მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160881.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ის ტანსაცმელს უფრო გონივრულად ირჩევდა, ვიდრე ქალების უმრავლესობა.
She wore more sensible clothes that most women.
160882.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ის ძალიან მოკლე ქვედაბოლოებს და შავ ბრიჯს ატარებდა.
She wore very short skirts and black knickerbockers.
160883.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
დაუფიქრებლად ჩახტებოდა ხოლმე მდინარეში და გაღმა გააბოტებდა.
She would jump straight into a stream and flounder across.
160884.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ენდრიუს მოსწონდა მისი სისხარტე, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს არ არის სწორი.
Andrew liked her rashness, but he saw that it would not do.
160885.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მას თითქოს არაფრის ეშინოდა, ხარებს თუ არ ჩავთვლით.
She seemed to be afraid of nothing — except bulls.
160886.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
საკმარისი იყო, სადმე მინდორში ხარი დაელანდა, მაშინვე ხელებს ასწევდა და კივილით მოკურცხლავდა, მაგრამ ხარს ხომ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, სწორედ ეს აღაგზნებს.
At the mere sight of a bull in a field she would throw up her arms and fly screaming, which was the very thing to enrage a bull of course.
160887.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ფიქრობდა, ალბათ ოდესღაც, როცა ეტლით მასეირნებდნენ, ხარმა მირქინაო.
She thought she must have been tossed in her perambulator when she was a baby.
160888.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
დიდად არასოდეს იწუხებდა თავს იმაზე ფიქრით, რას იტყოდა, ან როგორ მოიქცეოდა.
She didn’t seem to mind what she said or did.
160889.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და აი, ახლაც, უეცრად ქარაფის კიდეზე ბარბაცით გაიარა და სიმღერა წამოიწყო, “წყეულიმც იყოს თქვენი თვალები”.
Suddenly now she pitched down on the edge of the cliff and began to sing some song about "Damn your eyes, damn your eyes".
160890.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
დანარჩენებიც იძულებულები გახდნენ, აჰყოლოდნენ და გუნდად მთელი ხმით ეყვირათ: “წყეულიმც იყოს თქვენი თვალები!”
They all had to join in and sing the chorus, and shout out together: "Damn your eyes, damn your eyes!"
160891.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მაგრამ დამღუპველი იქნება, თუ მოქცევა დაიწყება და მთელი ეს მშვენიერი სანადირო ტერიტორია წყლით დაიფაროს.
but it would be fatal to let the tide come in and cover up all the good hunting-grounds.
160892.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
“დამღუპველი იქნება”, დაეთანხმა პოლი, მაშინვე წამოხტა და როცა ნელ-ნელა დაიწყეს დაღმართზე ჩაცურება, ის გზამკვლევის ტექსტის ციტირებას შეუდგა.
“Fatal,” Paul agreed, springing up, and as they went slithering down, he kept quoting the guide-book.
160893.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
“ეს კუნძულები სამართლიანადაა განთქმული მათი ნაკრძალისებური ხედებითა და ფართო და მრავალფეროვანი, იშვიათი საზღვაო სანახაობებით”.
“These islands being justly celebrated for their park-like prospects and the extent and variety of their marine curiosities.”
160894.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ენდრიუ გზას მიიკვლევდა ქვემოთ, ქარაფის დამრეცზე, უკანიდან კი გრძნობდა, როგორ უტყაპუნებდნენ ზურგზე და მოსძახოდნენ, 'შე ძველოო", და ასეთ რამეებს.
Andrew felt, picking his way down the cliff, this clapping him on the back, and calling him “old fellow” and all that.
160895.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ასე არაფერი გამოუვათ.
It would not altogether do.
160896.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
როცა სანაპიროზე გავიდნენ, დაიყვნენ, ენდრიუ “პოუპ ნოუზისკენ” წავიდა, ფეხზე გაიხადა, წინდების გორგალი ფეხსაცმელებში ჩადო.
Once on the beach they separated, he going out on to the Pope’s Nose, taking his shoes off, and rolling his socks in them.
160897.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ნენსიმ კი გააბოტა წყალში თავისი საყვარელი კლდეებისკენ და თავის გუბეებს მიაშურა.
Nancy waded out to her own rocks and searched her own pools.
160898.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
სულ დაბლა ჩაბობღდა და ხელით შეეხო გლუვ რეზინისებრ ზღვის ფრინტებს, რომლებიც ჟელეს კოშტებივით მიჰკვროდნენ კლდის პირს.
She crouched low down and touched the smooth rubber-like sea anemones, who were stuck like lumps of jelly to the side of the rock.
160899.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
წარმოდგენაში გუბე ზღვად, ხოლო კვირჩხლები ზვიგენებად და ვეშაპებად აქცია.
Brooding, she changed the pool into the sea, and made the minnows into sharks and whales.
160900.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მან ხელი მზეს ააფარა და ამ ციდა სამყაროს თავზე ღრუბლები, და მასთან ერთად წყვდიადი და გაპარტახება მოუვლინა, ვითარცა უფალმა, მილიონობით უმეცარ და უმანკო ქმნილებას.
She cast vast clouds over this tiny world by holding her hand against the sun, and so brought darkness and desolation, like God himself, to millions of ignorant and innocent creatures.