მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162201.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
წამით თვალი გაუსწორეს ერთმანეთს, მაგრამ არ უნდოდათ ერთმანეთთან ლაპარაკი.
Their eyes met for a second, but they did not want to speak to each other.
162202.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
სალაპარაკოც არაფერი იყო, თუმცა ჩანდა, მისგან რაღაცა მოდიოდა მისკენ.
They had nothing to say, but something seemed, nevertheless, to go from him to her.
162203.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ეს იყო სიცოცხლე, სიცოცხლის ძალა, მიხვდა, ამის მიზეზი არაჩვეულებრივი იუმორი იყო, რომელმაც აიძულა, თეძოზე შემოერტყა ხელი.
It was the life, it was the power of it, it was the tremendous humour, she knew, that made him slap his thighs.
162204.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
„არ გამაწყვეტინო“, თითქოს ეუბნებოდა, „არაფერი თქვა, უბრალოდ იჯექი“ და კითხვა განაგრძო.
Don’t interrupt me, he seemed to be saying, don’t say anything, just sit there and he went on reading.
162205.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ტუჩები უკრთოდა. ის ძალას აძლევდა.
His lips twitched. It fortified him.
162206.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
სრულიად დაავიწყა იმ საღამოს ყველა წვრილმანი შეხლა-შემოხლა თუ ენამწარობა და ის, თუ რა აუტანლად და მოსაბეზრებლად ეჩვენებოდა ჯდომა იქ, სადაც ადამიანები ერთად ისხდნენ და ჭამდნენ და სვამდნენ დაუსრულებლად, და რა უხეშად მოექცა ცოლს და როგორ გაღიზიანდა და შფოთავდა, როცა არავინ ახსენა მისი წიგნები, თითქოს ისინი არც არსებობდნენ.
He clean forgot all the little rubs and digs of the evening, and how it bored him unutterably to sit still while people ate and drank interminably, and his being so irritable with his wife and so touchy and minding when they passed his books over as if they didn’t exist at all.
162207.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ ახლა გრძნობდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ მიაღწევდა პირველი ძ-ს (თუკი ფიქრს შეუძლია იქროლოს A-დან ძ-მდე).
But now, he felt, it didn’t matter a damn who reached Z (if thought ran like an alphabet from A to Z).
162208.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ვინმე ნამდვილად მიაღწევდა – თუ თვითონ ვერა, ვინმე სხვა მაინც.
Somebody would reach it — if not he, then another.
162209.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ამ ადამიანის ძალა და სულიერი სიჯანსაღე, გულწრფელი, უბრალო ამბების გადმოცემის საოცარი ნიჭი, ეს მეთევზეები, საცოდავი, ბებერი შეშლილი არსება მაკლბეკიტის ქოხიდან – ყოველივე ამან უცნაური ძალა შთაბერა, ისე ერთბაშად მოხსნა გულიდან მთელი ტვირთი, რომ საოცრად ამაღლებულ და სადღესასწაულო განწყობაზე დადგა და ვერაფრით შეძლო მოზღვავებული ცრემლის შეკავება.
This man’s strength and sanity, his feeling for straight forward simple things, these fishermen, the poor old crazed creature in Mucklebackit’s cottage made him feel so vigorous, so relieved of something that he felt roused and triumphant and could not choke back his tears.
162210.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ოდნავ წამოსწია წიგნი, რომ სახე დაემალა და ცრემლები გადმოუგორდა, მერე თავი გადააქნ-გადმოაქნია და სრულ თავდავიწყებას მიეცა, ყველა წუხილი და მარცხი დაავიწყა საცოდავი სტინის დახრჩობამ და მაკლბეკიტის დარდმა და განსაცვიფრებელმა აღტაცებამ და სასიცოცხლო ენერგიამ, რომელიც კითხვისას განიცადა.
Raising the book a little to hide his face, he let them fall and shook his head from side to side and forgot himself completely, forgot his own bothers and failures completely in poor Steenie’s drowning and Mucklebackit’s sorrow and the astonishing delight and feeling of vigour that it gave him.
162211.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რაც არ უნდა თქვან, ამას ვერ აჯობებენ და მისი პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდა.
They could not improve upon that, whatever they might say and his own position became more secure.
162212.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოს.
But he must read it again.
162213.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ არა, მტკიცედ გადაწყვიტა, აღარ შეეწუხებინა.
But he was determined he would not bother her again.
162214.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
კითხვისას ძალიან მშვიდი ჩანდა.
She looked very peaceful, reading.
162215.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ ყველა გაიკრიფა და ის და მისი ცოლი მარტონი დარჩნენ.
He liked to think that everyone had taken themselves off and that he and his wife were alone.
162216.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ცხოვრების აზრი ხომ მხოლოდ ის არაა, ქალთან წევხარ თუ არა, გაიფიქრა და ისევ სკოტზე და ბალზაკზე, ინგლისურ და ფრანგულ რომანებს მიუბრუნდა.
The whole of life did not consist in going to bed with a woman, he thought, returning to Scott and Balzac, to the English novel and the French novel.
162217.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მისიზ რემზიმ თავი წამოსწია, ვით ძილ-ბურანს მიცემულმა ადამიანმა, რომელიც ამბობს – თუ გსურს გამაღვიძო, გავიღვიძებ, ნამდვილად გავიღვიძებ, მაგრამ, თუ – არა, იქნებ მომცე ნება, ისევ ძილს მივეცე, სულ მცირე ხნით კიდევ, სულ მცირე ხნით კიდევ?
Mrs. Ramsay raised her head and like a person in a light sleep seemed to say that if he wanted her to wake she would, she really would, but otherwise, might she go on sleeping, just a little longer, just a little longer?
162218.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ის ისევ იმ ტოტებზე მიცოცავდა, ხან აქეთ და ხანაც იქით, ხან ერთ ყვავილს შეახებდა ხელს და ხან მეორეს.
She was climbing up those branches, this way and that, laying hands on one flower and then another.
162219.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
წაიკითხა მან და ასე, კითხვაში იგრძნო, როგორ ადიოდა თანდათანობით კენწეროზე.
She read, and so reading she was ascending, she felt, on to the summit.
162220.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რა მშვენიერია! რა შვების მომგვრელი!
How satisfying! How restful!