მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162021.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ეს სიყვარული ისეთი ლამაზია, ისეთი ამაღელვებელი, რომ მე ვთრთი მის წინაშე, და ვთავაზობ, რაც ჩემთვის სრულიად უცხოა, დახმარებას სანაპიროზე დაკარგული ბროშის მოსაძებნად.
It is so beautiful, so exciting, this love, that I tremble on the verge of it, and offer, quite out of my own habit, to look for a brooch on a beach.
162022.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და მაინც, საკუთარ თავს უთხრა, სიყვარულს ოდებს უმღერიან უხსოვარი დროიდან, ვარდის გვირგვინებს უძღვნიან, და საკმარისია, ათ კაცს ჰკითხო აზრი, ათიდან ცხრა უეჭველად გეტყვის, რომ არაფერი სურს ამის მეტი – სიყვარულის.
Yet, she said to herself, from the dawn of time odes have been sung to love, wreaths heaped and roses, and if you asked nine people out of ten they would say they wanted nothing but this — love.
162023.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და ასე, ყური მიუგდო, რას ამბობდნენ, იქნებ შუქი მოეფინათ სიყვარულის თემისთვის.
So she listened again to what they were saying in case they should throw any light upon the question of love.
162024.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„და მერე“, ამბობდა მისტერ ბენქსი, „ესაა სითხე, რომელსაც ინგლისელები ყავას უწოდებენ“.
"Then," said Mr. Bankes, "there is that liquid the English call coffee".
162025.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ო, ყავა!“, შესძახა მისიზ რემზიმ.
"Oh, coffee!" said Mrs. Ramsay.
162026.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აღმაფრენით და მჭევრმეტყველურად, რძის წარმოების ინგლისური სისტემის უხარისხობაზე ლაპარაკობდა, იმაზე, თუ რა მდგომარეობაში მიჰქონდათ რძე ბინაზე, და სწორედ თავისი ბრალდებების დასაბუთებას აპირებდა, რადგან უკვე საკმაოდ ღრმად შეიჭრა თემაში, როცა სუფრის გარშემო მსხდომებმა, უკლებლივ ყველამ, შუაში მჯდომი ენდრიუთი დაწყებული, ხმელი ჯოჯოს ეკლისებურ ბუჩქებს რომ მოედება ხოლმე ერთბაშად ალი და აშიშინდება, ისე აუტყდა ყველა მის შვილს სათითაოდ სიცილი.
Speaking with warmth and eloquence, she described the iniquity of the English dairy system, and in what state milk was delivered at the door, and was about to prove her charges, for she had gone into the matter, when all round the table, beginning with Andrew in the middle, like a fire leaping from tuft to tuft of furze, her children laughed.
162027.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისი ქმარიც იცინოდა.
Her husband laughed.
162028.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სიცილის ქარცეცხლში მოექცა და იძულებული გახდა, უკან დაეხია, დაეთმო ქვემეხების საცეცხლე პოზიცია და მისტერ ბენქსის წინაშე ეს გამასხარავება და აბუჩად აგდება იმის მაგალითად წარმოეჩინა, თუ რამდენის გადატანა უწევს ადამიანს, რომელიც ბედავს და ბრიტანულ საზოგადოებრივ აზრს ესხმის თავს.
She was laughed at, fire-encircled, and forced to veil her crest, dismount her batteries, and only retaliate by displaying the raillery and ridicule of the table to Mr. Bankes as an example of what one suffered if one attacked the prejudices of the British Public.
162029.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რადგან სიყვარულზე ფიქრობდა.
For she was thinking about love.
162030.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ორივე – ლილიც და ჩარლზ ტენსლიც – სადღაც სხვაგან არიანო, გაიფიქრა მისიზ რემზიმ.
They were both out of things, Mrs. Ramsay had been thinking, both Lily and Charles Tansley.
162031.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არც ერთი ქალი შეხედავდა მას, როცა ოთახში პოლ რეილი იყო.
No woman would look at him with Paul Rayley in the room.
162032.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
საცოდავი კაცი!
Poor fellow!
162033.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და მაინც, მას ხომ დისერტაცია აქვს, ვიღაცის გავლენა რაღაცაზე.
Still, he had his dissertation, the influence of somebody upon something.
162034.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
გაფერმკრთალდა მინტას სიმხურვალის ფონზე.
She faded, under Minta’s glow.
162035.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ბევრად უფრო უღიმღამოდ გამოიყურება, ვიდრე ოდესმე, ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილი, მოცუცქნული, შეჭმუხნილი სახით და წვრილი ჩინური თვალებით.
Became more inconspicuous than ever, in her little grey dress with her little puckered face and her little Chinese eyes.
162036.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველაფერი პატარა აქვს.
Everything about her was so small.
162037.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ, ფიქრობდა მისიზ რემზი და მინტას ადარებდა, და თან დახმარებასაც ითხოვდა მისგან (დაე, ლილი მხარში ამოუდგეს და აღნიშნოს, რომ მას სულაც არ ულაპარაკია რძის ნაწარმზე იმაზე დიდხანს, ვიდრე მისი ქმარი ლაპარაკობს ხოლმე თავის ფეხსაცმელებზე – მას ხომ საათობით შეუძლია თავის ფეხსაცმელებზე ლაპარაკი), ამ ორისგან, ორმოცი წლის ასაკში ლილი უკეთესი იქნება.
Yet, thought Mrs. Ramsay, comparing her with Minta, as she claimed her help (for Lily should bear her out she talked no more about her dairies than her husband did about his boots — he would talk by the hour about his boots) of the two, Lily at forty will be the better.
162038.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აქვს ლილის რაღაც ნაპერწკალი; რაღაც, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რაც მისიზ რემზის მართლა ხიბლავდა, მაგრამ მამაკაცს ვერა.
There was in Lily a flare of something, something of her own which Mrs. Ramsay liked very much indeed, but no man would.
162039.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ცხადია, ვერა, თუ მამაკაცი მასზე ბევრად უფროსი არ იქნებოდა, როგორც უილიამ ბენქსია.
Obviously, not, unless it were a much older man, like William Bankes.
162040.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„შეყვარებული“ კი არ იყო, არამედ ერთ იმგვარ უსახელო სიახლოვეს გრძნობდა მის მიმართ, რომელიც ასე გავრცელებული და მრავალფეროვანია.
He was not "in love" of course, it was one of those unclassified affections of which there are so many.