მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162521.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მოლბერტი, როგორც სჩვეოდა, შინაბერასთვის დამახასიათებელი ზუსტი მოძრაობით, სახლის წინ, მინდვრის განაპირას დადგა, მისტერ კარმაიკლთან არცთუ ძალიან ახლოს, მაგრამ თან ისე ახლოს, რომ მისი დახმარებით თავდაცვა შეძლებოდა.
She pitched her easel with her precise old maidish movements on the edge of the lawn, not too close to Mr. Carmichael, but close enough for his protection.
162522.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
დიახ, ზუსტად ეს უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ათი წლის წინათ იდგა.
Yes, it must have been precisely here that she had stood ten years ago.
162523.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
კედელი, ბუჩქნარის ღობე, ხე.
The wall, the hedge, the tree.
162524.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მთელი ამ წლების მანძილზე გონებაში ატარებდა მას.
She had borne it in her mind all these years.
162525.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მაგრამ, თუ მისტერ რემზი დაატყდებოდა თავს, ვერაფერს გახდებოდა.
But with Mr. Ramsay bearing down on her, she could do nothing.
162526.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
დაიხრებოდა, შებრუნდებოდა, ჩვარს დაავლებდა ხელს, ტუბს გამოწურავდა.
She stooped, she turned, she took up this rag, she squeezed that tube.
162527.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
რადგან საკმარისია, ოდნავი შანსი მიეცა, მას წამით უსაქმოდ დაენახა, ან შეენიშნა, რომ მისკენ გაექცა თვალი, უმალ თავს დააცხრებოდა და ეტყოდა იმას, რაც წუხელ უთხრა, „ძალიან შეცვლილები გეჩვენებით, ალბათ“.
For if she gave him the least chance, if he saw her disengaged a moment, looking his way a moment, he would be on her, saying, as he had said last night, "You find us much changed".
162528.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
წუხელ ადგა და წინ დაუდგა, და სწორედ ეს თქვა.
Last night he had got up and stopped before her, and said that.
162529.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მისიზ ბექვიზმა თქვა რაღაც ჭკვიანური.
Mrs. Beckwith said something sensible.
162530.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მაგრამ ეს იყო შეუთავსებელი ვნებებით აღსავსე სახლი – ამას მთელი საღამოს განმავლობაში გრძნობდა.
But it was a house full of unrelated passions — she had felt that all the evening.
162531.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მხოლოდ ჯეიმსმა (რა თქმა უნდა, ჯეიმს პირქუშმა) ბრაზიანად გახედა ლამპას და კემმა ცხვირსახოცი დაიხვია თითზე.
Only James (certainly the Sullen) scowled at the lamp and Cam screwed her handkerchief round her finger.
162532.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ვინმეს რომ გაებედა და ეთქვა, არაო, უთუოდ სასოწარკვეთილების მორევში ჩავარდებოდა.
Had they dared say No he would have flung himself tragically backwards into the bitter waters of despair.
162533.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ტრაგიზმის გამოხატვის საოცარი ნიჭი ჰქონდა.
Such a gift he had for gesture.
162534.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ხელმწიფეს ჰგავდა დევნილობაში.
He looked like a king in exile.
162535.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ჯეიმსმა შეუპოვრად უთხრა, დიახ, კემმა უფრო საცოდავად ამოილუღლუღა.
Doggedly James said yes, Cam stumbled more wretchedly.
162536.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
დიახ, რა თქმა უნდა, დიახ, ორივენი მზად იქნებოდნენ, თქვეს.
Yes, oh, yes, they’d both be ready, they said.
162537.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეს ხომ ტრაგედიაა – არა სუდარა, ფერფლი და მიწა;
This was tragedy — not palls, dust, and the shroud.
162538.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ჯეიმსი თექვსმეტისაა, კემი კი, ალბათ, ჩვიდმეტის.
James was sixteen, Cam, seventeen, perhaps.
162539.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მან მიმოიხედა, ვიღაცას ეძებდა, ვიღაცა დააკლდა თვალში, ალბათ, მისიზ რემზი.
She had looked round for some one who was not there, for Mrs. Ramsay, presumably.
162540.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მაგრამ იქ მხოლოდ კეთილი მისიზ ბექვიზი იჯდა და ნათურის შუქზე ჩანახატებს ათვალიერებდა.
But there was only kind Mrs. Beckwith turning over her sketches under the lamp.