მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162001.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის ყურადღებით შეექცეოდა.
He had eaten attentively.
162002.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უბადლოდ შეზავებული.
It was perfectly cooked.
162003.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დიდებული ქალი იყო.
She was a wonderful woman.
162004.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მთელი მისი სიყვარული, მთელი მისი თაყვანისცემა უმალ დაბრუნდა.
All his love, all his reverence, had returned.
162005.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რა თქმა უნდა, ფრანგულია.
Of course it was French.
162006.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ბოსტნეულს უგემრიელეს ქერქს აცლიან.
It is cutting off the delicious skins of vegetables.
162007.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
საფრანგეთში მთელი ოჯახი შეინახავდა თავს იმით, რასაც ინგლისელი დიასახლისი ყრის.
A whole French family could live on what an English cook throws away.
162008.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და იმ შეგნებით წაქეზებულმა, რომ დაიბრუნა უილიამის კეთილგანწყობა, და რომ ყველაფერი ისევ კარგადაა, და რომ მისი დაძაბული მოლოდინი დასრულდა, და რომ ახლა თავისუფლად შეეძლო ეზეიმა და ეხუმრა კიდეც, მან გაიცინა და საუბრისას გამომსახველად იშველიებდა ხელებს, და მაშინ ლილიმ გაიფიქრა, რა ბავშვური, რა არასერიოზული შეიძლება იყოს, ზის აქ და მთელი მისი სილამაზე და ხიბლი ისევ გაიფურჩქნა და საუბრობს ბოსტნეულის კანზეო.
Spurred on by her sense that William’s affection had come back to her, and that everything was all right again, and that her suspense was over, and that now she was free both to triumph and to mock, she laughed, she gesticulated, till Lily thought, How childlike, how absurd she was, sitting up there with all her beauty opened again in her, talking about the skins of vegetables.
162009.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იყო მასში რაღაც შემაშფოთებელი.
There was something frightening about her.
162010.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყოველთვის თავისი გააქვს ბოლოს, ფიქრობდა ლილი.
Always she got her own way in the end, Lily thought.
162011.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისიზ რემზის კი, როგორც ლილი გრძნობდა, როცა ბოსტნეულის კანზე დაიწყო ლაპარაკი, ხოტბას ასხამდა, აღტაცებული იყო ამით.
Mrs. Ramsay, Lily felt, as she talked about the skins of vegetables, exalted that, worshipped that.
162012.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
პოლი – ელვარე და ანთებული, თავად კი – განზე მდგომი, გამქირდავი, პოლი – სათავგადასავლოდ შემართული, თავად კი – ხმელეთზე ღუზით მიბმული.
Paul, glowing, burning, she, aloof, satirical, Paul, bound for adventure, she, moored to the shore.
162013.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან მორცხვად თქვა: „როდის დაკარგა მინტამ ბროში?“
She said shyly: "When did Minta lose her brooch?"
162014.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან თავი გააქნია, „სანაპიროზე, და მე მას ვიპოვი,“ თქვა მან, „უთენია ავდგები“.
He shook his head, "On the beach," he said, "I’m going to find it," he said, "I’m getting up early".
162015.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ოღონდ ეს მინტასგან საიდუმლოდ უნდა შევინახოთო, ხმადაბლა დასძინა და თვალი იქით გააპარა, სადაც ის იჯდა და იცინოდა, მისტერ რემზის გვერდით.
This being kept secret from Minta, he lowered his voice, and turned his eyes to where she sat, laughing, beside Mr. Ramsay.
162016.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ, რა პასუხი მიიღო მის შეთავაზებაზე?
But what did he reply to her offer?
162017.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რადგან, ასეა თუ ისე, როცა სამარილე დაინახა ყვავილებით მოჩითულ სუფრაზე, საკუთარ თავს უთხრა, მადლობა ღმერთს, რომ გათხოვება არაფერში მჭირდებაო: ის ვერ იგუებს ასეთ დაცემას.
For at any rate, she said to herself, catching sight of the salt cellar on the pattern, she need not marry, thank Heaven: she need not undergo that degradation.
162018.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ამ დამცირებას გადაურჩება.
She was saved from that dilution.
162019.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან ახლა ცოტათი უფრო შუისკენ უნდა გასწიოს ხე სურათზე.
She would move the tree rather more to the middle.
162020.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ვინაიდან ის, რაც მას დაემართა, განსაკუთრებით რემზიებთან დარჩენისას, იყო ორი დაპირისპირებული განცდის ძლიერი და ერთდროული შეგრძნება.
For what happened to her, especially staying with the Ramsays, was to be made to feel violently two opposite things at the same time.