მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162041.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უილიამმა უნდა შეირთოს ლილი.
William must marry Lily.
162042.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მათ ხომ ძალიან ბევრი აქვთ საერთო.
They have so many things in common.
162043.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილის ხომ ძალიან უყვარს ყვავილები.
Lily is so fond of flowers.
162044.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ორივე მიუკერძოებელი, გაწონასწორებული და უაღრესად დამოუკიდებელია.
They are both cold and aloof and rather self-sufficing.
162045.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აუცილებლად უნდა მოახერხოს და გაუშვას სასეირნოდ დიდი ხნით.
She must arrange for them to take a long walk together.
162046.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ამას ხვალ გამოასწორებს.
That could be remedied tomorrow.
162047.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თუ კარგი ამინდი იქნა, შეიძლება პიკნიკზე წავიდნენ.
If it were fine, they should go for a picnic.
162048.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
Everything seemed possible.
162049.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველაფერი თითქოს კარგადაა.
Everything seemed right.
162050.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არსებობდა საგანთა შორის ურთიერთთანხმობა, სიმყარე.
There is a coherence in things, a stability.
162051.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი, ამაღამ სწორედ ის გრძნობა ეწვია, რომელიც დღეს უკვე გამოსცადა, სიმშვიდის, შვების.
So that again tonight she had the feeling she had had once today, already, of peace, of rest.
162052.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ასეთ წამებში, გაიფიქრა მან, ისეთი რამ იქმნება, რაც დროს უძლებს.
Of such moments, she thought, the thing is made that endures.
162053.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„დიახ“, არწმუნებდა უილიამ ბენქსს, „ქ იმდენია, რომ ყველა მსურველს ეყოფა“.
"Yes," she assured William Bankes, "there is plenty for everybody".
162054.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ენდრიუ, ცოტა დაბლა დასწიე თეფში, თორემ გადმომეღვრება“ (ამ BOEUF EN DAUBE-მა ნამდვილი გამარჯვება მოიპოვა).
"Andrew," she said, "hold your plate lower, or I shall spill it" (The BOEUF EN DAUBE was a perfect triumph).
162055.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აი, აქ, იგრძნო მან და კოვზი თავის ადგილზე დადო, აი, აქაა ადგილი, სადაც შეიძლება იმოძრაო ან მოისვენო.
Here, she felt, putting the spoon down, where one could move or rest.
162056.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
შეიძლება წამით შეყოვნდე (ახლა უკვე ყველას გაუმასპინძლდა) და ყური მიუგდო.
Could wait now (they were all helped) listening.
162057.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მერე კი, ქორივით, უცებ დაეშვება უმაღლესი წერტილიდან, შეიძლება ფრთები გაშალოს და მსუბუქად დააცხრეს მოხარხარეთ და წამით მთელი არსებით გაიყურსოს, რომ გაიგონოს, რას ამბობს მისი ქმარი ათას ორას ორმოცდაცამეტის კვადრატული ფესვის თაობაზე.
Could then, like a hawk which lapses suddenly from its high station, flaunt and sink on laughter easily, resting her whole weight upon what at the other end of the table her husband was saying about the square root of one thousand two hundred and fifty-three.
162058.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ნეტა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
What did it all mean?
162059.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
კვადრატული ფესვი? და რა არის ეს?
A square root? What was that?
162060.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისმა ვაჟებმა იცოდნენ.
Her sons knew.