მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162401.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
მაგრამ ერთხელაც არ მოიწერეს, ერთხელაც არ ჩამოსულან.
But they never sent a letter, never came.
162402.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
რამდენიმე საკეტი მოირყა, ასე რომ, კარები გამუდმებით ჯახუნობს.
Some of the locks had gone, so the doors banged.
162403.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
ერთი ქალისთვის მეტისმეტია, მეტისმეტია, მეტისმეტი.
It was too much for one woman, too much, too much.
162404.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 8
მან კარი გაიჯახუნა, საკეტში გასაღები გადაატრიალა და მარტო დატოვა სახლი, გამოკეტილი, ჩარაზული.
She banged the door, turned the key in the lock, and left the house alone, shut up, locked.
162405.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
სახლიდან წავიდნენ, სახლი მიატოვეს.
The house was left, the house was deserted.
162406.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მიატოვეს, როგორც ნიჟარა ქვიშის გორაკზე, რომელიც ახლა, სიცოცხლისგან დაცლილი, მშრალი მარილის მარცვლებით ივსება.
It was left like a shell on a sandhill to fill with dry salt grains now that life had left it.
162407.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
თითქოს უსასრულოდ გრძელი ღამე დასადგურდა მასში.
The long night seemed to have set in.
162408.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ცელქმა ნიავქარებმა, ცმაცუნით, ნოტიო ფშვინვით და ფათურით, როგორც ჩანს, გამარჯვება მოიპოვეს.
The trifling airs, nibbling, the clammy breaths, fumbling, seemed to have triumphed.
162409.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ქვაბი დაიჟანგა და ფარდაგი დალპა.
The saucepan had rusted and the mat decayed.
162410.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
გომბეშოებმა გზა გაიკვლიეს სახლში.
Toads had nosed their way in.
162411.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
უაზროდ, უმიზნოდ შეირხა შალი, და აქეთ-იქით დაიწყო რწევა.
Idly, aimlessly, the swaying shawl swung to and fro.
162412.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
საკუჭნაოს თავზე, კრამიტებს შორის ნარშავმა ამოყო თავი.
A thistle thrust itself between the tiles in the larder.
162413.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მერცხლებმა მისაღებ ოთახში გაიკეთეს ბუდე.
The swallows nested in the drawing-room.
162414.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
იატაკი ჩალით მოიფინა.
The floor was strewn with straw.
162415.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ბათქაში გორებად ცვიოდა ძირს.
The plaster fell in shovelfuls.
162416.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ყაყაჩოებს გეორგინებს შორის ეხარათ.
Poppies sowed themselves among the dahlias.
162417.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მდელოზე გრძელი ბალახი ბიბინებდა.
The lawn waved with long grass.
162418.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
უშველებელი მიწავაშლები გუმბათებივით თავს დასდგომოდნენ ვარდებს.
Giant artichokes towered among roses.
162419.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ფოჩებიანი მიხაკი კომბოსტოებში ამოწვერილიყო.
A fringed carnation flowered among the cabbages.
162420.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
რა ძალას შესწევს უნარი, შეაჩეროს ეს უსაზღვრო ნაყოფიერება, ბუნების ეს უგუნურება? მისიზ მაკნების გონებაში ქალბატონის, მისი შვილის, რძის წვნიანით სავსე თეფშის ზმანება?
What power could now prevent the fertility, the insensibility of nature? Mrs. McNab’s dream of a lady, of a child, of a plate of milk soup?