მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162501.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
რა ფუჭია ეს ყველაფერი, რა არეულ-დარეული, რა უცნაური და არაბუნებრივი, ფიქრობდა, თან თავის ცარიელ ყავის ფინჯანს დასცქეროდა.
How aimless it was, how chaotic, how unreal it was, she thought, looking at her empty coffee cup.
162502.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მისიზ რემზი გარდაიცვალა, ენდრიუ მოკლეს, ფრუც გარდაიცვალა – და რამდენჯერაც უნდა გაემეორებინა ეს, მაინც არანაირ გრძნობას არ აღუძრავდა.
Mrs. Ramsay dead, Andrew killed, Prue dead too — repeat it as she might, it roused no feeling in her.
162503.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
და ჩვენ ყველამ ასეთ სახლში მოვიყარეთ თავი, ასეთ დილას, ამბობდა, და თან ფანჯარაში იყურებოდა.
And we all get together in a house like this on a morning like this, she said, looking out of the window.
162504.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მშვენიერი, მშვიდი დღე თენდებოდა.
It was a beautiful still day.
162505.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
უეცრად, როცა მას ჩაუარა, მისტერ რემზიმ თავი მოატრიალა და პირდაპირ თვალებში ჩახედა, მისთვის ჩვეული, შემცბარი მზერა მიაპყრო, რომელიც იმდენად გამჭოლი იყო, გეგონებოდათ, დაგინახა, სულ ერთი წამით, ერთხელ და სამარადისოდო.
Suddenly Mr. Ramsay raised his head as he passed and looked straight at her, with his distraught wild gaze which was yet so penetrating, as if he saw you, for one second, for the first time, for ever.
162506.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
და მან თავი მოიკატუნა, ვითომ ცარიელი ფინჯნიდან ყავას შეექცეოდა, რათა მისგან თავი დაეღწია – რათა მისი დაჟინებული მოთხოვნა აერიდებინა, რათა ერთი წამით მაინც შეეყოვნებინა მისი მბრძანებლური ნება-სურვილი.
and she pretended to drink out of her empty coffee cup so as to escape him — to escape his demand on her, to put aside a moment longer that imperious need.
162507.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
და მან თავი დაუქნია მას და სიარული განაგრძო („მარტოდმარტო“, გაიგონა, როგორ თქვა თავისთვის, „დაღუპული“) და როგორც ყველაფერი სხვა, ამ უცნაურ დილით, ეს სიტყვებიც სიმბოლოებად გადაიქცა და ასოები თავისით გამოიწერა ირგვლივ, ყველა მომწვანო-რუხ კედელზე.
And he shook his head at her, and strode on ("Alone" she heard him say, "Perished") and like everything else this strange morning the words became symbols, wrote themselves all over the grey-green walls.
162508.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ბებერი მისტერ კარმაიკლი ბარბაცით შემოვიდა ოთახში, ყავა გამოიტანა, აიღო თავისი ფინჯანი და გარეთ გავიდა, მზეზე დასაჯდომად.
Old Mr. Carmichael came padding softly in, fetched his coffee, took his cup and made off to sit in the sun.
162509.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეს უჩვეულო წარმოსახვითი გაუცხოება შემაშფოთებელი გახდა მაგრამ თან ამაღელვებელიც იყო.
The extraordinary unreality was frightening but it was also exciting.
162510.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
დაღუპულები. მარტოდმარტო.
Perished. Alone.
162511.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეს რუხმომწვანო შუქი პირდაპირ კედელზე.
The grey-green light on the wall opposite.
162512.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ცარიელი ადგილები.
The empty places.
162513.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
და თითქოს ნებისმიერ ჩარევას შეეძლო იმ მყიფე ფორმის დანგრევა, რომელსაც მაგიდაზე აგებდა წარმოსახვაში, ფანჯარას ზურგი აქცია, რომ მისტერ რემზის არ დაენახა.
As if any interruption would break the frail shape she was building on the table she turned her back to the window lest Mr. Ramsay should see her.
162514.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
სადმე უნდა დაიმალოს, სადმე უნდა განმარტოვდეს, და უცებ გაახსენდა.
She must escape somewhere, be alone somewhere, suddenly she remembered.
162515.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
როცა ათი წლის წინათ აქ, ამ მაგიდასთან იჯდა, მოჩითულ სუფრაზე ერთი ყლორტი თუ ფოთოლი დაინახა, უეცრად გონება გაუნათდა და გამოსავალს მიაგნო.
When she had sat there last ten years ago there had been a little sprig or leaf pattern on the table-cloth, which she had looked at in a moment of revelation.
162516.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ის სურათი აღარც დაუმთავრებია.
She had never finished that picture.
162517.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
სწორედ ახლა დახატავს იმ სურათს.
She would paint that picture now.
162518.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
სად არის ჩემი საღებავები? დიახ, მისი საღებავები.
Where were her paints? Her paints, yes.
162519.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
წუხელ ხომ ჰოლში დატოვა ისინი.
She had left them in the hall last night.
162520.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მარდად წამოდგა, სანამ მისტერ რემზი მოასწრებდა დაბრუნებას.
She got up quickly, before Mr. Ramsay turned.