მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162121.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მას არ იცოდა რას ნიშნავდა ისინი, მაგრამ, როგორც მუსიკას, სიტყვებს თითქოს მისი საკუთარი ხმა გამოსცემდა, მის გარეთ, და სრულიად მარტივად და ბუნებრივად ამბობდა იმას, რაც გონებაში უტრიალებდა მთელი საღამოს განმავლობაში, მაშინ, როცა სულ სხვა რამეზე ლაპარაკობდა.
She did not know what they meant, but, like music, the words seemed to be spoken by her own voice, outside her self, saying quite easily and naturally what had been in her mind the whole evening while she said different things.
162122.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან თვალის შეუვლებლადაც იცოდა, რომ სუფრასთან მჯდომი ყოველი ადამიანი ამ ხმას უსმენდა: ნეტავ შენც თუ გეჩვენება ლურიანა ლურილი, და ყოველი მათგანი ისეთსავე შვებას და სიამოვნებას იღებდა, როგორც თვითონ, თითქოს, ბოლოს და ბოლოს, ეს იყო ის ბუნებრივი სათქმელი, რომელსაც ყოველი მათგანი თვითონ წარმოთქვამდა.
She knew, without looking round, that every one at the table was listening to the voice saying: I wonder if it seems to you, Luriana, Lurilee with the same sort of relief and pleasure that she had, as if this were, at last, the natural thing to say, this were their own voice speaking.
162123.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ ხმა შეწყდა. მიმოიხედა.
But the voice had stopped. She looked round.
162124.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ოგასტას კარმაიკლი უკვე წამომდგარიყო და ხელსახოცი გრძელ თეთრ კაბასავით ეჭირა ხელში, იდგა და ღიღინებდა.
Augustus Carmichael had risen and, holding his table napkin so that it looked like a long white robe he stood chanting:
162125.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და როცა გვერდით ჩაუარა, ის ოდნავ მისკენ გადმოიხარა და ბოლო სიტყვები გაიმეორა: ლურიანა, ლურილი.
And as she passed him, he turned slightly towards her repeating the last words: Luriana, Lurilee.
162126.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
დიდად მოეშვა გულზე და მადლიერების გრძნობით აღვსილმა ისეთივე თავის დაკვრით უპასუხა და გავიდა კარში, რომელიც მან წინასწარ გაუღო.
With a feeling of relief and gratitude she returned his bow and passed through the door which he held open for her.
162127.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ახლა აუცილებელი იყო, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ.
It was necessary now to carry everything a step further.
162128.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
როცა ზღურბლზე შედგა ფეხი, ერთი წამით შეყოვნდა ამ სანახაობაში, რომელმაც უმალ იწყო გაუჩინარება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უცქერდა, და მერე, როცა ადგილიდან დაიძრა, მინტას ხელკავი გაუყარა და ოთახიდან გავიდა, იგი გარდაისახა.
With her foot on the threshold she waited a moment longer in a scene which was vanishing even as she looked, and then, as she moved and took Minta’s arm and left the room, it changed.
162129.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მან იცოდა, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულად იქცა.
It had become, she knew, already the past.
162130.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
როგორც ყოველთვის, გაიფიქრა ლილიმ.
As usual, Lily thought.
162131.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ყველას ყოყმანი ეძალებოდა, სხვადასხვა მხარეს მიდოდნენ.
They wavered about, went different ways.
162132.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მისტერ ბენქსი ხელკავს გაუყრიდა ჩარლზ ტენსლის და ტერასაზე გადიოდა პოლიტიკის თაობაზე საუბრის დასასრულებლად, რომელიც სადილობისას წამოიწყეს.
Mr. Bankes took Charles Tansley by the arm and went off to finish on the terrace the discussion they had begun at dinner about politics.
162133.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
სად, ფიქრობდა ლილი, ნეტა სად ეჩქარება ასე?
Where, Lily wondered, was she going so quickly?
162134.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
საით მივდივართ? და ასე შემდეგ.
Where are we going to? and so on.
162135.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მისი სამყარო იცვლებოდა: ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ.
Her world was changing: they were still.
162136.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ამ წვეულებამ მოძრაობის შეგრძნება გაუღვივა.
The event had given her a sense of movement.
162137.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ყველაფერი უნდა მოაწესრიგოს.
All must be in order.
162138.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ქარი ქროდა (წამით შედგა და გარეთ გაიხედა).
It was windy (she stood a moment to look out).
162139.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ქარი ქროდა, ისე რომ ფოთლები ხანგამოშვებით გადაიხრებოდნენ ხოლმე და სადღაც ვარსკვლავი გაკრთებოდა და თავად ვარსკვლავებიც ირხეოდნენ და ჩინჩხლებს აყრიდნენ ფოთლების კიდეებს უკანიდან.
It was windy, so that the leaves now and then brushed open a star, and the stars themselves seemed to be shaking and darting light and trying to flash out between the edges of the leaves.
162140.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ისინი, ფიქრობდა ის, რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლონ, ისევ და ისევ დაუბრუნდებიან ამ ღამეს, ამ მთვარეს, ამ ქარს, ამ სახლს, და მასაც.
They would, she thought, going on again, however long they lived, come back to this night, this moon, this wind, this house, and to her too.