მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162541.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
შესანიშნავი ღამე იყო, ვარსკვლავებით გაჩაღებული; როცა ზედა სართულზე ადიოდნენ, ტალღების ხმა მოესმათ;
It was a wonderful night, starlit, the waves sounded as they went upstairs.
162542.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მთვარის დანახვამ გააოცა ისინი, უშველებელი, მკრთალი მთვარე კიბის ფანჯრიდან დაინახეს.
The moon surprised them, enormous, pale, as they passed the staircase window.
162543.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
სუფთა ტილო მოლბერტზე მყარად დაამაგრა, როგორც ზღუდე, მყიფე, მაგრამ მისი აზრით, საკმარისად მტკიცე, რომ მისტერ რემზი და მისი კატეგორიულობა აერიდებინა.
She set her clean canvas firmly upon the easel, as a barrier, frail, but she hoped sufficiently substantial to ward off Mr. Ramsay and his exactingness.
162544.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მაგრამ გამორიცხულია.
But it was out of the question.
162545.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
თუნდაც ორმოცდაათი მილით იყოს დაშორებული, თუნდაც არაფერი გითხრას, თუნდაც ვერ გხედავდეს, ის მაინც ყველგან შეაღწევს, ყველგან გაიმარჯვებს და იბატონებს, ყველას თავს მოახვევს თავის აზრს.
Let him be fifty feet away, let him not even speak to you, let him not even see you, he permeated, he prevailed, he imposed himself.
162546.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ის ყველაფერს ცვლიდა.
He changed everything.
162547.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ლილი ფერს ვეღარ არჩევდა; ხაზს ვეღარ ავლებდა; მაშინაც კი, როცა ზურგი შეაქცია, მხოლოდ ამაზე ფიქრობდა, „მაგრამ მეორე წამს თავზე წამომადგება და რამეს მომთხოვს“, რამე ისეთს, რასაც, გრძნობდა, ის ვერ გაიღებდა.
She could not see the colour; she could not see the lines; even with his back turned to her, she could only think, But he’ll be down on me in a moment, demanding — something she felt she could not give him.
162548.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ერთი ფუნჯი გადადო; მეორე აირჩია.
She rejected one brush; she chose another.
162549.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეს კაცი ხომ, ფიქრობდა და ბრაზი ერეოდა, ხომ არაფერს გაიღებს.
That man, she thought, her anger rising in her, never gave.
162550.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მეორე მხრივ, იგი, იძულებული გახდება, დაუთმოს.
She, on the other hand, would be forced to give.
162551.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მისიზ რემზი უთმობდა, გასცემდა, გასცემდა, გასცემდა, გარდაიცვალა – და ეს ყველაფერი მიატოვა.
Mrs. Ramsay had given, giving, giving, giving, she had died — and had left all this.
162552.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მართლა გაბრაზდა მისიზ რემზიზე.
Really, she was angry with Mrs. Ramsay.
162553.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ხელში ფუნჯი ეკავა, თითები ოდნავ უკანკალებდა და უყურებდა ღობეს, კიბეს, კედელს.
With the brush slightly trembling in her fingers she looked at the hedge, the step, the wall.
162554.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეს ყველაფერი ხომ მისიზ რემზის ნახელავია. ის კი მკვდარია.
It was all Mrs. Ramsay’s doing. She was dead.
162555.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ხოლო ლილი, ორმოცდაოთხი წლის ასაკში, აქაა და უქმად კარგავს დროს, არაფრის კეთება არ შეუძლია, დგას აქ უქმად, მხატვრობანას თამაშობს, ისეთ რამეს ეთამაშება, რასაც, წესით, არ უნდა ეთამაშებოდეს, და ეს მისტერ რემზის ბრალია.
Here was Lily, at forty-four, wasting her time, unable to do a thing, standing there, playing at painting, playing at the one thing one did not play at, and it was all Mrs. Ramsay’s fault.
162556.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
კიბე, სადაც ის ჩამოჯდებოდა ხოლმე, ცარიელია.
The step where she used to sit was empty.
162557.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ის მკვდარია.
She was dead.
162558.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
მაგრამ რა საჭიროა ამის წარამარა გამეორება?
But why repeat this over and over again?
162559.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
რატომ ცდილობს ყოველთვის, ისეთ გრძნობებზე იფიქროს, რომლებიც არ გააჩნია?
Why be always trying to bring up some feeling she had not got?
162560.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ეს ხომ ერთგვარი მკრეხელობაა.
There was a kind of blasphemy in it.