მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160841.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
სწორედ იმწამს თქვა, „რა მშვენიერია“, რათა მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა და თავი მოაჩვენა, ყვავილებით ვტკბებიო.
At that moment, he said, "Very fine," to please her, and pretended to admire the flowers.
160842.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მაგრამ, ეს ლილი ბრისკო არაა, უილიამ ბენქსთან ერთად რომ მისეირნობს?
But was that not Lily Briscoe strolling along with William Bankes?
160843.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
მან ახლომხედველი თვალები მოჭუტა და მიმავალ წყვილს ზურგიდან დააკვირდა.
She focussed her short-sighted eyes upon the backs of a retreating couple.
160844.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
ეს იმას არ მოასწავებს, რომ მალე იქორწინებენ?
Did that not mean that they would marry?
160845.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
რა დიდებული აზრია!
What an admirable idea!
160846.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 12
აუცილებლად უნდა შეუღლდნენ!
They must marry!
160847.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
ამსტერდამში იყო, ამბობდა მისტერ ბენქსი, როცა ლილი ბრისკოსთან ერთად მინდორს კვეთდა.
He had been to Amsterdam, Mr. Bankes was saying as he strolled across the lawn with Lily Briscoe.
160848.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
მადრიდში იყო.
He had been to Madrid.
160849.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
სამწუხაროდ, წითელ პარასკევს მოუწია ჩასვლა და პრადო დაკეტილი იყო.
Unfortunately, it was Good Friday and the Prado was shut.
160850.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
რომში იყო.
He had been to Rome.
160851.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
მის ბრისკო ყოფილა რომში?
Had Miss Briscoe never been to Rome?
160852.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
ეს დიდებული გამოცდილება იქნება მისთვის – სიქსტის კაპელა, მიქელანჯელო, და პადუა.
It would be a wonderful experience for her — the Sistine Chapel, Michael Angelo, and Padua.
160853.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
წლების განმავლობაში მისი ცოლი ავადმყოფობდა.
His wife had been in bad health for years.
160854.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
იგი ბრიუსელში ყოფილა.
She had been to Brussels.
160855.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
დრეზდენშიც იყო, იქ უამრავი სურათია, რომელიც მანამდე არ უნახავს.
She had been to Dresden, there were masses of pictures she had not seen.
160856.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
თუმცა, იქნებ ჯობდა, საერთოდ არ ენახა სურათები: ეს ხომ მხოლოდ წარმოუდგენელ დაუკმაყოფილებლობას ბადებს საკუთარი ნამუშევრების მიმართ.
However, perhaps it was better not to see pictures: they only made one hopelessly discontented with one’s own work.
160857.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
მისტერ ბენქსის აზრით, ასეთმა თვალსაზრისმა ადამიანი შეიძლება მეტისმეტად შორს წაიყვანოს.
Mr. Bankes thought one could carry that point of view too far.
160858.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
ყველა ტიციანი ხომ ვერ ვიქნებით, და ვერც დარვინი ვიქნებით ყველა, თქვა მან.
We can’t all be Titians and we can’t all be Darwins, he said.
160859.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
ლილის სურდა, მისთვის კომპლიმენტი ეთქვა.
Lily would have liked to pay him a compliment.
160860.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 13
ასეა თუ ისე, თქვა ლილიმ, რომ არასოდეს შეწყვეტს ხატვას, რადგან ეს აინტერესებდა.
Anyhow, said Lily, she would always go on painting, because it interested her.