მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162461.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
ლილი ბრისკომ მძიმე ჩანთა შეატანინა სახლში სექტემბრის ერთ გვიან საღამოს.
Lily Briscoe had her bag carried up to the house late one evening in September.
162462.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 9
მისტერ კარმაიკლი იმავე მატარებლით ჩამოვიდა.
Mr. Carmichael came by the same train.
162463.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
შემდეგ მართლა დამყარდა მშვიდობა.
Then indeed peace had come.
162464.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
შეტყობინებებს მშვიდობის თაობაზე ზღვა ფშვინვით მოაქროლებდა ხმელეთისაკენ.
Messages of peace breathed from the sea to the shore.
162465.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ლილი ბრისკომ თავი ბალიშზე დადო სუფთა ოთახში და ზღვის ხმა ჩაესმა.
Lily Briscoe laid her head on the pillow in the clean still room and heard the sea.
162466.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ღია ფანჯრიდან სამყაროს მშვენიერების ისეთი ჩუმი ფშვინვა მოისმოდა, ჩურჩულივით.
Through the open window the voice of the beauty of the world came murmuring.
162467.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ხვეწნა-მუდარით მიმართავს მძინარეებს, რომ თუკი ისინი სანაპიროზე გასვლას თავად არ მოისურვებენ, შტორები მაინც გადახსნან ფართოდ და გაიხედონ გარეთ შიგნიდან.
entreating the sleepers, if they would not actually come down to the beach itself at least to lift the blind and look out.
162468.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
სახლი ისევ აივსო ხალხით, მისიზ ბექვიზი ჩამოვიდა, მისტერ კარმაიკლიც.
The house was full again, Mrs. Beckwith was staying there, also Mr. Carmichael.
162469.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ისინი დაინახავენ, როგორ ეშვება ღამე, თავზე გვირგვინი რომ ადგას უკვე, კვერთხიც უპყრია მოოჭვილი ძვირფასი თვლებით და მიხვდებიან, რომ მცირეწლოვან ყრმასაც კი შეუძლია, თვალებში ჩახედოს მას.
They would see then night flowing down, his head crowned, his sceptre jewelled, and how in his eyes a child might look.
162470.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ლილის ქანცი გასძვრა მგზავრობის მერე და თითქმის მყისვე ჩაეძინა.
Lily was tired out with travelling and slept almost at once.
162471.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
მაგრამ მისტერ კარმაიკლი სანთლის შუქზე წიგნის კითხვას განაგრძობდა
Mr. Carmichael read a book by candlelight.
162472.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
მაშინ უხმოდ და უსაყვედუროდ, ხმა თავის სიმღერას იმღერებს ღამე.
Gently then without complaint and argument, the voice would sing its song.
162473.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ნაზად მიეხლება ტალღები ნაპირს (ლილის ესმოდა მათი ხმა ძილში).
Gently the waves would break (Lily heard them in her sleep).
162474.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ნაზად გაკრთება შუქი (ეჩვენებოდა, ქუთუთოებშიც ჩამოეღვენთა თითქოს).
Tenderly the light fell (it seemed to come through her eyelids).
162475.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ის ხმა მართლაც შეიძლება ისევ აჟღერებულიყო, როცა წყვდიადის ფარდა შემოეხვია სახლს.
Indeed the voice might resume, as the curtains of dark wrapped themselves over the house.
162476.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
მისიზ ბექვიზი, მისტერ კარმაიკლი და ლილი ბრისკო, იწვნენ ასე და თვალზე კუნაპეტის რამდენიმე ფენა ედებოდათ.
Mrs. Beckwith, Mr. Carmichael, and Lily Briscoe so that they lay with several folds of blackness on their eyes.
162477.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
რატომ არ შეიძლება მივიღოთ ეს, დავჯერდეთ ამას, ვიკმაროთ და უხმოდ დავეთანხმოთ?
Why not accept this, be content with this, acquiesce and resign?
162478.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ღამე ბნელ საბურველში ახვევდა ყველას.
The night wrapped them.
162479.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
მათ არაფერი უფრთხობდა ძილს, სანამ ჩიტებმა არ ამოყვეს თავი და გარიჟრაჟმა არ ჩაიქსოვა მათი ხმები კრიალა სითეთრეში, ურიკამ არ ჩაიარა რახრახით, სადღაც ძაღლმა არ დაიყეფა, მზემ კი ფარდები წამოსწია, მძინარეთა თვალსაბურავი გაარღვია და ლილი ბრისკო შეაკრთო ძილში.
Nothing broke their sleep, until, the birds beginning and the dawn weaving their thin voices in to its whiteness, a cart grinding, a dog somewhere barking, the sun lifted the curtains, broke the veil on their eyes, and Lily Briscoe stirring in her sleep.
162480.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
ის ისე ჩააფრინდა საბანს, როგორც კლდისპირა ხავსს ეჭიდება უფსკრულიდან გადავარდნის შიშით შეპყრობილი ადამიანი.
She clutched at her blankets as a faller clutches at the turf on the edge of a cliff.