მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162321.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
ერთხელაც შუაღამისას, საზარელი ღრიალით, გრუხუნით, თითქოს უძრაობის მარადისობიდან მოწყვეტილიყოს ლოდი, გამსკდარიყოს და ხეობას დანარცხებოდეს, შალს ნაკეცი ჩამოეშალა და აქეთ-იქით დაიწყო რწევა.
Once in the middle of the night with a roar, with a rupture, as after centuries of quiescence, a rock rends itself from the mountain and hurtles crashing into the valley, one fold of the shawl loosened and swung to and fro.
162322.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
მერე კი ისევ სიმშვიდე გამეფდა.
Then again peace descended.
162323.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
ჩრდილი გაკრთა.
The shadow wavered.
162324.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
სინათლე თაყვანისცემით დაიხარა საკუთარი გამოსახულების წინაშე საძინებელი ოთახის კედელზე.
Light bent to its own image in adoration on the bedroom wall.
162325.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 4
და მისიზ მაკნებმა, სარეცხის ვარცლში გახევებული ხელებით, ჩექმებით, რომლითაც მანამდე სანაპიროს კენჭებს ტკეპნიდა, გაგლიჯა მდუმარების პირბადე და სახლში შემოიჭრა, რათა დავალებისამებრ, ფანჯრები გაეღო და საძინებელ ოთახებში მტვერი გადაეწმინდა.
And Mrs. McNab, tearing the veil of silence with hands that had stood in the wash-tub, grinding it with boots that had crunched the shingle, came as directed to open all windows, and dust the bedrooms.
162326.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
როცა ტორტმანით შეუდგა გზას (რადგან ისე ირწეოდა, როგორც გემი ზღვაზე) და ალმაცერად აცეცებდა თვალებს, როცა კიბის მოაჯირს ჩასჭიდა ხელი და მძიმედ აითრია ტანი ზედა სართულზე ასასვლელად, სიმღერა წამოიწყო.
As she lurched (for she rolled like a ship at sea) and leered as she clutched the banisters and hauled herself upstairs and rolled from room to room, she sang.
162327.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
ხოლო როცა მაღალი სარკის მინის წმენდას შეუდგა და ცერად შეავლო თვალი საკუთარი მოფუსფუსე ტანის ანარეკლს, ბაგეებიდან ხმა გამოსცა – რაღაც, რომელიც ალბათ ოცი წლის წინ თუ ჟღერდა სცენიდან ხალისიანად და რომელსაც ღიღინით, ან იქნებ ცეკვითაც კი აჰყვებოდნენ ხოლმე მაშინ.
Rubbing the glass of the long looking-glass and leering sideways at her swinging figure a sound issued from her lips — something that had been gay twenty years before on the stage perhaps, had been hummed and danced to.
162328.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
ახლა ამ უკბილო, ჩაჩიანი დამლაგებელი ქალის პირიდან ამოსული, ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული, და უგუნურობის, იუმორის, ყველაფრის ატანის, გაძლების, თუ სიცოცხლის მარადიულობის ხმასავით გაისმოდა, რომელიც თუნდაც ფეხით გაითელოს, მაინც ახლიდან წამოყოფს თავს.
Now, coming from the toothless, bonneted, care-taking woman, was robbed of meaning, was like the voice of witlessness, humour, persistency itself, trodden down but springing up again
162329.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
ეს სამყარო, რომელსაც სამოცდაათი წელია იცნობს, სულაც არ არის იოლი ან მყუდრო სამყოფელი.
It was not easy or snug this world she had known for seventy years.
162330.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
ბედნიერების განცდა თუ ხილვა მასაც ეწვეოდა ხოლმე, ალბათ როცა სარეცხს რეცხავდა, ანდა, ვთქვათ, შვილებთან ერთად ატარებდა დროს (ორი მათგანი უკანონოდ გააჩინა, ერთმა კი მიატოვა), ანდა როცა კომოდის უჯრებში ქექავდა ძველმანებს.
Visions of joy there must have been at the wash-tub, say with her children (yet two had been base-born and one had deserted her) or turning over scraps in her drawers.
162331.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
უეჭველია, მისი სულის ბნელ კუნჭულებში იმალებოდა რაღაც, ჭუჭრუტანისმაგვარი, არხი, რომლიდანაც საკმარისი შუქი აღწევდა საიმისოდ, რომ საკუთარი სახის დანახვაზე დამცინავად ჩასცინებოდა და როცა მუშაობას განაახლებდა, ღიღინით წამოეწყო სიმღერა რომელიღაც ვოდევილიდან.
Some cleavage of the dark there must have been, some channel in the depths of obscurity through which light enough issued to twist her face grinning in the glass and make her, turning to her job again, mumble out the old music hall song.
162332.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
მისტიკოსი, მისანი, ვარსკვლავიან ღამეს სანაპიროზე სეირნობისას გუბეში რომ იჩხრიკება და კენჭებს აკვირდება, დაფიქრდება, „რა ვარ მე?“, და „რა არის ეს?“ და უცაბედად, ღვთიური განგებით, პასუხი მოევლინება.
The mystic, the visionary, walking the beach on a fine night, stirring a puddle, looking at a stone, asking themselves "What am I," "What is this?" had suddenly an answer vouchsafed them.
162333.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
ესაა, რაც მას ყინვაში ათბობს და რაც შვებას ჰგვრის უდაბნოს ხვატში.
So that they were warm in the frost and had comfort in the desert.
162334.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 5
მისიზ მაკნები კი განაგრძობდა სმას და ჭორაობას, როგორც მანამდე.
But Mrs. McNab continued to drink and gossip as before.
162335.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
გაზაფხული, შიშველი და ელვარე, მკაცრი და შეუვალი, საკუთარი უბიწობის, საკუთარი სიწმინდით გადიდგულებული, გაშლილიყო და მოსდებოდა ჭალებსა და მინდვრებს ფართოდ თვალგახელილი და ფხიზელი.
The Spring, bare and bright like a virgin fierce in her chastity, scornful in her purity, was laid out on fields wide-eyed and watchful.
162336.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ფრუ რემზი, მამის მკლავზე დაყრდნობილი, გათხოვდა.
Prue Ramsay, leaning on her father’s arm, was given in marriage.
162337.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ამბობდა ხალხი და თან დასძენდნენ, ნახეთ, რა ლამაზიაო!
What, people said, could have been more fitting? And, they added, how beautiful she looked!
162338.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
და ადამიანების გონება ამ სარკეებში, ამღვრეული წყლის ამ გუბეებში, რომლებშიც მარად იქმნება ღრუბლები და ჩრდილი, და შეუძლებელია, წინ აღუდგე უცნაურ მინიშნებებს, რომელთაც ყოველი თოლია, ყვავილი, ხე, მამაკაცი თუ ქალი, ან თუნდაც შევერცხლილი დედამიწა საჯაროდ აცხადებს, თითქოს, რომ სიკეთე იზეიმებს, ბედნიერება გაიმარჯვებს, წესრიგი გაბატონდება.
In those mirrors, the minds of men, in those pools of uneasy water, in which clouds for ever turn and shadows form, and it was impossible to resist the strange intimation which every gull, flower, tree, man and woman, and the white earth itself seemed to declare that good triumphs, happiness prevails, order rules.
162339.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
მეტიც, გაზაფხული, მომლბარი და დამყოლი, ფუტკრის ბზუილით და მოცეკვავე ქინქლების განუყრელი რიალით გარემოცული, მოისხამს მოსასხამს, აიხვევს თვალებს, თავს განზე გასწევს და წვრილი წვიმის წვეთების მოლიცლიცე ჩრდილებსა და ჩქეფაში ისე გამოიყურება, თითქოს კაცთა მოდგმის ყველა დარდი შეუცნია.
Moreover, softened and acquiescent, the spring with her bees humming and gnats dancing threw her cloak about her, veiled her eyes, averted her head, and among passing shadows and flights of small rain seemed to have taken upon her a knowledge of the sorrows of mankind.
162340.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
იმ ზაფხულს ფრუ რემზი მშობიარობასთან დაკავშირებული რაღაც სენით გარდაიცვალა, და ეს ნამდვილი უბედურებაა, ამბობდა ხალხი.
Prue Ramsay died that summer in some illness connected with childbirth, which was indeed a tragedy, people said.