაეყრდნო მის მკლავზე, რადგან მეტისმეტად სწრაფი ნაბიჯით აუყვა აღმართს, ის კი წამით უნდა შეყოვნდეს და ნახოს, არის თუ არა თხუნელას ამოყრილი მიწის გროვები ნაპირზე, დაიხარა, შეხედა და გაიფიქრა, რომ მისი დარი ბრწყინვალე მოაზროვნის გონება ალბათ ყოველმხრივ განსხვავებული უნდა იყოს ჩვენგან.
She thought, intimating by a little pressure on his arm that he walked up hill too fast, and she must stop for a moment to see whether those were fresh molehills on the bank, then, she thought, stooping down to look, a great mind like his must be different in every way from ours.
160835.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ყველა დიდი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ, სწორედ ასეთიაო, გაიფიქრა და თან გადაწყვიტა, რომ ალბათ ორმოში კურდღელი ჩაძვრა.
All the great men she had ever known, she thought, deciding that a rabbit must have got in the hole, were like that.
160836.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ხოლო ახალგაზრდებისთვის ისიც დიდი ამბავია (თუმცა კი უნივერსიტეტის აუდიტორიები თითქმის აუტანლად ჩახუთული და დამთრგუნველი ეჩვენებოდა), თუნდაც უბრალოდ ყური დაუგდონ, თვალი შეავლონ მას.
And it was good for young men (though the atmosphere of lecture rooms was stuffy and depressing to her beyond endurance almost) simply to hear him, simply to look at him.
160837.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ფაქტია, რომ რომელიღაც მღრღნელი აჩანაგებს მის ფურისულებს.
Some creature anyhow was ruining her Evening Primroses.
160838.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
და როცა ზემოთ აიხედა, დაინახა, როგორ დასდგომოდა თავზე ხის წვრილ ტოტებს მთელი თავისი მშვენებით გასხივოსნებული საღამოს ვარსკვლავი, და მოუნდა, რომ ქმარსაც დაენახა ის, რადგან ეს სანახაობა წარმოუდგენელ სიამოვნებას ჰგვრიდა.
And looking up, she saw above the thin trees the first pulse of the full-throbbing star and wanted to make her husband look at it, for the sight gave her such keen pleasure.
160839.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მაგრამ თავი შეიკავა.
But she stopped herself.
160840.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ის ხომ არასოდეს არაფერს უყურებს.
He never looked at things.