მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162481.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
თვალები ფართოდ გაახილა.
Her eyes opened wide.
162482.
გზა შუქურისკენ | დრო მიდის, თავი 10
აი, ისევ აქ ვარო, გაიფიქრა, და წამში წამოჯდა საწოლზე, თამამად წელგამართული, ფხიზელი.
Here she was again, she thought, sitting bold upright in bed, awake.
162483.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რას შეიძლება ნიშნავდეს?
What does it mean then, what can it all mean?
162484.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეკითხებოდა ლილი ბრისკო თავის თავს, და რაკი მარტო იყო იმ დროს, დაინტერესდა, უხერხული ხომ არ იქნებოდა სამზარეულოში კიდევ ერთი ფინჯანი ყავის გამოსატანად გასვლა, ან აქ მოეცადა?
Lily Briscoe asked herself, wondering whether, since she had been left alone, it behoved her to go to the kitchen to fetch another cup of coffee or wait here.
162485.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
რას ნიშნავს ეს? – ციტატა, რომელიც რომელიღაც წიგნიდან აიტაცა, მის ფიქრებს უცნაურად მიესადაგა, რადგან უჭირდა რემზებთან ჩამოსულს ამ პირველ დილას გრძნობების მოთოკვა, და მხოლოდ ამ ერთი ფრაზით შეეძლო გამოეხატა სულიერი სიცარიელე, სანამ ეს აფორიაქება არ ჩაცხრებოდა.
What does it mean? — a catchword that was, caught up from some book, fitting her thought loosely, for she could not, this first morning with the Ramsays, contract her feelings, could only make a phrase resound to cover the blankness of her mind until these vapours had shrunk.
162486.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
რადგან მართლაცდა რას გრძნობდა ახლა, როცა ამდენი წლის შემდეგ უცებ ისევ დაბრუნდა ამ სახლში, მაშინ, როცა მისიზ რემზი მკვდარია?
For really, what did she feel, come back after all these years and Mrs. Ramsay dead?
162487.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
არაფერს, არაფერს – არაფერს ისეთს, რის გამოხატვაც შეეძლო.
Nothing, nothing — nothing that she could express at all.
162488.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა, როცა ყველაფერი ისეთი იდუმალი, ჩაბნელებული იყო.
She had come late last night when it was all mysterious, dark.
162489.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ახლა კი ეღვიძა და თავის ოდინდელ ადგილზე იჯდა სუფრასთან, ოღონდაც მარტო.
Now she was awake, at her old place at the breakfast table, but alone.
162490.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
თანაც ჯერ ძალიან ადრე იყო, ჯერ რვაც არ იქნებოდა.
It was very early too, not yet eight.
162491.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
შუქურაზე აპირებდნენ ასვლას, მისტერ რემზი, კემი და ჯეიმსი.
They were going to the Lighthouse, Mr. Ramsay, Cam, and James.
162492.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
წესით უკვე წასულებიც უნდა ყოფილიყვნენ – მოქცევისთვის უნდა მიესწროთ.
They should have gone already — they had to catch the tide.
162493.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
კემი კი ჯერ მზად არ იყო და არც ჯეიმსი იყო მზად, ნენსის კი სენდვიჩების დაკვეთა დავიწყნოდა წინა დღით და მისტერ რემზიმ მოთმინება დაკარგა და კარის ჯახუნით გავიდა ოთახიდან.
And Cam was not ready and James was not ready and Nancy had forgotten to order the sandwiches and Mr. Ramsay had lost his temper and banged out of the room.
162494.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
„რაღა აზრი აქვს ახლა წასვლას?“ ჯაჯღანით თქვა გაალმასებულმა.
"What’s the use of going now?" he had stormed.
162495.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ნენსი გაუჩინარდა.
Nancy had vanished.
162496.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ის კი ისევ აქ იყო, ბოლთას სცემდა ტერასაზე განრისხებული.
There he was, marching up and down the terrace in a rage.
162497.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ლილი გონივრულად ურჩევდა – ჩაის, თამბაქოს და გაზეთებსო.
At any other time Lily could have suggested reasonably tea, tobacco, newspapers.
162498.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს? ნეტავი რას უზიხარ აქ, ბოლოს და ბოლოს?
What does one do? Why is one sitting here, after all?
162499.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
სახლი, ადგილი, დილა, ყველაფერი თითქოს ეუცხოებოდა.
The house, the place, the morning, all seemed strangers to her.
162500.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
გრძნობდა, მისი ადგილი არ იყო აქ, არაფერი აკავშირებდა აქაურობასთან, აქ ნებისმიერი რამ შეიძლება მომხდარიყო, და რაც მართლა ხდებოდა – ვიღაცის ფეხის ხმა გარეთ, ვიღაცის დაძახება, შეკითხვა იყო, თითქოს კავშირი, რომელიც ჩვეულებრივ არსებობს საგანთა შორის, გაწყდა.
She had no attachment here, she felt, no relations with it, anything might happen, and whatever did happen, a step outside, a voice calling, was a question, as if the link that usually bound things together had been cut.