მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162441.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
დროდადრო საძინებელ ოთახში შედიოდნენ, ან კაბინეტში ჩაის დასალევად და შუადღისთვის შრომას წყვეტდნენ ხოლმე, სახეგამურულები, ცოცხის ტარის ჭერით მოჭმუჭნილი და მოკრუნჩხული ხელებით,
They drank their tea in the bedroom sometimes, or in the study, breaking off work at mid-day with the smudge on their faces, and their old hands clasped and cramped with the broom handles.
162442.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მისიზ მაკნებს ტელესკოპი თავისით მოაჯდა თვალზე და სინათლის რგოლში მოხუცი ჯენტლმენი დაინახა.
The telescope fitted itself to Mrs. McNab’s eyes, and in a ring of light she saw the old gentleman.
162443.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
დანამდვილებით არც მისიზ ბასტმა იცოდა რამე.
Mrs. Bast didn’t know for certain either.
162444.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ახალგაზრდა ბატონიც გარდაცვლილა. ეს კი დანამდვილებით იცოდა.
The young gentleman was dead. That she was sure.
162445.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
გაზეთებში ამოიკითხა მისი სახელი და გვარი.
She had read his name in the papers.
162446.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მათლაფა წვნიანი ყოველთვის შემონახული ჰქონდა მეგისთვის, შეიძლება ლორის ნაჭერიც შემოენახა, რაც მორჩებოდა.
She saved a plate of soup for Maggie, a bite of ham, sometimes, whatever was over.
162447.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
იმ დროს მშვენივრად ცხოვრობდნენ.
They lived well in those days.
162448.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ყველაფერი ჰქონდათ, რასაც კი მოისურვებდნენ (მარჯვედ, ხალისიანად, ცხელი ჩაით გამთბარი, ბავშვების ოთახის ბუხრის ცხაურასთან მოკალათებული მისიზ მაკნები მოგონებების გორგლის დაშლას შეუდგა).
They had everything they wanted (glibly, jovially, with the tea hot in her, she unwound her ball of memories, sitting in the wicker arm chair by the nursery fender).
162449.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
აღმოსავლეთის ქვეყნებში მეგობრები ჰყავდათ.
They had friends in eastern countries.
162450.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ერთხელ ნახა, როგორ მისხდომოდნენ ყველანი ერთად სადილის სუფრას.
She had seen them once through the dining-room door all sitting at dinner.
162451.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მან სთხოვა, დარჩი, რეცხვაში მომეხმარეო, შუაღამეც გადასული იქნებოდა.
She asked to stay help wash up, might be till after midnight.
162452.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ფანჯრის რაფაზე გადაეყუდა.
She leant out of the window.
162453.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
უყურებდა, როგორ ცელავდა ჯორჯი ბალახს.
She watched George scything the grass.
162454.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
უყურებდა, როგორ ცელავდა ბალახს მისი ვაჟი.
She watched her son scything.
162455.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
როგორც იქნა, რამდენიმე დღის შრომის, ბალახის კრეჭისა და მიწის თხრის შემდეგ ფანჯრებიდან გადმოყარეს მტვრის საწმენდი ჩვრები, ჩარაზეს ფანჯრები, სახლში ყველა ოთახის კარი ჩაკეტეს, სადარბაზო კარი გაიჯახუნეს.
At last, after days of labour within, of cutting and digging without, dusters were flicked from the windows, the windows were shut to, keys were turned all over the house, the front door was banged.
162456.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
და გეგონებოდათ, წმენდამ და ხეხვამ და ცელვამ და კრეჭამ ჩაახშოო, უცებ ძლივს გასაგონად მოისმა ჰანგი, ის წყვეტილი მუსიკა, რომელსაც გაჭირვებით მოვკრავთ ხოლმე ყურს და მერე ვივიწყებთ, ძაღლის ყეფა, ძროხის ბღავილი, უჩვეულოდ, წყვეტილად, და მაინც, რაღაცით ერთმანეთთან კავშირში მყოფი.
And as if the cleaning and the scrubbing and the scything and the mowing had drowned it there rose that half-heard melody, that intermittent music which the ear half catches but lets fall, a bark, a bleat, irregular, intermittent, yet somehow related.
162457.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მწერების ბზუილი, მოჭრილი ბალახის ჟრჟოლა, ცალ-ცალკე, და მაინც, თანაზიარი.
The hum of an insect, the tremor of cut grass, dissevered yet somehow belonging.
162458.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ბორბლის ჭრიალი, ხმამაღალი, ხმადაბალი, მაგრამ იდუმალად დაკავშირებული.
The squeak of a wheel, loud, low, but mysteriously related.
162459.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
რასაც ყური გაჭირვებით უყრის თავს და რაც ურთიერთთანხმობის ზღვარზეა მუდამ, მაგრამ გარკვევით მაინც არასოდეს გვესმის, და ვერც ვერასოდეს პოვებენ თანხმობას ბოლომდე, და ამ ყველაფრის შემდგომ, საღამოობით, ერთიმეორის მიყოლებით, ხმები ნელინელ ქრება, თანხმობას ენა ებმის, და სრული სიჩუმე იწყებს გამეფებას.
Which the ear strains to bring together and is always on the verge of harmonising, but they are never quite heard, never fully harmonised, and at last, in the evening, one after another the sounds die out, and the harmony falters, and silence falls.
162460.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მზის ჩასვლისთანავე სიმკვეთრე იკარგება, და ნისლის ჩამოწოლასავით ჩამოწვება სიჩუმე, სიჩუმე იფანტება და ქარიც ჩადგება.
With the sunset sharpness was lost, and like mist rising, quiet rose, quiet spread, the wind settled.