მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162241.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
თქვი რამე, ფიქრობდა თავისთვის, მხოლოდ მისი ხმის გაგონება სურდა.
Do say something, she thought, wishing only to hear his voice.
162242.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ვინაიდან ის ჩრდილი, რომელიც მათ შორის თავიდან ჩამოწვა, გრძნობდა, თანდათანობით ისევ გარს ეხვეოდა.
For the shadow, the thing folding them in was beginning, she felt, to close round her again.
162243.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ოღონდაც თქვი რამეო, ევედრებოდა, თან ისე უყურებდა, თითქოს შველას სთხოვდა.
Say anything, she begged, looking at him, as if for help.
162244.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ის დუმდა, აქანავებდა საათის ძეწკვზე ჩამოკიდებულ კომპასს და სკოტისა და ბალზაკის რომანებზე ფიქრობდა.
He was silent, swinging the compass on his watch-chain to and fro, and thinking of Scott’s novels and Balzac’s novels.
162245.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ ცოლ-ქმრის ღამეული სიახლოვის კედლებში, რაკი უნებურად ერთმანეთისკენ ილტვოდნენ, გვერდიგვერდ უნდა დაწოლილიყვნენ, ძალიან ახლოს ერთმანეთთან, ქალი გრძნობდა ქმრის განწყობას, როგორც შემართულ ხელს, რომელიც ჩრდილს აყენებდა მის გონებას.
But through the crepuscular walls of their intimacy, for they were drawing together, involuntarily, coming side by side, quite close, she could feel his mind like a raised hand shadowing her mind.
162246.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და ახლა, რაკი მისმა ფიქრებმა მისთვის არასასურველი მიმართულება მიიღო – ამ „მიდრეკილებამ პესიმიზმისკენ“, როგორც ის უწოდებდა ამას – აწრიალდა, თუმც კი არაფერი უთქვამს, ხელი შუბლთან მიიტანა, კულული დაიგრიხა, მერე კი ხელი უშვა.
And he was beginning, now that her thoughts took a turn he disliked — towards this "pessimism" as he called it — to fidget, though he said nothing, raising his hand to his forehead, twisting a lock of hair, letting it fall again.
162247.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
„მაგ წინდას ამაღამ მაინც ვერ დაამთავრებ“, უთხრა ცოლს და წინდისკენ გაიშვირა ხელი.
"You won’t finish that stocking tonight," he said, pointing to her stocking.
162248.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
სწორედ ეს უნდოდა მას – მკვეთრი, ჭკუისდამრიგებლური კილო ხმაში.
That was what she wanted — the asperity in his voice reproving her.
162249.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
თუ ის ამბობს, რომ პესიმისტური განწყობა ვერ არის კარგი, ალბათ მართალიაო, გაიფიქრა.
If he says it’s wrong to be pessimistic probably it is wrong, she thought.
162250.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ეს ქორწინება ნამდვილად გაამართლებს.
The marriage will turn out all right.
162251.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
„არა“, თქვა მან და წინდას ხელი გადაუსვა მუხლზე, „ვერ მოვრჩები“ და მერე რა?
"No," she said, flattening the stocking out upon her knee, "I shan’t finish it" and what then?
162252.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რაღაცა უნდოდა – რაღაც ისეთი, რის გაღებაც ყველაზე მეტად უჭირდა.
He wanted something — wanted the thing she always found it so difficult to give him.
162253.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მას გაცილებით უფრო ეადვილება ლაპარაკი, ვიდრე თავად.
He found talking so much easier than she did.
162254.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ამიტომაც სულ ასე ხდება – მუდამ ის ლაპარაკობს, და მერე, რაღაც მიზეზით, აღარ მოსწონს ხოლმე ეს და ცოლს საყვედურობს.
So naturally it was always he that said the things, and then for some reason he would mind this suddenly, and would reproach her.
162255.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
უგულო ქალი ხარო, ეუბნება, მას ვერაფრით ეუბნებოდა, რომ უყვარს.
A heartless woman he called her, she never told him that she loved him.
162256.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
საქმე ისაა, რომ ვერასოდეს ახერხებდა იმის გამოთქმას, რასაც გრძნობდა.
It was only that she never could say what she felt.
162257.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ხელში ისევ ის მოწითალო-მოყავისფრო წინდა ეჭირა, თან იმიტომ, რომ მას არ დაენახა, თან კი იმიტომ, რომ გაახსენდა, ეს რა სილამაზეაო – ზღვა ღამით.
With the reddish-brown stocking in her hands, partly to turn away from him, partly because she remembered how beautiful it often is — the sea at night.
162258.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ, იცოდა, რომ იგი მას უყურებდა.
But she knew that he was watching her.
162259.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
იცოდა, რომ ახლა ფიქრობდა, „ასეთი ლამაზი არასოდეს ყოფილხარ“.
She knew that he was thinking, You are more beautiful than ever.
162260.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და თვითონაც გრძნობდა, რომ ძალიან ლამაზი იყო.
And she felt herself very beautiful.