მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160861.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
დიახ, თქვა მისტერ ბენქსმა და როდესაც მინდორი გადაიარეს, ჰკითხა, ხომ არ გიძნელდებათ ლონდონში ობიექტების პოვნაო, როდესაც შემოტრიალდნენ და რემზები დაინახეს.
Yes, said Mr. Bankes, and, as they reached the end of the lawn he was asking her whether she had difficulty in finding subjects in London when they turned and saw the Ramsays.
160862.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
მაშ ეს არის ქორწინება, გაიფიქრა ლილიმ, მამაკაცი და ქალი, რომლებიც უყურებენ, როგორ ტყორცნის გოგონა ბურთს.
So that is marriage, Lily thought, a man and a woman looking at a girl throwing a ball.
160863.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
სწორედ ამის თქმას ცდილობდა მისიზ რემზი მისთვის წინა საღამოს.
That is what Mrs. Ramsay tried to say the other night.
160864.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
მაგრამ სულ ერთი წამით, მიუხედავად იმისა, რომ მისიზ რემზი მისთვის ჩვეული ღიმილით შეეგება (უეჭველია, ახლა იფიქრა, რომ შეუღლებას ვაპირებთ, გაიფიქრა ლილიმ) და თქვა, დღეს დიდი გამარჯვება მოვიპოვეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ერთხელ მაინც, მისტერ ბენქსი დაიყოლია, ვახშამს დანარჩენებთან ერთად შექცეოდა და არა თავის საკუთარ პატარა სახლში, სადაც მსახური მის გემოზე უმზადებდა ბოსტნეულს.
But still for a moment, though Mrs. Ramsay greeted them with her usual smile (she’s thinking we’re going to get married, Lily thought) and said, "I have triumphed tonight," meaning that for once Mr. Bankes had agreed to dine with them and not run off to his own lodging where his man cooked vegetables properly.
160865.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
შემდეგ ფრუ ახტა (რადგან ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს სიმყარე საერთოდ გაქრა), მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ბურთი დიდებულად დაიჭირა დიდ სიმაღლეზე მარცხენა ხელით, და დედამისმა თქვა, „ხომ არ დაბრუნებულან?“
Then, (for it seemed as if solidity had vanished altogether), Prue ran full tilt into them and caught the ball brilliantly high up in her left hand, and her mother said, "Haven’t they come back yet?"
160866.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
მისტერ რემზიმ ახლა თავს უფლება მისცა, ხმამაღლა გაეცინა იმის გაფიქრებაზე, რომ ჰიუმი ჭაობში გაეჩხირა და დედაბერმა გადაარჩინა, ოღონდ იმ პირობით, თუ უფლის ლოცვას იტყოდა.
Mr. Ramsay felt free now to laugh out loud at the thought that Hume had stuck in a bog and an old woman rescued him on condition he said the Lord’s Prayer.
160867.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
იგი სიცილით სეირნობით გაუყვა გზას თავისი კაბინეტისკენ.
Chuckling to himself he strolled off to his study.
160868.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
რა თქმა უნდა, ნენსიც მათთან ერთად წავიდა, მას შემდეგ, რაც მინტა დოილმა უტყვი მზერით სთხოვა და ხელი ჩაჰკიდა, როცა ნასადილევს ნენსი სხვენში ადიოდა ოჯახური ცხოვრების კოშმარისგან თავის დასაღწევად.
Certainly, Nancy had gone with them, since Minta Doyle had asked it with her dumb look, holding out her hand, as Nancy made off, after lunch, to her attic, to escape the horror of family life.
160869.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მაშინ იფიქრა, უნდა წავყვეო.
She supposed she must go then.
160870.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
არ უნდოდა ამ ყველაფერში გარევა.
She did not want to be drawn into it all.
160871.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მთელი გზა, ვიდრე ქარაფის პირს მიუყვებოდნენ, მინტას მისთვის ხელი არ გაუშვია.
For as they walked along the road to the cliff Minta kept on taking her hand.
160872.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მერე დროდადრო გაუშვებდა ხოლმე ხელს, მერე ისევ ჩაჰკიდებდა.
Then she would let it go, then she would take it again.
160873.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ნეტავი მაინც, რა უნდოდა?
What was it she wanted?
160874.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ეკითხებოდა ნენსი თავის თავს.
Nancy asked herself.
160875.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს რაღაცა უნდოდა.
There was something, of course, that people wanted.
160876.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
რადგან, როცა მინტამ ხელი ჩაჰკიდა, ნენსიმ თავისდა უნებურად დაინახა მის ფერხთით გადაშლილი მთელი სამყარო, როგორც ბურუსში გახვეული კონსტანტინოპოლი.
For when Minta took her hand and held it, Nancy, reluctantly, saw the whole world spread out beneath her, as if it were Constantinople seen through a mist.
160877.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ასე რომ, რაგინდ ნამძინარევი და მოთენთილი ყოფილიყო, ხომ აუცილებლად იკითხავდა, “ესაა აია სოფიას ტაძარი?”
Then, however heavy-eyed one might be, one must needs ask, “Is that Santa Sofia?”
160878.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ბურუსიდან აქა-იქ, თანდათანობით ამოიწვერა (როცა ნენსი დაჰყურებდა მათ ფერხთით გადაშლილ სამყაროს) კოშკი, თაღი.
Here and there emerged from the mist (as Nancy looked down upon life spread beneath her) a pinnacle, a dome.
160879.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მაგრამ, როცა მინტამ ხელი გაუშვა და დაღმართს სირბილით დაუყვა, ყველაფერი ეს – თაღი თუ კოშკი, რაც მანამდე წამოიზიდა სქელი ნისლიდან, ისევ ჩაიძირა და თვალს მიეფარა.
But when Minta dropped her hand, as she did when they ran down the hillside, all that, the dome, the pinnacle, whatever it was that had protruded through the mist, sank down into it and disappeared.
160880.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
როგორც ენდრიუ ამბობდა, მინტა ძალიან კარგი მოლაშქრე იყო.
Minta, Andrew observed, was rather a good walker.