მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162081.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისმა უშუალობამ მოხიბლა მისიზ რემზი.
His integrity seemed to Mrs. Ramsay quite admirable.
162082.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
გინდა, რომ ვინმემ გითხრას, ჰო, მაგრამ თქვენი ნაშრომები უსათუოდ გაუძლებს დროს, მისტერ რემზი, ან რამე მსგავსი.
To want somebody to say, Oh, but your work will last, Mr. Ramsay, or something like that.
162083.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ეს გაღიზიანებულმა თქვა.
He said it irritably.
162084.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
გაიფიქრა, რომ ყველამ ოდნავ უხერხულად იგრძნო თავი, ისე, რომ ვერც ხვდებოდნენ, რატომ.
Everybody, she thought, felt a little uncomfortable, without knowing why.
162085.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მერე კი მინტა დოილმა, რომელსაც შესანიშნავი ალღოს გრძნობა ჰქონდა, დააბრეხვა დაუფიქრებლად, ჩემი აზრით, შექსპირის კითხვა სინამდვილეში არავის ანიჭებს სიამოვნებასო.
Then Minta Doyle, whose instinct was fine, said bluffly, absurdly, that she did not believe that any one really enjoyed reading Shakespeare.
162086.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მისტერ რემზიმ მოღუშულმა თქვა (თუმცა განწყობა ისევ შეეცვალა), სინამდვილეში ძალიან ცოტა ვინმეს თუ მოსწონს შექსპირი ისე, როგორც ამას გამოხატავენ.
Mr. Ramsay said grimly (but his mind was turned away again) that very few people liked it as much as they said they did.
162087.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ, დასძინა მან, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პიესა მართლაც საქებარია.
But, he added, there is considerable merit in some of the plays nevertheless.
162088.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ ინატრა, ნეტავი ეს არ დამჭირდესო: იქნება მისი ბრალია, რომ ასეთი რამ საჭირო ხდებაო.
But she wished it was not necessary: perhaps it was her fault that it was necessary.
162089.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ ახლა თავისუფლად შეეძლო, ყური დაეგდო, რის თქმას ცდილობდა პოლ რეილი იმ წიგნების თაობაზე, რომლებსაც ბიჭობაში კითხულობენ.
Anyhow, she was free now to listen to what Paul Rayley was trying to say about books one had read as a boy.
162090.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისინი დროს უძლებს, თქვა მან.
They lasted, he said.
162091.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სკოლაში თურმე ტოლსტოი წაუკითხავს.
He had read some of Tolstoi at school.
162092.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ერთი ყოველთვის ემახსოვრება, ოღონდ სათაური დაავიწყდა.
There was one he always remembered, but he had forgotten the name.
162093.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რუსული სახელების დამახსოვრება შეუძლებელიაო, თქვა მისტერ რემზიმ.
Russian names were impossible to remember, said Mrs. Ramsay.
162094.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ვრონსკი“, თქვა პოლმა. მას ახსოვდა, რადგან ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს სიტყვა კარგად მიესადაგებოდა არამზადას.
"Vronsky," said Paul. He remembered that because he always thought it such a good name for a villain.
162095.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
კარგ შთაბეჭდილებას ვახდენ? რომ საბოლოოდ გამოდიოდა, რომ მას უკეთ იცნობდა ყველა, ვიდრე ტოლსტოის, მაშინ როცა ის, რაც პოლმა თქვა, ერთ მარტივ და კონკრეტულ საგანს შეეხებოდა და არა მას პირადად.
Am I making a good impression? that, after all, one knew more about him than about Tolstoi, whereas, what Paul said was about the thing, simply, not himself, nothing else.
162096.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველა სულელი ადამიანივით, მასაც ახასიათებდა ერთგვარი თავმდაბლობა, გულისხმიერი იყო ადამიანების გრძნობების მიმართ, რითაც, სულ ცოტა, ერთხელ მაინც მოხიბლულა მისიზ რემზი.
Like all stupid people, he had a kind of modesty too, a consideration for what you were feeling, which, once in a way at least, Mrs. Ramsay found attractive.
162097.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ახლა ის თავის თავზე ან ტოლსტოიზე კი არ ფიქრობდა, არამედ იმაზე, ხომ არ სციოდა მას, ორპირი ქარი ხომ არ აწუხებდა, ან მსხალი ხომ არ სურდა.
Now he was thinking, not about himself, or about Tolstoi, but whether she was cold, whether she felt a draught, whether she would like a pear.
162098.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არა, მსხალი არ მინდაო, უთხრა.
No, she said, she did not want a pear.
162099.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სინამდვილეში კი ხილის თასს სდარაჯობდა დიდი გულმოდგინებით (ვერც აცნობიერებდა ამას).
Indeed she had been keeping guard over the dish of fruit (without realising it).
162100.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თვალით გარს უვლიდა ხილის მრგვალ ფორმებს, ხან დაღმა დაუყვებოდა ხილის ბორცვებს, მსუყე იისფერ ყურძნის მტევნებს, მერე რქისებრ, ნიჟარების მსგავს მსხლებს გადაუვლიდა, ყვითელს იისფერი ცვლიდა, მორკალულს – მრგვალი ფორმები, და თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ სჩადიოდა ამას, ანდა რატომ ხდებოდა, რომ ამის კეთება სულ უფრო და უფრო ამშვიდებდა.
Her eyes had been going in and out among the curves and shadows of the fruit, among the rich purples of the lowland grapes, then over the horny ridge of the shell, putting a yellow against a purple, a curved shape against a round shape, without knowing why she did it, or why, every time she did it, she felt more and more serene.