მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162281.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
მხოლოდ დაჟანგული კარის ანჯამებში და ზღვის სინოტივით გაფუყულ ხის ავეჯში ჩაბუდებულიყო ქარის ძლიერ ტალღას მოწყვეტილი ერთგვარი ნიავქარები (სახლი ხომ მთლად მორყეულიყო) მოცოცავდნენ და კარში შემოსვლას ლამობდნენ.
Only through the rusty hinges and swollen sea-moistened woodwork certain airs, detached from the body of the wind (the house was ramshackle after all) crept round corners and ventured indoors.
162282.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
მერე ჰაეროვნად მოედვნენ კედლებს, მეოცნებედ ჩაფიქრებულებმა ჩაიქროლეს და თითქოს კედელზე გამოსახულ წითელ და ყვითელ ვარდებს ეკითხებოდნენ, თქვენც თუ დაჭკნებითო?
Then smoothly brushing the walls, they passed on musingly as if asking the red and yellow roses on the wall-paper whether they would fade.
162283.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
რამდენ ხანს გაძლებდნენ?
How long would they endure?
162284.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
მაგრამ აქ კი ისინი უეჭველად შედგებიან.
But here surely, they must cease.
162285.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
სხვა ყველაფერი დაიღუპოს და გაქრეს, ოღონდაც იმას, რაც აქ განისვენებს, ვერაფერი შეარყევს.
Whatever else may perish and disappear, what lies here is steadfast.
162286.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
რაზეც ისინი, მოთენთილები, ლანდისებურნი – თითქოსდა ბუმბულივით მსუბუქი თითებით და ბუმბულისავე მსუბუქი დაჟინებით, მაინც ზემოდან დახედავენ მილულულ თვალებს, დუნედ გადაჭდობილ თითებს, და მოთენთილები, აიკეცავენ უხილავ კალთას და გაუჩინარდებიან.
Upon which, wearily, ghostlily, as if they had feather-light fingers and the light persistency of feathers, they would look, once, on the shut eyes, and the loosely clasping fingers, and fold their garments wearily and disappear.
162287.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
და ისევ ისე, ყნოსვა-ყნოსვით, ფათურ-ფათურით, კიბის ფანჯარასთან მიფრინდებიან, მოახლეების საძინებლებში, სხვენის სკივრებსა და ზარდახშებში შეიპარებიან.
And so, nosing, rubbing, they went to the window on the staircase, to the servants’ bedrooms, to the boxes in the attics.
162288.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
დაღმა ჩამავალნი სუფრაზე ვაშლებს გაახუნებენ, ქოთანში ვარდის ყვავილებს მოაჭკნობენ, მოლბერტზე სურათს მოსინჯავენ, ფეხის საწმენდს დაუქროლებენ, ბუღს აადენენ და ქვიშას მიმოაბნევენ იატაკზე.
Descending, blanched the apples on the dining-room table, fumbled the petals of roses, tried the picture on the easel, brushed the mat and blew a little sand along the floor.
162289.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
მერე კი, ბოლოს, შედგებიან, ყველანი ერთად შეყოვნდებიან, ყველანი ერთად შეიკრიბებიან, ყველანი ერთად ამოიკვნესებენ.
At length, desisting, all ceased together, gathered together, all sighed together.
162290.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
ყველა ერთად ამოაფრქვევს უთავბოლოდ ნაღვლიან ოხვრას, რომელსაც სამზარეულოს რომელიმე კარი შეეხმიანება, ფართოდ გაიღება, შიგ არაფერს შეუშვებს, და ჯახუნით მიიხურება.
All together gave off an aimless gust of lamentation to which some door in the kitchen replied, swung wide, admitted nothing, and slammed to.
162291.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
აქ მისტერ კარმაიკლი, რომელიც ვირგილიუსს კითხულობს, სანთელს სულს შეუბერავს და ჩააქრობს.
Here Mr. Carmichael, who was reading Virgil, blew out his candle.
162292.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 2
შუაღამე გადასულია.
It was past midnight.
162293.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
მაგრამ, რა არის ერთი ღამე?
But what is one night?
162294.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
მოკლე დრო, განსაკუთრებით, როცა წყვდიადი ასე მალე გაკრთება ხოლმე, ჩიტებიც ასე მალე იწყებენ ჭიკჭიკს, მამალიც დაიყივლებს, ან მიმქრალი სიმწვანე ახასხასდება, ფოთოლივით, ანაზდად რომ ამოჰყვება ტალღის ამოზნექილ ქიმს.
A short space, especially when the darkness dims so soon, and so soon a bird sings, a cock crows, or a faint green quickens, like a turning leaf, in the hollow of the wave.
162295.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
თუმცა ერთ ღამეს მეორე მოჰყვება.
Night, however, succeeds to night.
162296.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
ღამეები იწელებიან, გვაბნელებენ.
Nights lengthen, they darken.
162297.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
ზოგი მათგანი ცის კიდეზე ინახავს კრიალა მნათობებს, ბრდღვიალა სფეროებს.
Some of them hold aloft clear planets, plates of brightness.
162298.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
შემოდგომის ხეები ბუნიობის წინ, სავსე მთვარის ყვითელ შუქზე ლიცლიცებენ, დაუოკებელი შრომის ჟინს რომ აცხრობს, ნამჯას სილბოს რომ მატებს და ზღვას მოლივლივე ლურჯ ტალღებად მიახლის ნაპირს.
The autumn trees gleam in the yellow moonlight, in the light of harvest moons, the light which mellows the energy of labour, and smooths the stubble, and brings the wave lapping blue to the shore.
162299.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
მაგრამ, ვაი რომ, ღვთიურმა განგებამ სიმს თითი გამოჰკრა, და ისევ დაიხურა ფარდა.
But alas, divine goodness, twitching the cord, draws the curtain.
162300.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
მას ეს არ ეამება.
It does not please him.