მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162061.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მათკენ გადაიხარა, კუბები და კვადრატული ფესვები, აი, რაზე საუბრობენ ახლა, ვოლტერზე და მადამ დე სტალზე, ნაპოლეონის ხასიათზე, მიწის საკუთრების ფრანგულ სისტემაზე, ლორდ როუზბერიზე.
She leant on them, on cubes and square roots, that was what they were talking about now, on Voltaire and Madame de Stael, on the character of Napoleon, on the French system of land tenure, on Lord Rosebery.
162062.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მერე კი გამოერკვა.
Then she woke up.
162063.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველაფერი ჯერ კიდევ იქმნებოდა.
It was still being fabricated.
162064.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უილიამ ბენქსი უევერლის რომანებს ასხამდა ხოტბას.
William Bankes was praising the Waverly novels.
162065.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან თქვა, ექვსი თვის წინათ წავიკითხე ერთი მათგანიო.
He read one of them every six months, he said.
162066.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და რატომ განარისხა ამან ჩარლზ ტენსლი?
And why should that make Charles Tansley angry?
162067.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თავს დაესხა უევერლის (და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ფრუ ცუდად მოექცა) და მისი რომანების განქიქებას მოჰყვა, მაშინ, როცა წარმოდგენაც არა აქვს მათზე, სრულიად არანაირი, გაიფიქრა მისიზ რემზიმ.
He rushed in (all because Prue will not be nice to him) and denounced the Waverly novels when he knew nothing about it, nothing about it whatsoever, Mrs. Ramsay thought.
162068.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ასე აღმოაჩინა, რომ ყველაფრის მიზეზი მისი თავდაჭერა იყო – სურდა, თავი გამოეჩინა, რაღაცით დაემკვიდრებინა თავი, და სულ ასე იქნებოდა, სანამ პროფესორობას არ მიიღებდა, ან ცოლს არ შეირთავდა, მაშინ კი აღარ დასჭირდებოდა წარამარა ამის თქმა, „მე-მე-მე“.
She could see how it was from his manner — he wanted to assert himself, and so it would always be with him till he got his Professorship or married his wife, and so need not be always saying, "I— I— I".
162069.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იცოდა, რომ ეს დიდხანს მაინც ვერ გასტანდა, მაგრამ იმწამს ისე დაეწმინდა თვალები, რომ, როცა გახედა სუფრასთან მსხდომთ, მოეჩვენა, თითქოს ყველას ნიღაბი ახადა, ყოველი მათგანის ფიქრები და გრძნობები ამოიკითხა ისე დაუძაბავად, როგორც სინათლის სხივმა, წყალქვეშ რომ შეიპარება, გაანათებს მოლივლივე წყალს და კვირჩხლებს, ადგილზე გარინდულებს, მერე კი, უცაბედად, სრულ სიჩუმეში წყალში დაკიდებულ, მოცახცახე კალმახებს ააელვარებს.
It could not last, she knew, but at the moment her eyes were so clear that they seemed to go round the table unveiling each of these people, and their thoughts and their feelings, without effort like a light stealing under water so that its ripples and the reeds in it and the minnows balancing themselves, and the sudden silent trout are all lit up hanging, trembling.
162070.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ასე ხედავდა მათ; ესმოდა მათი, მაგრამ, რაც არ უნდა ეთქვათ, ეს თვისებაც დაჰყვათ, თითქოს რასაც ამბობდნენ, კალმახის სხარტ მოძრაობასავით იყო, როცა ერთდროულად წყლის ჟრჟოლასაც ხედავ და ქვიშისასაც, რაღაც მარცხნივ გაკრთება, რაღაცა მარჯვნივ.
So she saw them, she heard them, but whatever they said had also this quality, as if what they said was like the movement of a trout when, at the same time, one can see the ripple and the gravel, something to the right, something to the left.
162071.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და ყველაფერი ერთიანდება, მაშინ, როცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერს შეიძლება ცალკე ადგილი მიუჩენო, ყველაფერი გამოყო ერთმანეთისგან.
And the whole is held together, for whereas in active life she would be netting and separating one thing from another.
162072.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იტყოდა, რომ უყვარს უევერლის რომანები, ან რომ არ წაუკითხავს საერთოდ, შეუტევდა, ახლა არაფერი უთქვამს.
She would be saying she liked the Waverly novels or had not read them, she would be urging herself forward, now she said nothing.
162073.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ერთ წამს თითქოს ჰაერში გარინდული გამოეკიდა.
For the moment, she hung suspended.
162074.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„მაგრამ როგორ გგონიათ, რამდენ ხანს გასტანს?“ იკითხა ვიღაცამ.
"But how long do you think it’ll last?" said somebody.
162075.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მოეჩვენა, თითქოს საცეცები ჰქონდა, რომლებიც თრთოდნენ, რომელიღაც წინადადებებს დაიჭერდნენ და აიძულებდნენ, ყურადღება მიექცია.
It was as if she had antennae trembling out from her, which, intercepting certain sentences, forced them upon her attention.
162076.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ეს ერთი მათგანი იყო.
This was one of them.
162077.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
იგრძნო, რომ ქმარს საფრთხე ემუქრებოდა.
She scented danger for her husband.
162078.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უმალ იმაზე დაფიქრდებოდა, თუ რამდენ ხანს წაიკითხავენ მას.
How long would he be read — he would think at once.
162079.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
უილიამ ბენქსმა (რომლისთვისაც სრულიად უცხო იყო ყოველგვარი ამგვარი პატივმოყვარეობა) გაიცინა და თქვა, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მოდის ცვალებადობასო.
William Bankes (who was entirely free from all such vanity) laughed, and said he attached no importance to changes in fashion.
162080.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„მოდით, იმით დავტკბეთ, რითაც მართლა ვტკბებით“, თქვა მან.
"Let us enjoy what we do enjoy," he said.