მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162561.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
არ უნდა მოეწვიათ, არ უნდა ჩამოსულიყო.
They ought not to have invited her, she ought not to have come.
162562.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ორმოცდაოთხი წლის ასაკში ადამიანი დროს ფუჭად არ უნდა ფლანგავდესო, გაიფიქრა.
One can’t waste one’s time at forty-four, she thought.
162563.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ფუნჯი ხომ ერთადერთი საიმედო იარაღია ამ ბრძოლის, ამ ნგრევის, ამ არეულ-დარეულ სამყაროში.
A brush, the one dependable thing in a world of strife, ruin, chaos.
162564.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
თითქოს თავზე წამოადგა და ეუბნება, ტილოს არ უნდა მიეკარო, სანამ არ მომცემ იმას, რასაც შენგან ვითხოვო.
You shan’t touch your canvas, he seemed to say, bearing down on her, till you’ve given me what I want of you.
162565.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
ისევ მოუახლოვდა, გაუმაძღარი, აფორიაქებული.
Here he was, close upon her again, greedy, distraught.
162566.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
რა თქმა უნდა, მასაც შეუძლია, სხვების მიბაძვით გაითამაშოს გულისხმიერება, აღტაცება, მორჩილება, რაც ამდენი ქალის სახეზე უნახავს (მაგალითად, მისიზ რემზის სახეზე), როცა რომელიღაც ამდაგვარი გარემოების გამო სახე უბრწყინავთ – გაახსენდა მისიზ რემზის სახე – თანაგრძნობით, აღტაცებით აღტყინებულებს იმ ჯილდოს ხათრით, რომელსაც იღებენ, და მართალია, მისთვის გაუგებარი მიზეზებით არ ესმოდა როგორ, რანაირად, ისეთ უზენაეს ნეტარებას განიცდიდნენ, რომლის განცდაც კი შეუძლია ადამიანის ბუნებას.
Surely, she could imitate from recollection the glow, the rhapsody, the self-surrender, she had seen on so many women’s faces (on Mrs. Ramsay’s, for instance) when on some occasion like this they blazed up — she could remember the look on Mrs. Ramsay’s face — into a rapture of sympathy, of delight in the reward they had, which, though the reason of it escaped her, evidently conferred on them the most supreme bliss of which human nature was capable.
162567.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
და აი, მოვიდა, გვერდით დაუდგა.
Here he was, stopped by her side.
162568.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 1
იგი იმდენს გაიღებდა მისთვის, რამდენსაც შეძლებდა.
She would give him what she could.
162569.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მეტისმეტად მოცუცქნული, ჩია ეჩვენა, მაგრამ უშნო – არა.
She looked a little skimpy, wispy, but not unattractive.
162570.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მას მოსწონდა ის.
He liked her.
162571.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ამბობდნენ, თითქოს უილიამ ბენქსს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
There had been some talk of her marrying William Bankes once, but nothing had come of it.
162572.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მის ცოლს ძალიან უყვარდა ის.
His wife had been fond of her.
162573.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
საუზმობისას რაღაცაზე ძალიან გაღიზიანდა.
He had been a little out of temper too at breakfast.
162574.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მერე კი, მერე – ეს ერთი იმ წამთაგანი იყო, როცა რაღაც უსაშველო მოთხოვნილება უბიძგებდა, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებდა რატომ, ახლოს მისულიყო ნებისმიერ ქალთან, და იმდენად სჭირდებოდა ეს, რომ სულერთია, რა გზით, იძულებული გაეხადა, გაეღო მისთვის ის, რაც მას უნდოდა: თანაგრძნობა.
And then, and then — this was one of those moments when an enormous need urged him, without being conscious what it was, to approach any woman, to force them, he did not care how, his need was so great, to give him what he wanted: sympathy.
162575.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ჯობდა, დროზე წასულიყო აქედან, ვიდრე თანაგრძნობის ნიაღვარი შემოაწვებოდა: წარმოუდგენლად დაძაბული იყო.
She ought to have floated off instantly upon some wave of sympathetic expansion: the pressure on her was tremendous.
162576.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
საშინელი პაუზა ჩამოვარდა.
There was an awful pause.
162577.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ორივენი ზღვას გასცქეროდნენ.
They both looked at the sea.
162578.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
გაიფიქრა მისტერ რემზიმ, რატომ უყურებს ზღვას, როცა მე აქ ვარ?
Why, thought Mr. Ramsay, should she look at the sea when I am here?
162579.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
და მაშინვე, რაღაც პირველყოფილი აღტყინებით (რადგან მართლა აღარ შეეძლო მეტად ამის ატანა), ისეთი ოხვრა აღმოხდა, რომ ვერ მოიძებნებოდა ამქვეყნად ვერც ერთი ქალი, რომელიც რამეს არ იღონებდა, სიტყვას მაინც არ შეაწევდა – ჩემ გარდა, ნებისმიერი ასე მოიქცეოდაო, გაიფიქრა ლილიმ და საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე.
Instantly, with the force of some primeval gust (for really he could not restrain himself any longer), there issued from him such a groan that any other woman in the whole world would have done something, said something — all except myself, thought Lily, girding at herself bitterly.
162580.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მისტერ რემზიმ გულით ამოიკვნესა, ის იცდიდა.
Mr. Ramsay sighed to the full, he waited.