მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161981.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ან რატომ ჩნდებოდა, ან რატომ ქრებოდა ხოლმე ის და არც ის იცოდა, ჰქონდა თუ არა ასეთი რამ, როცა ოთახში შემოდიოდა, სანამ რომელიღაც მამაკაცი არ შეხედავდა.
She never knew why it came or why it went, or if she had it until she came into the room and then she knew instantly by the way some man looked at her.
161982.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
გაეღიმა და გვერდით მიუჯდა.
She sat beside him, smiling.
161983.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და წამით იგრძნო ის, რასაც, ეგონა, ვეღარასოდეს იგრძნობდა ცხოვრებაში – ეჭვიანობა.
And for a moment she felt what she had never expected to feel again — jealousy.
161984.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ოღონდ, რა თქმა უნდა, მართლა კი არ ეჭვიანობდა, მარტო დროდადრო, როცა სარკეში ჩაიხედავდა და აიმრიზებოდა ხოლმე იმის გამო, რომ დაბერდა, და ალბათ ესეც მისი ბრალია.
But indeed she was not jealous, only, now and then, when she made herself look in her glass, a little resentful that she had grown old, perhaps, by her own fault.
161985.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სათბურის მშენებლობის ფული და კიდევ ათასი სხვა რამ.
The bill for the greenhouse and all the rest of it.
161986.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და მადლიერი იყო მათი, რომ ეხუმრებოდნენ მას (“აბა, რამდენჯერ გააბოლეთ ჩიბუხი დღეს, მისტერ რემზი?” და ასე შემდეგ).
She was grateful to them for laughing at him ("How many pipes have you smoked today, Mr. Ramsay?" and so on).
161987.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თავად კი – „აი, იქ ჩამოდე“, შეეშველა შვეიცარიელ მოახლეს უშველებელი ყავისფერი ქოთნის დადგმაში, რომლითაც სახელგანთქმული BOEUF EN DAUBE შემოიტანეს.
For herself — "Put it down there," she said, helping the Swiss girl to place gently before her the huge brown pot in which was the boeuf en daube.
161988.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
პოლი მის გვერდით უნდა დაჯდეს.
Paul must sit by her.
161989.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ადგილი შეუნახა.
She had kept a place for him.
161990.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დისერტაციებით მაინც არ აბეზრებენ თავს.
They did not bother one with their dissertations.
161991.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
პოლს კი აშკარად რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს.
There was something very charming about Paul.
161992.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მოსწონდა მისი მანერები, გამოკვეთილი ცხვირი და ღია ცისფერი თვალები.
His manners were delightful to her, and his sharp cut nose and his bright blue eyes.
161993.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ჩვენ მინტას ბროშის საძებრად დავბრუნდით“, თქვა და გვერდით მიუჯდა.
"We went back to look for Minta’s brooch," he said, sitting down by her.
161994.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ჩვენ ეს ვქენით, ჩვენ ის ვქენით“.
"We did this, we did that".
161995.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და ამიერიდან მთელი ცხოვრება ამას იტყვიან ხოლმე, გაიფიქრა და საუცხოო სურნელი იგრძნო ვეება ყავისფერი ქოთნიდან, რომელსაც მართამ, ცოტა არ იყოს პომპეზურად, თავსახური მოხადა.
They’ll say that all their lives, she thought, and an exquisite scent from the great brown dish as Marthe, with a little flourish, took the cover off.
161996.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მზარეულმა სამი დღე მოანდომა ამ კერძის მომზადებას, ახლა კი, გაიფიქრა მისიზ რემზიმ, დიდი გულისყურით უნდა ჩაყოს კოვზი ამ ნაზ რბილობში და განსაკუთრებით ნაზი ნაჭერი შეურჩიოს უილიამ ბენქსს.
The cook had spent three days over that dish and she must take great care, Mrs. Ramsay thought, diving into the soft mass, to choose a specially tender piece for William Bankes.
161997.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ჩაიჭყიტა თასAში, დაინახა ლაპლაპაკედლებიანი ჭურჭელი ყავისფერი და ყვითელი ხორცის ნაჭრებით და დაფნის ფოთლებით და ღვინითა და სანელებლებით გაჯერებული, და გაიფიქრა, აი, ამ ღირსშესანიშნავი ამბის აღნიშვნაც გამომივიდაო.
And she peered into the dish, with its shiny walls and its confusion of savoury brown and yellow meats and its bay leaves and its wine, and thought, This will celebrate the occasion.
161998.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უცნაური გრძნობა შემოაწვა, ერთდროულად ანცობის და სიფაქიზის, დღესასწაულის აღნიშვნისას რომ გვეუფლება, თითქოს ორმა გრძნობამ გაიღვიძა მასში, ერთი უაღრესად ღრმა და დამაფიქრებელი იყო – აბა, რა უნდა იყოს ქალის მიმართ მამაკაცის სიყვარულზე უფრო სერიოზული, ანდა რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, უფრო შთამბეჭდავი, სიკვდილის თესლის მატარებელი თავის წიაღში.
A curious sense rising in her, at once freakish and tender, of celebrating a festival, as if two emotions were called up in her, one profound — for what could be more serious than the love of man for woman, what more commanding, more impressive, bearing in its bosom the seeds of death.
161999.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და ამავე დროს, ამ შეყვარებულებს, ილუზიებით სავსე ანთებულთვალებიან ამ ადამიანებს, წესით გირლანდებით უნდა ამკობდნენ და მხიარულ დავლურს უვლიდნენ გარშემო.
At the same time these lovers, these people entering into illusion glittering eyed, must be danced round with mockery, decorated with garlands.
162000.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
"ეს ნამდვილი გამარჯვებაა", თქვა მისტერ ბენქსმა და წამით დადო ჩანგალი.
"It is a triumph," said Mr. Bankes, laying his knife down for a moment.