მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162381.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ამბობენ, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.
She had died very suddenly, they said.
162382.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ამდენი წელია, აღარ ჩამოსულან, მხოლოდ ფულს უგზავნიან.
They had never come all these years, just sent her money.
162383.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
მაგრამ არც ერთხელ არ მოუწერიათ, არ ჩამოსულან და ასე ჰგონიათ, ყველაფერი ისე დახვდებათ, როგორც დატოვეს.
But never wrote, never came, and expected to find things as they had left them.
162384.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ტუალეტის მაგიდის უჯრები წვრილმანებითაა სავსე (ყველა გამოაღო), ცხვირსახოცები, ბაფთების ნაკუწები.
The dressing table drawers were full of things (she pulled them open), handkerchiefs, bits of ribbon.
162385.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
„საღამო მშვიდობისა, მისიზ მაკნებ“, ეტყოდა იგი.
"Good-evening, Mrs. McNab," she would say.
162386.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
რამდენი რამე შეიცვალა მას მერე (უჯრა დახურა), მრავალმა ოჯახმა დაკარგა საყვარელი ადამიანი.
Many things had changed since then (she shut the drawer), many families had lost their dearest.
162387.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
და ისიც მოკვდა, და მისტერ ენდრიუც დაიღუპა, და მის ფრუც გარდაიცვალაო, როგორც ამბობენ, პირველ მშობიარობას გადაჰყოლია, მაგრამ ამ წლებში ყველამ ვიღაცა დაკარგა.
So she was dead, and Mr. Andrew killed, and Miss Prue dead too, they said, with her first baby, but everyone had lost someone these years.
162388.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ფასებმა სამარცხვინოდ იმატა და აღარც დაწეულა.
Prices had gone up shamefully, and didn’t come down again neither.
162389.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
კარგად ახსოვდა იგი ნაცრისფერ საწვიმარში.
She could well remember her in her grey cloak.
162390.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
„საღამო მშვიდობისა, მისიზ მაკნებ“, ეტყოდა ხოლმე და მზარეულს გასძახებდა, რძის წვნიანი შეუთბეო – ეგონა, ამხელა კალათით ხელში ქალაქიდან მომავალს ენდომებაო.
"Good-evening, Mrs. McNab," she said and told cook to keep a plate of milk soup for her — quite thought she wanted it, carrying that heavy basket all the way up from town.
162391.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ახლაც თვალწინ ედგა, როგორ დასტრიალებდა თავის ყვავილებს ურნებში.
She could see her now, stooping over her flowers.
162392.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
და მკრთალი და მოფარფატე, როგორც ტელესკოპის ბოლოში მოლიცლიცე ყვითელი სხივი, რუხ საწვიმარში გამოწყობილი ქალბატონი, იხრებოდა ყვავილების თავზე.
And faint and flickering, like a yellow beam or the circle at the end of a telescope, a lady in a grey cloak, stooping over her flowers.
162393.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ფიცხი, როგორც ყველა წითური ქალი.
Fiery, like all red-haired women.
162394.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
რამდენს იცინოდნენ ხოლმე ერთად!
Many a laugh they had had.
162395.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ყოველთვის გულთბილად ხვდებოდა სამზარეულოში.
She was always welcome in the kitchen.
162396.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
მან თავი გააქნია.
She wagged her head.
162397.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ეს ბავშვების ოთახი იყო.
This had been the nursery.
162398.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
შპალერი ჩამოძენძილა.
The plaster was falling.
162399.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
მთელ სხვენში ვირთხები იყვნენ.
Rats were in all the attics.
162400.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
წვიმაც ჩამოდის.
The rain came in.