მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162181.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ კიდევ იყო რაღაცა, რაც სურდა, ოღონდ არ იცოდა, და ვერ აცნობიერებდა, მაინც რა.
But she wanted something more, though she did not know, could not think what it was that she wanted.
162182.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
შეხედა ქმარს (როცა წინდა აიღო და საქსოვად მოემზადა) და დაინახა, რომ მისთვის ხელი არ უნდა შეეშალა – ეს ცხადი იყო.
She looked at her husband (taking up her stocking and beginning to knit), and saw that he did not want to be interrupted — that was clear.
162183.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ის რაღაც ისეთს კითხულობდა, რაც ძლიერ მოქმედებდა მასზე.
He was reading something that moved him very much.
162184.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ღიმილნარევი სახე ჰქონდა, და მაშინვე მიხვდა, რომ ის გრძნობებს ითოკავდა.
He was half smiling and then she knew he was controlling his emotion.
162185.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
გვერდებს ზედიზედ ფურცლავდა.
He was tossing the pages over.
162186.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
როლში იყო შესული - იქნებ თავი წიგნის პერსონაჟად წარმოედგინა.
He was acting it — perhaps he was thinking himself the person in the book.
162187.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
დაინტერესდა – ნეტა რა წიგნიაო.
She wondered what book it was.
162188.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
აა, ეს ჩვენი ძველი ნაცნობი სერ უოლტერი ყოფილაო, გაიფიქრა და ნათურას აბაჟური ისე მოარგო, რომ შუქი საქსოვს დასცემოდა.
Oh, it was one of old Sir Walter’s she saw, adjusting the shade of her lamp so that the light fell on her knitting.
162189.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ჩარლზ ტენსლი ხომ სწორედ იმაზე ლაპარაკობდა ამ საღამოს (ზემოთ ისე აიხედა, თითქოს მოელოდა, რომ ზედა სართულიდან წიგნების დახეთქების ხმას გაიგონებდა), რომ ხალხი აღარ კითხულობს უოლტერ სკოტს.
For Charles Tansley had been saying (she looked up as if she expected to hear the crash of books on the floor above), had been saying that people don’t read Walter Scott any more.
162190.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და მაშინ მისმა ქმარმა გაიფიქრა, ასე იტყვიან ჩემზეცო;
Then her husband thought, "That’s what they’ll say of me".
162191.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და თუ მივიდოდა იმავე დასკვნამდე, რაც ჩარლზ ტენსლიმ თქვა, ანუ, რომ „ის მართალია“, მაშინ დაეთანხმება მის აზრს სკოტის თაობაზე.
And if he came to the conclusion "That’s true" what Charles Tansley said, he would accept it about Scott.
162192.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ეს ძალიან აწუხებდა მას.
That troubled her.
162193.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მუდამ შფოთავდა თავის წიგნებზე – წაიკითხავენ? ფასეულია? რატომ უკეთესი არ არის? რას იფიქრებს ჩემზე ხალხი?
He would always be worrying about his own books — will they be read, are they good, why aren’t they better, what do people think of me?
162194.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვსო, ფიქრობდა ის.
It didn’t matter, any of it, she thought.
162195.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
დიდი ადამიანი, დიდი წიგნი, დიდება.
A great man, a great book, fame.
162196.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ამაზე მას წარმოდგენა არ ჰქონდა.
She knew nothing about it.
162197.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ ასეთი იყო მისი ბუნება, სიმართლისმოყვარე – მაგალითად, სადილობისას ქვეცნობიერად სურვილი გაუჩნდა, ოღონდ დაილაპარაკოსო!
But it was his way with him, his truthfulness — for instance at dinner she had been thinking quite instinctively, If only he would speak!
162198.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ბოლომდე ენდობოდა მას.
She had complete trust in him.
162199.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ის თავიდან ვერც ხვდებოდა სიტყვების მნიშვნელობას.
She did not know at first what the words meant at all.
162200.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ნაპირისკენ მოაქროლეთ ეგ ფრთოსანი გემები, მეზღვაურნო, დაცემულნო ბრძოლებში, წაიკითხა, გადაფურცლა და აქეთ-იქით რწევა დაიწყო, პწკარიდან პწკარზე გადასვლისას, ერთი წითელი და თეთრი ყვავილიდან მეორეზე, სანამ რაღაც ხმამ არ გამოარკვია – ქმარმა თეძოზე შემოირტყა ხელი.
Steer, hither steer your winged pines, all beaten Mariners she read and turned the page, swinging herself, from one line to another, from one red and white flower to another, until a little sound roused her — her husband slapping his thighs.