მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162361.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 6
ომმა, ამბობდა ხალხი, პოეზიის მიმართ ინტერესი გააღვივაო.
The war, people said, had revived their interest in poetry.
162362.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 7
გაზაფხულზე, ბაღის ურნებში უნებურად ამოეყოთ თავი ქარის მოტანილ მცენარეებს, კვლავინდებურად ხალისიანად იყვნენ.
In spring the garden urns, casually filled with wind-blown plants, were gay as ever.
162363.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 7
იხარეს იებმა და ფურისულებმა.
Violets came and daffodils.
162364.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 7
მაგრამ დღის უძრაობა და სიკაშკაშე ისეთივე უცხო სანახავი იყო, როგორიც ღამის ქაოსი და მშფოთვარე აყალმაყალი.
But the stillness and the brightness of the day were as strange as the chaos and tumult of night.
162365.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
მისიზ მაკნები დაიხარა და ყვავილების თაიგული შეკრა შინ წასაღებად.
Mrs. McNab stooped and picked a bunch of flowers to take home with her.
162366.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
სანამ მტვერს წმენდდა, თაიგული მაგიდაზე დადო.
She laid them on the table while she dusted.
162367.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
უყვარდა ყვავილები.
She was fond of flowers.
162368.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
სახლი არც ერთხელ არ გაწმენდილა წესიერად, ისე, როგორც მას სურდა.
The house had not been cleaned as she could have wished.
162369.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ახლა კი, ერთი ადამიანის ძალას აღემატება მისი დალაგება.
It was beyond one person’s strength to get it straight now.
162370.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
უკვე ძალიან ბებერია, ფეხები სტკივა.
She was too old, her legs pained her.
162371.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ამ წიგნებს კი აუცილებლად გარეთ, მზიან ბალახზე უნდა გატანა.
Those books needed to be laid out on the grass in the sun.
162372.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ჰოლში კედლებიდან შპალერი ცვივა.
There was plaster fallen in the hall.
162373.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
საწვიმარი მილები გაჭედილია, კაბინეტის ფანჯრის თავზე და სახურავიდან წყალი ჟონავს.
The rain-pipe had blocked over the study window and let the water in.
162374.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ხალიჩა თითქმის მთლად დაიძენძა.
The carpet was ruined quite.
162375.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ტანსაცმელი ყველა საძინებელში დაუტოვებიათ.
They had left clothes in all the bedrooms.
162376.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
რა უნდა იღონოს?
What was she to do?
162377.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
საწყალი ქალი! აღარასდროს დასჭირდება ისინი.
Poor lady! She would never want THEM again.
162378.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
საცოდავი სანახავი იყო ბაღი, მთლად გაპარტახებული.
The garden was a pitiful sight now, all run to riot, and rabbits scuttling at you out of the beds.
162379.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
თვალწინ დაუდგა იგი ერთერთ შვილთან ერთად, რუხ საწვიმრით.
She could see her with one of the children by her in that grey cloak.
162380.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
აგერ, ჩექმები და ფეხსაცმელები, ტუალეტის მაგიდაზე თმის ჯაგრისი და სავარცხელი დარჩენია ვიღაცას, თითქოს ხვალ აპირებდა დაბრუნებას.
There were boots and shoes, and a brush and comb left on the dressing-table, as if she expected to come back tomorrow.