მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161961.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ელენს ნაზად შეახო ხელი და უთხრა: „ელენ, თუ შეიძლება, კიდევ ერთი მათლაფა წვნიანი“, რამაც მისტერ რემზი ასე გააბრაზა.
He had merely touched Ellen’s arm and said: "Ellen, please, another plate of soup," and then Mr. Ramsay scowled like that.
161962.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ამას ხომ ყველა ხედავს, ფიქრობდა მისიზ რემზი.
Everybody could see, Mrs. Ramsay thought.
161963.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი როუზი, მამამისს მისჩერებია, აგე, როჯერიც მამას უყურებს.
There was Rose gazing at her father, there was Roger gazing at his father.
161964.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნუთუ არ შეუძლია გრძნობების დამალვა?
Why could he never conceal his feelings?
161965.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
გაკვირვებული ფიქრობდა მისიზ რემზი და დაინტერესდა, ხომ არ შენიშნა ეს ოგასტას კარმაიკლმა.
Mrs. Ramsay wondered, and she wondered if Augustus Carmichael had noticed.
161966.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუ მოუნდებოდა, მოითხოვდა წვნიანს.
If he wanted soup, he asked for soup.
161967.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისთვის სულერთი იყო, დასცინებდა ვინმე ამის გამო თუ გაბრაზდებოდა.
Whether people laughed at him or were angry with him he was the same.
161968.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ ამის გამო შეიძლება კიდევ უფრო მეტად სცემდა პატივს, და როცა ახლა შეხედა და დაინახა, როგორ შეექცეოდა წვნიანს, რამხელა და რა მშვიდი ჩანდა ჩამავალი მზის სხივებში, თან შთამბეჭდავი, თან ფიქრებში ჩაძირული, დაინტერესდა, ნეტა ახლა რას გრძნობს და რატომაა ყოველთვის ასეთი კმაყოფილი და თავმომწონეო.
But partly for that very reason she respected him, and looking at him, drinking soup, very large and calm in the failing light, and monumental, and contemplative, she wondered what he did feel then, and why he was always content and dignified.
161969.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და მერე მთელ დღეს ბალახზე წამოწოლილი ატარებდა და ალბათ გონებაში ლექსებს თხზავდა, სანამ კატას არ შენიშნავდა და არ შეახსენებდა ვინმეს, კატა ჩიტებს ჩაუსაფრდაო.
And there he would lie all day long on the lawn brooding presumably over his poetry, till he reminded one of a cat watching birds.
161970.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ხანაც უშნო ხელებს ერთმანეთს შემოჰკრავდა, თუ საჭირო სიტყვას მიაგნებდა, და მისი ქმარი იტყოდა ხოლმე, საწყალი ოგასტასი, ნამდვილი პოეტიაო, რაც მისი მხრიდან დიდი შექების ტოლფასი იყო.
And then he clapped his paws together when he had found the word, and her husband said, "Poor old Augustus — he’s a true poet," which was high praise from her husband.
161971.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ასე, უცაბედად, სინათლის გულზე გასხივოსნებული ლანგარი უზომოდ დიდი და ღრმა გამოჩნდა, როგორც სამყარო, რომელშიც შეიძლება მოგინდეს, გუნდი შეკრიბო და აღმა მთების დასალაშქრად გაეშურო, მერე კი დაღმა ხეობებისკენ დაეშვა, და მისდა გასახარად (რაკი წამიერად მათ შორის ურთიერთგაგება დამყარდა), შენიშნა, რომ ოგასტასიც ზუსტად მასავით ჭამდა თვალებით იმავე ხილის ლანგარს.
Thus brought up suddenly into the light it seemed possessed of great size and depth, was like a world in which one could take one’s staff and climb hills, she thought, and go down into valleys, and to her pleasure (for it brought them into sympathy momentarily) she saw that Augustus too feasted his eyes on the same plate of fruit.
161972.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის ასე, მისგან განსხვავებულად ხედავდა ამას.
That was his way of looking, different from hers.
161973.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უმალ, ყველამ ერთგვარი ცვლილება იგრძნო, თითქოს ეს სინამდვილეში მომხდარიყოს და თითქოს ყველანი აცნობიერებდნენ, რომ წვეულებას მართავდნენ დაბლობზე, კუნძულზე.
Some change at once went through them all, as if this had really happened, and they were all conscious of making a party together in a hollow, on an island.
161974.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისიზ რემზიმ, რომელიც დაძაბული ელოდა პოლის და მინტას გამოჩენას და აცნობიერებდა, რომ გულისყური სხვა მხარეს ჰქონდა მიმართული, ახლა იგრძნო, როგორ შეიცვალა მოუსვენრობა მოლოდინით.
Mrs. Ramsay, who had been uneasy, waiting for Paul and Minta to come in, and unable, she felt, to settle to things, now felt her uneasiness changed to expectation.
161975.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და ახლა, მრავალი სანთლის ერთდროულმა ნათებამ ამ ავეჯით გადაუტვირთავ, უფარდებო მრავალფანჯრიან ოთახში, ზუსტად ასეთივე ზემოქმედება იქონია და სანთლის შუქზე სახეებს ნიღბისებური იერი დაედოთ.
And now the same effect was got by the many candles in the sparely furnished room, and the uncurtained windows, and the bright mask-like look of faces seen by candlelight.
161976.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თითქოს ყველას რაღაც ტვირთი მოეხსნა, მან იგრძნო, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მომხდარიყო.
Some weight was taken off them, anything might happen, she felt.
161977.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ახლა კი, უნდა შემოვიდნენ, გაიფიქრა მისიზ რემზიმ, ოთახის კარს გახედა და სწორედ იმწამს, მინტა დოილი, პოლ რეილი და ვეება ქოთნით ხელდამშვენებული მოახლე ერთდროულად შემოვიდნენ ოთახში.
They must come now, Mrs. Ramsay thought, looking at the door, and at that instant, Minta Doyle, Paul Rayley, and a maid carrying a great dish in her hands came in together.
161978.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ჩვენ საშინლად დავიგვიანეთო, თქვა მინტამ, როცა მათ გზა გაიკვლიეს მაგიდის საწინააღმდეგო მხარეებისკენ.
We were horribly late, Minta said, as they found their way to different ends of the table.
161979.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ბროში დავკარგე – ბებიას ბროში“, თქვა მინტამ ოდნავ მგლოვიარე ხმით და დიდ თაფლისფერ თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
"I lost brooch — my grandmother’s brooch," said Minta with a sound of lamentation in her voice, and a suffusion in her large brown eyes.
161980.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მინტას ცოტა არ იყოს აფრთხობდა ის — ის ხომ შემაშფოთებლად ჭკვიანი იყო და პირველ საღამოს, როცა მის გვერდით იჯდა და ჯორჯ ელიოტზე ლაპარაკობდა, მართლა ძალიან დაფრთხა, იმიტომ, რომ მატარებელში დარჩა „მიდლმარჩის“ პირველი ტომი და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მთავრდებოდა ნაწარმოები.
She was by way of being terrified of him — he was so fearfully clever, and the first night when she had sat by him, and he talked about George Eliot, she had been really frightened, for she had left the third volume of MIDDLEMARCH in the train and she never knew what happened in the end.