მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160921.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ისინი ჩხრეკდნენ, ათვალიერებდნენ და ეძებდნენ.
They poked and peered and looked.
160922.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
თავები ყველას ძირს ჰქონდა დახრილი, მოჭრილად და მკვახედ ისროდნენ სიტყვებს.
They kept their heads very low, and said things shortly and gruffly.
160923.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
პოლ რეილი გიჟივით დარბოდა აღმა-დაღმა მთელ კლდეზე და ეძებდა ყველგან, სადაც კი მანამდე ისხდნენ.
Paul Rayley searched like a madman all about the rock where they had been sitting.
160924.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მთელი ეს აურზაური ბროშის გამო სრული უაზრობააო, გაიფიქრა ენდრიუმ, პოლმა კი ამასობაში უთხრა, "აი, აქ და იქ კარგად დაძებნეო".
All this pother about a brooch really didn’t do at all, Andrew thought, as Paul told him to make a “thorough search between this point and that.”
160925.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მოქცევა სწრაფად მოიწევდა წინ.
The tide was coming in fast.
160926.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ერთი წუთიც, და იმ ადგილებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ ისხდნენ, ზღვის წყალი დაფარავდა.
The sea would cover the place where they had sat in a minute.
160927.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
“გზა იკეტება!” იკივლა მინტამ, რომელსაც უცებ საშინლად შეეშინდა.
“We shall be cut off!” Minta shrieked, suddenly terrified.
160928.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
თითქოს საფრთხე გარდაუვალი იყო!
As if there were any danger of that!
160929.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ზუსტად ისე, როგორც ხარები ელანდებოდა ყველგან – ის ხომ გრძნობებს ვერ იმორჩილებსო, გაიფიქრა ენდრიუმ.
It was the same as the bulls all over again — she had no control over her emotions, Andrew thought.
160930.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
უბედური პოლი იძულებული იყო, ახლა ის დაემშვიდებინა.
The wretched Paul had to pacify her.
160931.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მერე მამაკაცებმა უცებ მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ რეილის ხელჯოხს იმ ადგილზე ჩაარჭობდნენ, სადაც ისხდნენ და როცა წყალი უკან დაიხევდა, მერე დაბრუნდებოდნენ.
The men took counsel briefly and decided that they would plant Rayley’s stick where they had sat and come back at low tide again.
160932.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
სხვას ახლა მაინც ვერაფერს გახდებოდნენ.
There was nothing more that could be done now.
160933.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
თუ ბროში იქ იყო, დილით იქვე დაგვხვდებაო, არწმუნებდნენ მას, მაგრამ მინტა ისევ სლუკუნებდა, მთელი გზა, სანამ კლდეზე ადიოდნენ.
If the brooch was there, it would still be there in the morning, they assured her, but Minta still sobbed, all the way up to the top of the cliff.
160934.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ეს ბებიამისის ბროში იყო.
It was her grandmother’s brooch.
160935.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ნენსიმ იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ბროშის დაკარგვას მართლა განიცდიდა, მარტო ამიტომ როდი ტიროდა.
Nancy felt, it might be true that she minded losing her brooch, but she wasn’t crying only for that.
160936.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მას რაღაც სხვა ატირებდა.
She was crying for something else.
160937.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
იქნებ ყველანი უნდა დავსხდეთ და ჩვენც მასავით ვიტიროთო.
We might all sit down and cry, she felt.
160938.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ისინი წინ მიიწევდნენ, პოლი და მინტა, და პოლი ამშვიდებდა, არწმუნებდა, რომ დაკარგული ნივთების პოვნა ეხერხება.
They drew ahead together, Paul and Minta, and Paul comforted her, and said how famous he was for finding things.
160939.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ერთხელ, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ოქროს საათი ვიპოვეო.
Once when he was a little boy he had found a gold watch.
160940.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
როცა გაიღვიძებს, მისი აზრით, ჯერ კიდევ სიბნელე იქნება და ის მარტო გამოვა სანაპიროზე, რაც ალბათ საკმაოდ სახიფათოა.
It seemed to him that it would be almost dark, and he would be alone on the beach, and somehow it would be rather dangerous.