მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162161.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაგრამ მაინც, გულზე მოეშვება, როცა წავა.
Yet she would feel relieved when he went.
162162.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ეს დედაჩემია, გაიფიქრა ფრუმ.
"That’s my mother," thought Prue.
162163.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
დიახ, შეხედოს მინტამ, შეხედოს პოლ რეილიმ.
Yes, Minta should look at her, Paul Rayley should look at her.
162164.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
და სულ ერთი წამის წინ თავს რომ სავსებით უფროსად გრძნობდა და ტოლივით ელაპარაკებოდა ყველას, უცებ ისევ ბავშვად გადაიქცა, და ყველაფერი, რასაც ისინი მანამდე აკეთებდნენ, თამაში იყო, და აინტერესებდა, დართავდა დედა თამაშის ნებას, თუ წინააღმდეგი იქნებოდა.
And, from having been quite grown up, a moment before, talking with the others, she became a child again, and what they had been doing was a game, and would her mother sanction their game, or condemn it, she wondered.
162165.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
პატარა ბავშვივით თქვა, „ვიფიქრეთ, სანაპიროზე ხომ არ გავისეირნოთ ტალღების საყურებლადო“.
She said, like a child, "We thought of going down to the beach to watch the waves".
162166.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
უმალ, სრულიად უმიზეზოდ, მისიზ რემზი სიხარულით აღსავსე ოცი წლის გოგოს დაემსგავსა.
Instantly, for no reason at all, Mrs. Ramsay became like a girl of twenty, full of gaiety.
162167.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
უცებ ანცობისა და ხუმრობის გუნებაზე დადგა.
A mood of revelry suddenly took possession of her.
162168.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა წავიდნენ, აუცილებლად უნდა წავიდნენ, შესძახა მან და გაიცინა.
Of course, they must go, of course they must go, she cried, laughing.
162169.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
„დიახ, პოლს აქვს“, თქვა მინტამ.
"Yes, Paul has," said Minta.
162170.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
პოლმა თალათინის ქისიდან მშვენიერი პაწია ოქროს საათი ამოაძვრინა და მას უჩვენა.
Paul slipped a beautiful gold watch out of a little wash-leather case to show her.
162171.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
და როცა ხელისგულზე დადებულ საათს უჩვენებდა, მან იგრძნო, „ყველაფერი იცის ამის შესახებ“.
And as he held it in the palm of his hand before her, he felt, "She knows all about it".
162172.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ვიდრე საათს უჩვენებდა, ეუბნებოდა, „მე ეს გავაკეთე, მისიზ რემზი, ამ ყველაფერ თქვენ უნდა გიმადლოდეთ“.
He was saying to her as he showed her the watch, "I’ve done it, Mrs. Ramsay, I owe it all to you".
162173.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
და როცა დასცქეროდა საათს მის ხელისგულზე, მისიზ რემზიმ გაიფიქრა, რა საოცრად გაუმართლა მინტას!
And seeing the gold watch lying in his hand, Mrs. Ramsay felt, How extraordinarily lucky Minta is!
162174.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
ის ცოლად მიჰყვება კაცს, რომელიც თალათინის ქისაში ინახავს ოქროს საათს!
She is marrying a man who keeps a gold watch in a wash-leather bag!
162175.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
„როგორ მინდა, მეც შემეძლოს თქვენთან ერთად წამოსვლა!“ შესძახა მან.
"How I wish I could come with you!" she cried.
162176.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაგრამ დიდი ძალა აკავებდა, ისეთი ძლიერი, რომ აზრად არასოდეს გაუვლია, ეკითხა საკუთარი თავისთვის, ეს რა იყოო.
But she was withheld by something so strong that she never even thought of asking herself what it was.
162177.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო მათთან ერთად წასვლა.
Of course it was impossible for her to go with them.
162178.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 18
მაგრამ სიამოვნებით წავიდოდა, რომ არა ის რაღაც სხვა, და თავისი სულელური ფიქრებით ანცობის გუნებაზე დამდგარმა, ტუჩზე მოფენილი ეშმაკური ღიმილით განაგრძო გზა მეორე ოთახისკენ, სადაც მისი ქმარი კითხულობდა.
But she would have liked to go, had it not been for the other thing, and tickled by the absurdity of her thought she went with a smile on her lips into the other room, where her husband was reading.
162179.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რა თქმა უნდა, უთხრა თავის თავს, როცა ოთახში შედიოდა, აუცილებლად უნდა შემოსულიყო აქ, რომ ის რაღაც მიეღო რაც უნდოდა.
Of course, she said to herself, coming into the room, she had to come here to get something she wanted.
162180.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ჯერ ერთი, უნდოდა სწორედ ამ სკამზე დაჯდომა სწორედ ამ ნათურის შუქზე.
First she wanted to sit down in a particular chair under a particular lamp.