მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161921.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუმცა ის არ იყო გულწრფელი.
She had not been sincere.
161922.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის ვერასოდეს გაიცნობს მისტერ ტენსლის.
She would never know him.
161923.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველა ადამიანური ურთიერთობა ასეთია, ფიქრობდა ის და ყველაზე უარესი (თუ მისტერ ბენქსს არ ჩავთვლით) მათში მამაკაცის და ქალის ურთიერთობაა.
Human relations were all like that, she thought, and the worst (if it had not been for Mr. Bankes) were between men and women.
161924.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მერე თვალი მოჰკრა სამარილეს, რომელიც ისე მოათავსა, რომ გახსენებოდა, და გაახსენდა კიდეც, რომ მომდევნო დილით, ტილოზე ხე უფრო ღრმად უნდა შესწიოს ცენტრისკენ, და ისეთი სიხარული მოჰგვარა ფიქრმა, რომ ხვალ დახატავს, რომ ხმამაღლა გაეცინა მისტერ ტენსლის ნათქვამზე.
Then her eye caught the salt cellar, which she had placed there to remind her, and she remembered that next morning she would move the tree further towards the middle, and her spirits rose so high at the thought of painting tomorrow that she laughed out loud at what Mr. Tansley was saying.
161925.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუ უნდა, მთელი ღამე ილაპარაკოსო, გაიფიქრა.
Let him talk all night if he liked it.
161926.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„კი მაგრამ, რამდენ ხანს ტოვებენ ადამიანს შუქურაზე?“, იკითხა მან.
"But how long do they leave men on a Lighthouse?" she asked.
161927.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისიზ რემზიმ გაიფიქრა, შემიძლია დავბრუნდე იმ საოცნებო მიწაზე, იმ არაამქვეყნიურ, მაგრამ მომხიბვლელ ადგილზე, მენინგების მისაღებ ოთახში, ოცი წლის წინათო.
Mrs. Ramsay thought, she could return to that dream land, that unreal but fascinating place, the Mannings’ drawing-room at Marlow twenty years ago.
161928.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იცოდა, რა დაემართათ მათ, და რა დაემართა თვითონ.
She knew what had happened to them, what to her.
161929.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ეს კარგი წიგნის ხელახლა წაკითხვას ჰგავდა, რადგან იცოდა ამბის დასასრული, რადგან ეს ოცი წლის წინათ მოხდა, და ცხოვრება, რომელიც ამ მისაღები ოთახიდანაც კი ჩანჩქერივით ჩქეფდა სადღაც, უფალმა უწყის სად, იქ იყო დაგმანული, და იდო, როგორც ტბა, გარინდული ნაპირებს შუა.
It was like reading a good book again, for she knew the end of that story, since it had happened twenty years ago, and life, which shot down even from this dining-room table in cascades, heaven knows where, was sealed up there, and lay, like a lake, placidly between its banks.
161930.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან თქვა, ბილიარდის ოთახს აშენებენო – მართალია?
He said they had built a billiard room — was it true?
161931.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის შეეცადა, მან კი არ უპასუხა, ხომ ვერ აიძულებდა, იმედი გაუცრუვდა.
She tried, he did not respond, she could not force him, she was disappointed.
161932.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რაღაც თქვა პუნქტუალობაზე, რომ ეს ერთი იმ მცირე ღირსებათაგანია, რომელსაც მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ვეუფლებითო.
He said something about punctuality being one of the minor virtues which we do not acquire until later in life.
161933.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აცნობიერებდა თავის ღალატს, აცნობიერებდა, რომ მას რამე უფრო ინტიმურზე სურდა მასთან საუბარი, და მაინც, რაკი აღარ იყო განწყობაზე, გრძნობდა, როგორ მოერია ცხოვრებით უკმაყოფილების გრძნობა, ვიდრე უაზროდ იჯდა იქ და იცდიდა.
Conscious of his treachery, conscious of her wish to talk about something more intimate, yet out of mood for it at present, he felt come over him the disagreeableness of life, sitting there, waiting.
161934.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იქნება სხვები რამე საინტერესოს ამბობენ?
Perhaps the others were saying something interesting?
161935.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რაზე ლაპარაკობენ? იმაზე, რომ სათევზაო სეზონი გაფუჭდა.
What were they saying? That the fishing season was bad.
161936.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ახალგაზრდა კაცი მთავრობას ლანძღავდა.
The young man was abusing the government.
161937.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილი უსმენდა, მისიზ რემზი უსმენდა, ყველანი უსმენდნენ.
Lily was listening, Mrs. Ramsay was listening, they were all listening.
161938.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ ლილიმ, რომელსაც უკვე მოსწყინდა, იგრძნო, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
But already bored, Lily felt that something was lacking.
161939.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისიზ რემზიმაც, რომელმაც შალი მოიგდო მხრებზე, იგრძნო, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
Pulling her shawl round her Mrs. Ramsay felt that something was lacking.
161940.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
განრისხებულები და აღშფოთებულები არიან მთავრობაზე მეთევზეების მიმართ.
They are outraged and indignant with the government about the fishermen.