მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162301.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
იგი თავის საუნჯეს სეტყვას მოუვლენს და ისეთ რისხვას დაატეხს თავს, ისე დააფრთხობს, რომ წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, თუკი ოდესმე შეიძლება კვლავ სიმშვიდემ დაისადგუროს, ან ოდესმე კვლავ შევიძლოთ ამ ნაკუწების სრულყოფილი მთლიანობის ხელახლა თავმოყრა, ან ამ მიმობნეული ნამცეცებისგან ჭეშმარიტების ამოკითხვა.
He covers his treasures in a drench of hail, and so breaks them, so confuses them that it seems impossible that their calm should ever return or that we should ever compose from their fragments a perfect whole or read in the littered pieces the clear words of truth.
162302.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
რადგან ჩვენი სინანული მხოლოდ თვალის შევლებას, ჩვენი ჯაფა კი – წამიერ ამოსუნთქვას თუ იმსახურებს მხოლოდ.
For our penitence deserves a glimpse only, our toil respite only.
162303.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
და ღამეები ქარითა და ნგრევითაა სავსე ახლა.
The nights now are full of wind and destruction.
162304.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
ხეები იხრებიან და იზნიქებიან, ფოთლები აცაბაცად მიჰყვება ქარებს.
The trees plunge and bend and their leaves fly helter skelter.
162305.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
ხელი ხელს ჩააკვდება, გოდების ხმა ჩაესმის.
The hand dwindles in his hand, the voice bellows in his ear.
162306.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
ლამის სრულ უაზრობად მოეჩვენება აგრერიგ მშფოთვარეს, რომ ღამეს მიმართოს ამ შეკითხვებით, მაინც თუ რა, მაინც თუ რატომ, და მაინც თუ რისთვის, – შეკითხვებით, საწოლიდან რომ წამოაგდეს პასუხების ძიებით აღტკინებული.
Almost it would appear that it is useless in such confusion to ask the night those questions as to what, and why, and wherefore, which tempt the sleeper from his bed to seek an answer.
162307.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 3
ერთხელ, ერთ ბნელ დილას, დერეფანში მისტერ რემზიმ რაღაცას ფეხი წამოჰკრა, ხელები გაიწვდინა შველის მოლოდინში, მაგრამ რადგან მისიზ რემზი სწორედ წინა ღამით სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, მკლავები, თუმც კი გაწვდილი, ცარიელი შერჩა.
Mr. Ramsay, stumbling along a passage one dark morning, stretched his arms out, but Mrs. Ramsay having died rather suddenly the night before, his arms, though stretched out, remained empty.
162308.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
ასე, დაცლილ სახლში, სადაც კარები ჩაერაზათ, და ლეიბები აეხვიათ, გრიგალივით შემოიჭრნენ გზააბნეული ნიავქარები, ძლევამოსილი ლაშქრის მეწინავე რაზმები, დაუქროლეს ფიცრულ იატაკს, ქექავდნენ, ქროდნენ, და არანაირ წინააღმდეგობას არ წასწყდომიან გზად საძინებლებში, ან მისაღებ ოთახში, თუ არ ჩავთვლით ფოჩიანი ფარდების ფრთხიალს თუ შრიალს, ფიცრული იატაკის ტკაცუნს, მაგიდის შიშველ ფეხებს, შესუდრულ, პირწამტვრეულ, დაბზარულ ქვაბებს და ფაიფურის ჭურჭელს.
So with the house empty and the doors locked and the mattresses rolled round, those stray airs, advance guards of great armies, blustered in, brushed bare boards, nibbled and fanned, met nothing in bedroom or drawing-room that wholly resisted them but only hangings that flapped, wood that creaked, the bare legs of tables, saucepans and china already furred, tarnished, cracked.
162309.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
რაც ადამიანებს დაუვარდათ ან დატოვეს – წყვილი ფეხსაცმელი, მონადირის კეპი, გახუნებული კაბები თუ ქურთუკები კარადაში – მხოლოდ ესენიღა ინახავდნენ ადამიანის კვალს და ამ სიცარიელით შეგვახსენებდნენ, რომ მათში ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა.
What people had shed and left — a pair of shoes, a shooting cap, some faded skirts and coats in wardrobes — those alone kept the human shape and in the emptiness indicated how once they were filled and animated.
162310.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
ოდესღაც ვიღაც მოუსვენარი ხელებით იკრავდა დუგმებს და ღილებს.
Once hands were busy with hooks and buttons.
162311.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
ოდესღაც ვიღაცის სახე სარკეში ირეკლებოდა.
Once the looking-glass had held a face.
162312.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
სარკე გამოფუყულ სამყაროს ირეკლავდა, რომელშიც ვიღაცის ლანდი გაკრთებოდა, ვიღაცის ხელი იელვებდა, კარი გაიღებოდა და ხმაურით შემოცვივდებოდნენ ბავშვები და ყირაზე გადადიოდნენ, მერე კი ისევ უკან გადიოდნენ.
Mirror had held a world hollowed out in which a figure turned, a hand flashed, the door opened, in came children rushing and tumbling, and went out again.
162313.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
ახლა კი დღე დღეს მისდევდა, ინათებდა და წყალში არეკლილი ყვავილივით შუქი მკვეთრად ეფინებოდა მოპირდაპირე კედელს.
Now, day after day, light turned, like a flower reflected in water, its sharp image on the wall opposite.
162314.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
მხოლოდ ქარით აქოჩრილი ხეთა ჩრდილები დახრიდნენ ხოლმე კრძალვით თავს კედელზე და წამით ამღვრევდნენ ტბორს, რომელშიც შუქის ანარეკლი იხატებოდა.
Only the shadows of the trees, flourishing in the wind, made obeisance on the wall, and for a moment darkened the pool in which light was reflected.
162315.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
მშვენიერება და სიმშვიდე გაბატონებულიყვნენ აქ, და ერთად ძერწავდნენ მშვენიერების ხატებას, სიცოცხლეგამოცლილ ფორმას.
So loveliness reigned and stillness, and together made the shape of loveliness itself, a form from which life had parted.
162316.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
განმარტოებულს, სიფითრეგადაკრულ ტბასავით, საღამოობით, სადღაც, შორით რომ მოვკრავთ ხოლმე თვალს მატარებლის ფანჯრიდან და ისე სწრაფად უჩინარდება, ვერც კი ვასწრებთ სიმყუდროვე დავურღვიოთ.
Solitary like a pool at evening, far distant, seen from a train window, vanishing so quickly that the pool, pale in the evening, is scarcely robbed of its solitude, though once seen.
162317.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
საძინებელ ოთახში მშვენიერებას და სიმშვიდეს ხელი ჩაეკიდათ ერთმანეთისთვის და თავად ცნობისმოყვარე ქარსაც კი, შესუდრულ დოქებსა და ტილოგადაფარებულ სკამებს შორის რომ ჩამდგარიყო, და ზღვის ნოტიო ნიავქარებსაც კი, ფაქიზი ყნოსვით რომ ცმაცუნებდნენ, ფშვინავდნენ და იმეორებდნენ ერთსა და იმავე შეკითხვებს – „მაშ თქვენ დაჭკნებით? უკვალოდ გაქრებით?“
Loveliness and stillness clasped hands in the bedroom, and among the shrouded jugs and sheeted chairs even the prying of the wind, and the soft nose of the clammy sea airs, rubbing, snuffling, iterating, and reiterating their questions — "Will you fade? Will you perish?"
162318.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
არ შესწევდათ ძალა ეს სიწყნარე, ეს უშფოთველობა, ეს ურყევი ერთიანობა დაერღვიათ, თითქოს შეკითხვა, რომელსაც სვამდნენ, არც კი მოითხოვდა მათგან ამ პასუხს: „ჩვენ ვრჩებით“.
Scarcely disturbed the peace, the indifference, the air of pure integrity, as if the question they asked scarcely needed that they should answer: we remain.
162319.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
თითქოს არაფერს ძალუძდა ამ ხატების, ამ უმანკოების შერყვნა, მდუმარების მოტორტმანე საფარველის შელახვა, რომელიც კვირიდან კვირამდე ამ ცარიელ ოთახში ნელ-ნელა ჩაიქსოვდა ქარით მობერილ ჩიტების ჭყივილს, გემების კივილს, ზუზუნს და ბზუილს მონაბერს ყანიდან, ძაღლების ყეფას, კაცის შეძახილს, და მერე გარს შემოახვევდა სახლს სრულ მდუმარებას.
Nothing it seemed could break that image, corrupt that innocence, or disturb the swaying mantle of silence which, week after week, in the empty room, wove into itself the falling cries of birds, ships hooting, the drone and hum of the fields, a dog’s bark, a man’s shout, and folded them round the house in silence.
162320.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
მხოლოდ ერთხელ იატაკის ფიცარნაგმა დაიტკაცუნა.
Once only a board sprang on the landing.