მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162101.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სანამ, „ო, რა სამწუხაროა, ამას რომ სჩადიან“, – ვიღაცამ ხელი არ გაიწვდინა, მსხალი არ აიღო და მთელი სილამაზე არ გააფუჭა.
Until, oh, what a pity that they should do it — a hand reached out, took a pear, and spoilt the whole thing.
162102.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან თანაგრძნობით გახედა როუზს.
In sympathy she looked at Rose.
162103.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აბა, ნეტა რაზე, დაინტერესდა ის ოდნავ ნაღვლიანად, რადგან მოეჩვენა, რომ მაშინ იცინებდნენ, როცა ის არ იქნებოდა მათთან.
What was it, she wondered, sadly rather, for it seemed to her that they would laugh when she was not there.
162104.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისხდნენ მეთვალყურეებივით, დამკვირვებლებივით, თითქოს უფროსებზე ოდნავ მაღლა თუ განზე.
They were like watchers, surveyors, a little raised or set apart from the grown-up people.
162105.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ოდნავ შესამჩნევი შუქი მოჰფენოდა სახეზე, თითქოს მის მოპირდაპირედ მინტას სიმხურვალისგან რაღაც აღტაცება, რაღაც ბედნიერების მოლოდინის მაგვარი არეკლილიყო მასში, თითქოს სუფრის გარშემოწერილობას თავზე მამაკაცისა და ქალის სიყვარულის მზე დასდგომოდა, და ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ამას, გოგონა მისკენ იწევდა და შეჰხაროდა მას.
The faintest light was on her face, as if the glow of Minta opposite, some excitement, some anticipation of happiness was reflected in her, as if the sun of the love of men and women rose over the rim of the table-cloth, and without knowing what it was she bent towards it and greeted it.
162106.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თვალს არ აშორებდა მინტას, მორცხვად, თუმცა ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ისე რომ მისიზ რემზი ხან ერთს გახედავდა, ხან მეორეს და ფიქრებში ფრუს მიმართავდა, შენც იქნები მასავით ბედნიერი სულ ცოტა ხანში.
She kept looking at Minta, shyly, yet curiously, so that Mrs. Ramsay looked from one to the other and said, speaking to Prue in her own mind, You will be as happy as she is one of these days.
162107.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
შენ გაცილებით უფრო ბედნიერი იქნებიო, რადგან გულისხმობდა, შენ ხომ ჩემი ქალიშვილი ხარო, მისი ქალიშვილი კი სხვა ადამიანების ქალიშვილებზე უფრო ბედნიერი უნდა იყოს.
You will be much happier because you are my daughter, she meant, her own daughter must be happier than other people’s daughters.
162108.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის დაიცდის, სანამ სტუმრები გულს იჯერებენ რაღაც სასაცილო ამბით, რომელსაც მისი ქმარი უამბობს.
She would wait until they had done laughing at some story her husband was telling.
162109.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რაღაცას ეხუმრება მინტას სანაძლეოს თაობაზე.
He was having a joke with Minta about a bet.
162110.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ამის მერე კი ადგება.
Then she would get up.
162111.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მოსწონს, ასე რომ ბრაზობს პოლზე და მინტაზე.
She liked him for being so angry with Paul and Minta.
162112.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მოსწონს მისი მოუქნელობა.
She liked his awkwardness.
162113.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილი კი, გაიფიქრა და ხელსახოცი თეფშის გვერდით დადო, ლილი ყოველთვის მონახავს რამე სახუმაროს.
And Lily, she thought, putting her napkin beside her plate, she always has some joke of her own.
162114.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის იცდიდა.
She waited.
162115.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ხელსახოცი ღრმად შეაცურა თეფშის ქვეშ.
She tucked her napkin under the edge of her plate.
162116.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
აბა, უკვე მორჩნენ თუ არა? არა. ერთ ისტორიას მეორე მოჰყვა.
Well, were they done now? No. That story had led to another.
162117.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ერთმანეთს უყვებიან ამბებს ვიღაცაზე, ვისაც ორივე იცნობდა კოლეჯში.
They were telling stories about some one they had both known at college.
162118.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ფანჯარას გახედა, რომელშიც სანთლის ალები უფრო მკაფიოდ ირეკლებოდა მას შემდეგ, რაც მინები ჩაბნელდა, და ვიდრე ასე იცქირებოდა გარეთ, ადამიანების ხმები ძალიან უცნაურად ჩაესმოდა, თითქოს ეს ტაძრიდან მომავალი წირვის ხმა ყოფილიყოს, რადგან სიტყვებს არ უსმენდა.
She looked at the window in which the candle flames burnt brighter now that the panes were black, and looking at that outside the voices came to her very strangely, as if they were voices at a service in a cathedral, for she did not listen to the words.
162119.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ის იცდიდა. მისი ქმარი ლაპარაკობდა.
She waited. Her husband spoke.
162120.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
სიტყვები (ის ფანჯარას გასცქეროდა) ისე ჟღერდა, თითქოს ფანჯრის მიღმა, წყალზე მოლივლივე ყვავილები იყვნენ, ყველასგან მოწყვეტით, თითქოს მათ ვინმე კი არ წარმოთქვამდა, არამედ თავისთავად იბადებოდნენ.
The words (she was looking at the window) sounded as if they were floating like flowers on water out there, cut off from them all, as if no one had said them, but they had come into existence of themselves.