მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162221.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მთელი დღის ფუსფუსი და რია-რია, თითქოს ამ მაგნიტს აეკრა; გონება დაცხრა, დაიწმინდა.
All the odds and ends of the day stuck to this magnet; her mind felt swept, felt clean.
162222.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ თანდათანობით იგრძნო, რომ ქმარი უყურებდა.
But she was becoming conscious of her husband looking at her.
162223.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
უღიმოდა, თითქოს იუმორით, თითქოს ალერსიანად დასცინოდა, დღისით გძინავსო, მაგრამ თან ფიქრობდა, მიდი განაგრძე კითხვა.
He was smiling at her, quizzically, as if he were ridiculing her gently for being asleep in broad daylight, but at the same time he was thinking, Go on reading.
162224.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და ფიქრობდა, ახლა ისეთი სევდიანი აღარ ჩანხარო.
You don’t look sad now, he thought.
162225.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და აინტერესებდა, რას კითხულობდა, და თან ფიქრში აზვიადებდა მის გაუნათლებლობას, მის უბრალოებას, რადგან სიამოვნებდა ასე ფიქრი, რომ ის არ არის ჭკვიანი, და საერთოდ არ არის ნაკითხი.
And he wondered what she was reading, and exaggerated her ignorance, her simplicity, for he liked to think that she was not clever, not book-learned at all.
162226.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
აინტერესებდა, ნეტავი თუ ესმის რასაც კითხულობსო? ალბათ არაო, გაიფიქრა.
He wondered if she understood what she was reading. Probably not, he thought.
162227.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
გასაოცრად ლამაზი იყო.
She was astonishingly beautiful.
162228.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ჩარლზ ტენსლიმ წიგნები დაახეთქა ძირს და ისინი გააღვიძა – ოჰ, არა, ეს თვითონ მოიგონა.
Charles Tansley waking them with his books falling — oh, no, that she had invented.
162229.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და პოლი ოქროს საათს თალათინის ქისაში ინახავს.
And Paul having a wash-leather case for his watch.
162230.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რომელზე გაუბას საუბარი?
Which should she tell him about?
162231.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
„ისინი, დაინიშნნენ“, თქვა, “პოლი და მინტა”.
"They’re engaged," she said, "Paul and Minta".
162232.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
„ასეც ვიცოდი“, თქვა მან.
"So I guessed," he said.
162233.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ბევრს ვერც ამაზე იტყოდა რამეს.
There was nothing much to be said about it.
162234.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ფიქრებში ისევ აღმა-დაღმა მოძრაობდა, აღმა და დაღმა იმ ლექსებში.
Her mind was still going up and down, up and down with the poetry.
162235.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მისი ქმარი კი ისევ გრძნობდა მაცოცხლებელ ენერგიას, სიმტკიცეს, მას შემდეგ, რაც სტიმის დაკრძალვის შესახებ წაიკითხა.
He was still feeling very vigorous, very forthright, after reading about Steenie’s funeral.
162236.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მერე კი მიხვდა, რომ იმას უნდოდა, მას რამე ეთქვა.
Then she became aware that she wanted him to say something.
162237.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რამე, რამე, ფიქრობდა თავისთვის და ქსოვას განაგრძობდა.
Anything, anything, she thought, going on with her knitting.
162238.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
„ალბათ რა კარგია, ცოლად მისთხოვდე კაცს, რომელიც თალათინის ბუდეში ინახავს ოქროს საათს“, თქვა მან.
"How nice it would be to marry a man with a wash-leather bag for his watch," she said.
162239.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მან ჩაიფხუკუნა.
He snorted.
162240.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ამ ნიშნობის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც ნებისმიერი სხვა ნიშნობის მიმართ, გოგონა გაცილებით უკეთესია ბიჭზე.
He felt about this engagement as he always felt about any engagement, the girl is much too good for that young man.