მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162141.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
აი, ეს, აი, ეს აი, ეს, ფიქრობდა ზედა სართულზე ასვლისას, ეცინებოდა, ოღონდ სიყვარულით, ტახტზე (დედამისის), სარწეველა სავარძელზე (მამამისის), ჰებრიდის კუნძულების რუკაზე.
And this, and this, and this, she thought, going upstairs, laughing, but affectionately, at the sofa (her mother’s), at the rocking-chair (her father’s), at the map of the Hebrides.
162142.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ყოველივეზე, რაც განმეორდებოდა პოლისა და მინტას ცხოვრებაში.
All that would be revived again in the lives of Paul and Minta.
162143.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
და როცა ხელი ბავშვების ოთახის კარს შეახო, იგრძნო, რომ სხვა ადამიანებთან ემოციური ზიარების განცდა უცნაურ შეგრძნებას წარმოქმნის, თითქოს ტიხრებად ნაგები კედლები ისე თხელდება, რომ რეალურად ერთ უწყვეტ ნაკადს ქმნის, და ეს სკამები, ეს მაგიდები, ეს რუკები, მისი იყო, მათი იყო, სულერთია, ვისი, და პოლი და მინტა ასევე განაგრძობდნენ ცხოვრებას, როცა ის აღარ იქნებოდა ამქვეყნად.
and she felt, with her hand on the nursery door, that community of feeling with other people which emotion gives as if the walls of partition had become so thin that practically it was all one stream, and chairs, tables, maps, were hers, were theirs, it did not matter whose, and Paul and Minta would carry on living when she was dead.
162144.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
კარის სახელური გადაატრიალა, მტკიცედ, რომ არ დაეჭრიალა, და შევიდა, ტუჩები ოდნავ მოკუმა, თითქოს საკუთარ თავს ახსენებდა, რომ ხმამაღლა არ უნდა ელაპარაკა.
She turned the handle, firmly, lest it should squeak, and went in, pursing her lips slightly, as if to remind herself that she must not speak aloud.
162145.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაგრამ როგორც კი შევიდა, შეშფოთდა, რადგან აღმოაჩინა, რომ მისი სიფრთხილე საჭირო არ ყოფილა.
But directly she came in she saw, with annoyance, that the precaution was not needed.
162146.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ბავშვებს არ ეძინათ.
The children were not asleep.
162147.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მილდრედს უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
Mildred should be more careful.
162148.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
რა მოხდა?
What was the matter?
162149.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ძალიან მაგრადაა ჩაჭედებული, თქვა მილდრედმა და კემი ვერაფრით ვერ იძინებს, ჯეიმსი კი გაჰკივის, ხელი არ ახლოთო.
It was nailed fast, Mildred said, and Cam couldn’t go to sleep, and James screamed if she touched it.
162150.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაშინ კემმა უნდა დაიძინოს (უშველებელი რქები აქვსო, თქვა კემმა) – უნდა დაიძინოს და ულამაზესი სასახლეები ნახოს სიზმარში, თქვა მისიზ რემზიმ.
Then Cam must go to sleep (it had great horns said Cam)— must go to sleep and dream of lovely palaces, said Mrs. Ramsay.
162151.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
სადაც არ უნდა დაედგათ სინათლე, სადღაც ყოველთვის დაეცემოდა ჩრდილი (ჯეიმსს კი უშუქოდ ძილი არ შეეძლო).
Wherever they put the light (and James could not sleep without a light) there was always a shadow somewhere.
162152.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
როგორ მოეწონებათ ფერიებს ამის დანახვა, ჩიტის ბუდეს ჰგავდა.
How the fairies would love it, it was like a bird’s nest.
162153.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
იგი ხედავდა, როგორ ირეკლებოდა სიტყვები, რომელთაც ის რიტმულად წარმოთქვამდა, კემის გონებაში და კემი სიტყვასიტყვით იმეორებდა, რომ ის იმ ლამაზ მთას წააგავს, იმ ჩიტის ბუდეს, იმ ბაღს, და თან თვალს ახელდა და ხუჭავდა.
She could see the words echoing as she spoke them rhythmically in Cam’s mind, and Cam was repeating after her how it was like a mountain, a bird’s nest, a garden, and her eyes were opening and shutting.
162154.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მისიზ რემზი კი განაგრძობდა ლაპარაკს კიდევ უფრო მონოტონურად და კიდევ უფრო რიტმულად და კიდევ უფრო უაზროდ.
Mrs. Ramsay went on speaking still more monotonously, and more rhythmically and more nonsensically.
162155.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ძალიან ნელა და ფრთხილად წამოსწია თავი და სულ უფრო მექანიკურად იმეორებდა სიტყვებს, სანამ წელგამართული არ წამოჯდა და დაინახა, რომ კემს ეძინა.
Raising her head very slowly and speaking more and more mechanically, until she sat upright and saw that Cam was asleep.
162156.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ხელი არ ახლეს, სწორედ ისე მოიქცნენ, როგორც მას უნდოდა, ისევ იქ იყო სრულიად უვნებელი.
They had not touched it, they had done just what he wanted, it was there quite unhurt.
162157.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაგრამ კიდევ უნდოდა, რაღაცა ეთხოვა მისთვის.
But he wanted to ask her something more.
162158.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
წავიდოდნენ ხვალ შუქურაზე? „არა, ხვალ არა“ იყო პასუხი, „მაგრამ სულ მალე, დაჰპირდა იგი“.
Would they go to the Lighthouse tomorrow? No, not tomorrow, she said, but soon, she promised him.
162159.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაგრამ იცოდა, რომ მას ეს არასოდეს დაავიწყდება, და გაბრაზდა ჩარლზ ტენსლიზე, თავის ქმარზე და საკუთარ თავზე, რადგან სწორედ მან ჩაუსახა იმედი.
But he would never forget, she knew, and she felt angry with Charles Tansley, with her husband, and with herself, for she had raised his hopes.
162160.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მერე შალი მოიძია, გაახსენდა, რომ ტახის თავს შემოახვია, წამოდგა და ფანჯარა ქვემოთ ჩასწია და ქარის ხმა გაიგონა და სრულიად გულგრილი, ღამის სუსხის სულთქმა ეცა და ჩურჩულით უსურვა მილედრედს ღამე მშვიდობისა და ოთახიდან გავიდა.
Then feeling for her shawl and remembering that she had wrapped it round the boar’s skull, she got up, and pulled the window down, and heard the wind, and got a breath of the perfectly indifferent chill night air and murmured good night to Mildred and left the room.