მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162261.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ერთხელ მაინც არ მეტყვი, რომ გიყვარვარ?
Will you not tell me just for once that you love me?
162262.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
ამას ფიქრობდა, რადგან გამოფხიზლდა მინტას ამბის და მისი წიგნისა და იმის გამო, რომ დღის ბოლო იყო და კიდევ იმიტომ, რომ შუქურაზე წასვლის გამო იჩხუბეს.
He was thinking that, for he was roused, what with Minta and his book, and its being the end of the day and their having quarrelled about going to the Lighthouse.
162263.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მაგრამ მაინც ვერ იზამდა ამას, არ შეეძლო ამის თქმა.
But she could not do it, she could not say it.
162264.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
მერე, რადგან იცოდა, რომ იგი უყურებდა, იმის ნაცვლად, რომ რამე ეთქვა, შემოტრიალდა, საქსოვით ხელში და შეხედა.
Then, knowing that he was watching her, instead of saying anything she turned, holding her stocking, and looked at him.
162265.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და რომ შეხედა, გაუღიმა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არაფერი უთქვამს, ქმარმა იცოდა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მას ის უყვარს.
And as she looked at him she began to smile, for though she had not said a word, he knew, of course he knew, that she loved him.
162266.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
და ასე მოღიმარემ ფანჯარაში გაიხედა და თქვა (თავისთვის კი გაიფიქრა, არაფერი შეედრება ამ ბედნიერებასო): „დიახ, მართალი იყავი, ხვალ იწვიმებს, წასვლას ვერ შეძლებთ“ და გაღიმებულმა შეხედა ქმარს.
And smiling she looked out of the window and said (thinking to herself, Nothing can equal this happiness) — "Yes, you were right, it’s going to be wet tomorrow, you won’t be able to go" and she looked at him smiling.
162267.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
რადგან ისევ მოიპოვა გამარჯვება.
For she had triumphed again.
162268.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 19
არ უთქვამს: მაგრამ მან ისედაც იცოდა.
She had not said it: yet he knew.
162269.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 1
„ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი“, თქვა მისტერ ბენქსმა, რომელიც ტერასიდან ოთახში შემოდიოდა.
"We must wait for the future to show," said Mr. Bankes, who was coming in from the terrace.
162270.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 1
„უკვე ისე დაბნელდა, შეუძლებელია, რამე დაინახო“, თქვა ენდრიუმ, რომელიც სანაპიროდან ბრუნდებოდა.
"It’s almost too dark to see," said Andrew, who was coming up from the beach.
162271.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 1
„ვერ გაარჩევ, რომელია ზღვა და რომელია ხმელეთი“, თქვა ფრუმ.
"You can hardly tell which is the sea and which is the land," said Prue.
162272.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 1
„ეს ნათურა ანთებული დავტოვოთ?“ თქვა ლილიმ, როცა შინ შემოსულებმა პალტოები გაიხადეს.
"Do we leave that light burning?" said Lily as they took their coats off indoors.
162273.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 1
„ენდრიუ!“ გასძახა ზურგს უკან ძმას, „მიდი რა, ჰოლში სინათლე ჩააქრე“.
"Andrew," she called back, "just put out the light in the hall".
162274.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 1
ერთმანეთის მიყოლებით ყველამ ჩააქრო ლამპები, გარდა მისტერ კარმაიკლისა, რომელსაც ძილის წინ წამოწოლილს ვირგილიუსის კითხვა უყვარდა და სანთელს ყველაზე გვიან აქრობდა ხოლმე.
One by one the lamps were all extinguished, except that Mr. Carmichael, who liked to lie awake a little reading Virgil, kept his candle burning rather longer than the rest.
162275.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
როცა ყველა სინათლე ჩქვრა, მთვარეც ჩაიძირა, სახურავზე წვრილად წამოწვიმა და ატყდა წვეთების კაკუნი და უსაშველო წყვდიადი ჩამოწვა.
With the lamps all put out, the moon sunk, and a thin rain drumming on the roof a downpouring of immense darkness began.
162276.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ვერაფერი გადაურჩებოდა ამ ნიაღვარს, წყვდიადის ამ მოზღვავებას, რომელიც კარის ჭუჭრუტანებიდან და ღრიჭოებიდან მოჟონავდა, ფანჯრის ჟალუზიდან მოიპარებოდა, საძინებელ ოთახებში ძვრებოდა, აქ დოქსა და თასს, იქ წითელ-ყვითელი გეორგინების ქოთანს, კომოდების კუთხოვან კიდეებსა და მკვიდრად შეკრულ ერთობას შთანთქავდა.
Nothing, it seemed, could survive the flood, the profusion of darkness which, creeping in at keyholes and crevices, stole round window blinds, came into bedrooms, swallowed up here a jug and basin, there a bowl of red and yellow dahlias, there the sharp edges and firm bulk of a chest of drawers.
162277.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
მხოლოდ ავეჯი არ ეწირებოდა.
Not only was furniture confounded.
162278.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
ტანისა თუ სულისგან თითქმის აღარაფერი რჩებოდა ისეთი, რაზეც შეიძლებოდა გეთქვა, „აი, ეს ხომ ისაა“, ანდა „აი, ის კი ისაა“.
there was scarcely anything left of body or mind by which one could say, "This is he" or "This is she".
162279.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
ხანდახან ხელს წამოსწევდა ვინმე, თითქოს სურდა, რაღაცას მობღაუჭებოდა, ან რაღაცა უკუეგდო, ხან ვინმე ამოიგმინებდა, ანდა ხმამაღლა გაიცინებდა, თითქოს რაღაც სახუმაროს უზიარებდა არარას.
Sometimes a hand was raised as if to clutch something or ward off something, or somebody groaned, or somebody laughed aloud as if sharing a joke with nothingness.
162280.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
სრული უძრაობა გამეფებულიყო მისაღებ ოთახში, სასადილოში თუ კიბეებზე.
Nothing stirred in the drawing-room or in the dining-room or on the staircase.