მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162421.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ამან კედლებზე მზის ნათელ ლაქასავით გადაიფრინა და გაუჩინარდა.
It had wavered over the walls like a spot of sunlight and vanished.
162422.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
თქვა, ერთი ქალის ძალას აღემატება ასეთი სახლის დალაგებაო.
It was beyond the strength of one woman, she said.
162423.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
არასოდეს გამოუგზავნიათ, ერთხელაც არ მოუწერიათ.
They never sent, they never wrote.
162424.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მხოლოდ შუქურის სხივი შემოიპარებოდა ხოლმე ოთახებში ორიოდ წამით, ნაჩქარევ მზერას მიმოავლებდა საწოლებს და ზამთრის წყვდიადით მოცულ კედლებს, გულგრილად შეხედავდა ნარშავს და მერცხლებს, ვირთხებს და ჩალას.
Only the Lighthouse beam entered the rooms for a moment, sent its sudden stare over bed and wall in the darkness of winter, looked with equanimity at the thistle and the swallow, the rat and the straw.
162425.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მათ ახლა ვეღარაფერი შეაკავებდა.
Nothing now withstood them.
162426.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
დამსხვრეული მინის და ფაიფურის ჭურჭელი თავის ნებაზე ეყარა მოლზე და ბალახში და კენკრას შერეოდა.
The broken glass and the china lie out on the lawn and be tangled over with grass and wild berries.
162427.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
რადგან ახლა ის წამი დადგა, მერყეობის, როცა რიჟრაჟი აცახცახდება, ღამე შეყოვნდება, როცა ერთი ბუმბულიც საკმარისია, რომ სასწორს დაეცეს და გადაწონოს.
For now had come that moment, that hesitation when dawn trembles and night pauses, when if a feather alight in the scale it will be weighed down.
162428.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
გაპარტახებულ ოთახში მოპიკნიკეები ჩაიდანს აადუღებენ, შეყვარებულები თავშესაფარს იპოვიან და შიშველ ფიცარნაგზე წამოწვებიან.
In the ruined room, picnickers would have lit their kettles, lovers sought shelter there, lying on the bare boards.
162429.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მეცხვარე კი აგურებზე გაიწყობს სადილს, და მაწანწალა პალტოში ჩაიფუთნება, რომ სიცივისგან დაიცვას თავი.
And the shepherd stored his dinner on the bricks, and the tramp slept with his coat round him to ward off the cold.
162430.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მერე სახურავიც ჩამოიშლება, ასკილი და კონიო ბილიკს დაბურავს.
Then the roof would have fallen, briars and hemlocks would have blotted out path.
162431.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
გაიზრდება, უსწორმასწოროდ, მაგრამ ხარბად მოედება მიწაყრილს, სანამ რომელიმე უნებართვოდ შემოსული გზააბნეული მოხეტიალე არ მიხვდება, – მხოლოდ იმით, რომ სადღაც ჭინჭრებში აფრიკული მანათობელი შროშანის ცეცხლოვან ყვავილებს, ან კონიოში გაჩხერილ ფაიფურის ჭურჭლის ნატეხებს დალანდავს, – რომ აქ ოდესღაც ვიღაცას უცხოვრია, რომ აქ ოდესღაც სახლი იდგა.
It would have grown, unequally but lustily over the mound, until some trespasser, losing his way, could have told only by a red-hot poker among the nettles, or a scrap of china in the hemlock, that here once some one had lived, there had been a house.
162432.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მისიზ მაკნები კვნესოდა, მისიზ ბასტის ღრჭიალებდა.
Mrs. McNab groaned, Mrs. Bast creaked.
162433.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ბებრები იყვნენ, ფეხები სტკიოდათ.
They were old, their legs ached.
162434.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
როგორც იქნა, მოვიდნენ გრძელი ცოცხებით და სათლებით აღჭურვილები.
They came with their brooms and pails at last.
162435.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
შეიძლება ამ ზაფხულს ჩამოსულიყვნენ, ყველაფერი ბოლო წუთისთვის მოიტოვეს, მოელოდნენ, რომ ყველაფერი ისე დახვდებოდათ, როგორც დატოვეს.
They might be coming for the summer, had left everything to the last, expected to find things as they had left them.
162436.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ნელა, დიდი გაჭირვებით, ცოცხითა და ვედროთი, შეუდგნენ ხეხვას, წმენდას და ხვეწას, და მისიზ მაკნებმა და მისიზ ბასტმა, ნგრევა და ლპობა შეაჩერეს.
Slowly and painfully, with broom and pail, mopping, scouring, Mrs. McNab, Mrs. Bast, stayed the corruption and the rot.
162437.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ჯორჯმა, მისიზ ბასტის ბიჭმა, ვირთხები დაიჭირა და ბალახი გაკრიჭა.
George, Mrs. Bast’s son, caught the rats, and cut the grass.
162438.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
დურგლებიც მოიყვანეს.
They had the builders.
162439.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მორყეული კარის ანჯამები და ჭრიალა კარის ურდულები, ნესტით გაფუყული ხის ავეჯის გაჭედილი კარები და უჯრები შეაკეთებინეს.
Attended with the creaking of hinges and the screeching of bolts, the slamming and banging of damp-swollen woodwork.
162440.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ჟანგმოდებულ სახლს თითქოს მძიმე მშობიარობა დაეწყო, როცა ქალები ჩაიცუცქებოდნენ, ფეხზე დგებოდნენ, კვნესოდნენ, მღეროდნენ, ისმოდა ტყაპუნი, ჯახუნი, ხან ზედა სართულზე, ხან ქვემოთ, სარდაფში.
Some rusty laborious birth seemed to be taking place, as the women, stooping, rising, groaning, singing, slapped and slammed, upstairs now, now down in the cellars.