მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162341.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ახლა კი ზაფხულის ხვატში ქარმა ისევ მსტოვრები მიუქსია სახლს.
And now in the heat of summer the wind sent its spies about the house again.
162342.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
მზიან ოთახებში სიფრიფანა აბლაბუდის ქსელები გაიბა.
Flies wove a web in the sunny rooms.
162343.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
შუქურის სხივი ახლა გაზაფხულის უფრო მინავლებული ნათებით გამოირჩეოდა.
The stroke of the Lighthouse came now in the softer light of spring.
162344.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
მაგრამ, როცა სწორედ ასე ალერსიანად გაილურსა, როცა გრძელ ზოლად გაიჭიმა საწოლზე, კლდე ორად გაიპო.
But in the very lull of this loving caress, as the long stroke leant upon the bed, the rock was rent asunder.
162345.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
შალის კიდევ ერთი ნაკეცი ჩამოსწყდა, დაეკიდა და შეირხა.
Another fold of the shawl loosened, hung, and swayed.
162346.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ზაფხულის მოკლე ღამეებში და ზაფხულის გრძელ დღეებში, როცა ცარიელი ოთახები თითქოს ალუღლუღდებოდნენ ხოლმე ყანებიდან მონაბერი ექოსა და ბუზების ბზუილის კვალდაკვალ, წვრილი და გრძელი ალამი შეირხეოდა და უაზროდ იწყებდა ფრიალს.
Through the short summer nights and the long summer days, when the empty rooms seemed to murmur with the echoes of the fields and the hum of flies, the long streamer waved gently, swayed aimlessly.
162347.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ხოლო მზემ ამასობაში ისე შეუტია და შეაფრქვია სხივები იქაურობას და ისეთი ყვითელი ბურუსით აავსო, რომ მისიზ მაკნები, რომელიც უეცრად შემოიჭრა და ატორტმანებული შეუდგა ლაგებას, დაგვას და მტვრის წმენდას, ტროპიკულ თევზს დაემსგავსა, ფარფლებით რომ მიიკვლევს გზას მზით განმსჭვალულ ტალღებში.
While the sun so striped and barred the rooms and filled them with yellow haze that Mrs. McNab, when she broke in and lurched about, dusting, sweeping, looked like a tropical fish oaring its way through sun-lanced waters.
162348.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ხან აქ, ხანაც იქ, ხან მინა დაიწკარუნებდა კარადაში, თითქოს, ტანჯულმა გოლიათმა ამოიგმინაო, კარადაში მწყობრად მდგომი ღვინის ჭიქებიც ცახცახს იწყებდნენ.
Now and again some glass tinkled in the cupboard as if a giant voice had shrieked so loud in its agony that tumblers stood inside a cupboard vibrated too.
162349.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
მერე კი ისევ სიჩუმე ისადგურებდა.
Then again silence fell.
162350.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ღამეს ღამე მოსდევდა, და ზოგჯერ შუადღისას, როცა ვარდები აბრდღვიალდებოდა და სინათლე კედელს თავის ფორმას უბრუნებდა, სიჩუმეში უეცრად გაისმოდა მძიმე ვარდნის ხმა.
and then, night after night, and sometimes in plain mid-day when the roses were bright and light turned on the wall its shape clearly there seemed to drop into this silence the thud of something falling.
162351.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ხელყუმბარა აფეთქდა.
A shell exploded.
162352.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ოცი თუ ოცდაათი ახალგაზრდა კაცი აფეთქდა, მათ შორის ენდრიუ რემზი, რომლის სიკვდილი, ღვთის წყალობით, მყისიერი აღმოჩნდა.
Twenty or thirty young men were blown up in France, among them Andrew Ramsay, whose death, mercifully, was instantaneous.
162353.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
წელიწადის ამ დროს ადამიანები, რომლებიც სანაპიროზე ჩადიოდნენ სახეტიალოდ, და ზღვას და ცას ეკითხებოდნენ რომელ ხილვას უჭერდნენ მხარს, იძულებულები იყვნენ ღვთაებრივი ნიჭის ჩვეულებრივ ნიშნებს შორის, როგორებიცაა ზღვაში ჩამავალი მზე, სიფითრე განთიადისას, ამომავალი მთვარე, მეთევზეების ნავები მთვარის ფონზე თუ ბავშვები, რომლებიც ხან ტალახის ნამცხვრებს აცხობენ, ხანაც ერთმანეთს ბალახის ბღუჯებს აყრიან, რაღაცა სრულიად ამოვარდნილიყო ამ სამხიარულო და უშფოთველი შეხმატკბილებიდან.
At that season those who had gone down to pace the beach and ask of the sea and sky what vision they affirmed had to consider among the usual tokens of divine bounty — the sunset on the sea, the pallor of dawn, the moon rising, fishing-boats against the moon, and children making mud pies or pelting each other with handfuls of grass, something out of harmony with this jocundity and this serenity.
162354.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
მეწამული ლაქა ზღვის სარკისებრ ზედაპირზე, თითქოს რაღაცა დუღდა და სისხლს ღვრიდა უხილავად.
A purplish stain upon the bland surface of the sea as if something had boiled and bled, invisibly.
162355.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ასეთი შემოჭრა სანახაობაში, რომელიც შთამაგონებელი აზრების და ყველაზე საამური დასკვნებისთვის იყო გათვლილი, აბრკოლებდა სიამოვნებას.
This intrusion into a scene calculated to stir the most sublime reflections and lead to the most comfortable conclusions stayed their pacing.
162356.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
რთული იყო ამ ყველაფრისთვის თვალის არიდება, მათი მნიშვნელობის უგულებელყოფა საერთო ხედზე, სეირნობის მშვიდად გაგრძელება სანაპიროზე, იმით ტკბობა და გაოცება, თუ როგორ აირეკლავს გარეგანი სილამაზე შინაგან სილამაზეს.
It was difficult blandly to overlook them, to abolish their significance in the landscape, to continue, as one walked by the sea, to marvel how beauty outside mirrored beauty within.
162357.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ხელს თუ უწყობს ადამიანის წინსვლას ბუნება? სრულყოფს თუ არა იმას, რაც მას წამოუწყია?
Did Nature supplement what man advanced? Did she complete what he began?
162358.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ეს ოცნება – გაზიარების, წამოწყებულის დასრულების, სიმარტოვეში სანაპიროზე პასუხის პოვნის თაობაზე – მხოლოდ ანარეკლი ყოფილა სარკეში, თავად სარკე კი ერთი მინისებრი ზედაპირი, რომელიც სრულ უძრაობაში ყალიბდება მაშინ, როცა უფრო კეთილშობილ ძალებს მისი ზედაპირის ქვეშ სძინავთ.
That dream, of sharing, completing, of finding in solitude on the beach an answer, was then but a reflection in a mirror, and the mirror itself was but the surface glassiness which forms in quiescence when the nobler powers sleep beneath?
162359.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
სანაპიროზე გასეირნება შეუძლებელია, ჭვრეტა აუტანელია, სარკე დამსხვრეულია.
To pace the beach was impossible, contemplation was unendurable, the mirror was broken.
162360.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
მისტერ კარმაიკლმა იმ გაზაფხულზე ლექსების წიგნი გამოსცა და მოულოდნელი წარმატება მოიპოვა.
Mr. Carmichael brought out a volume of poems that spring, which had an unexpected success.