მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161941.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაშინ, როცა მე არაფერს ვგრძნობ.
Whereas, I feel nothing at all.
161942.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ იქნებ გაიფიქრა მისტერ ბენქსმა, როცა მისტერ ტენსლის შეხედა, ესაა ის კაცი.
But perhaps, thought Mr. Bankes, as he looked at Mr. Tansley, here is the man.
161943.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყოველთვის არსებობს შანსი.
There was always a chance.
161944.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნებისმიერ წამს შეიძლება ლიდერი დაიბადოს.
At any moment the leader might arise.
161945.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თქვენ თქვენი ცხოვრება ფუჭად გაფლანგეთ.
You have wasted your lives.
161946.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თქვენ ყველანი ცდებით.
You are all of you wrong.
161947.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
საოცრად თავდაჯერებულად, ყოყოჩურად ლაპარაკობდა ეს ახალგაზრდა, თან მანერებიც არ უვარგოდა.
He seemed to be rather cocksure, this young man, and his manners were bad.
161948.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ალბათ, ფიქრობდა მისტერ ბენქსი, როცა ტენსლი მთავრობის ლანძღვას შეუდგა, მის ნათქვამში ბევრი სიმართლეცააო.
Probably, Mr. Bankes thought, as Tansley abused the government, there is a good deal in what he says.
161949.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და ასე გააბეს ლაპარაკი პოლიტიკაზე და ლილი სუფრაზე გამოსახულ ფოთოლს დასცქეროდა.
So they argued about politics, and Lily looked at the leaf on the table-cloth.
161950.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას მოვლენების არსში წვდომა შეეძლო.
He went to the heart of things.
161951.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მეზღვაურების ბედი და მათი ჯამაგირიც ძალიან აღელვებდა.
He cared about fishermen and their wages.
161952.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ, ნურას უკაცრავად!
But not in the least!
161953.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სახე ალეწვოდა, საშინლად დაემანჭა, უკმაყოფილო, დაბღვერილი და გაბრაზებული იჯდა.
He was screwing his face up, he was scowling and frowning, and flushing with anger.
161954.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნეტავი რა დაემართა?
What on earth was it about?
161955.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რა მოხდა ასეთი?
What could be the matter?
161956.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის, რომ საწყალმა ბებერმა ოგასტასმა კიდევ ერთი მათლაფა წვნიანი მოითხოვა?
Only that poor old Augustus had asked for another plate of soup.
161957.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ვერ იტანდა, როცა ადამიანები მაშინ ჭამდნენ, როცა თავად დაამთავრებდა.
He loathed people eating when he had finished.
161958.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დაინახა, როგორ გაურბინა მწევარი ძაღლების გუნდივით მრისხანებამ თვალებში, კოპებშეკრულ სახეზე, და მიხვდა – ერთი წამიც და, დაგროვილი სიფიცხე იფეთქებსო, და მაშინ ხომ – მადლობა ღმერთს!
She saw his anger fly like a pack of hounds into his eyes, his brow, and she knew that in a moment something violent would explode, and then — thank goodness!
161959.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დაინახა, როგორ მოთოკა თავი, როგორ ჩააფრინდა მუხრუჭს, და მთელმა მისმა სხეულმა თითქოს ნაპერწკლები ამოაფრქვია, ოღონდ სიტყვები არა.
She saw him clutch himself and clap a brake and the whole of his body seemed to emit sparks but not words.
161960.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ, რატომ არ შეიძლება საბრალო ოგასტასმა კიდევ ერთი მათლაფა წვნიანი მოითხოვოს?
But why after all should poor Augustus not ask for another plate of soup?