მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162581.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
არაფერს ეტყვის? ვერ ხედავს, რას ითხოვს მისგან?
Was she not going to say anything? Did she not see what he wanted from her?
162582.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მერე უთხრა, შუქურაზე წასასვლელად განსაკუთრებული მიზეზი მაქვსო.
Then he said he had a particular reason to go to the Lighthouse.
162583.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
იმ უბედურ ბიჭს, შუქურის მცველის ვაჟს, ძვლის ტუბერკულოზი სჭირს.
There was a poor boy with a tuberculous hip, the lightkeeper’s son.
162584.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ღრმად ამოიხვნეშა, მრავალმნიშვნელოვნად ამოიხვნეშა.
He sighed profoundly, he sighed significantly.
162585.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ლილის კი მხოლოდ ის უნდოდა, რომ დარდის ამ უსაშველო ნიაღვარს, თანაგრძნობის ამ დაუოკებელ შიმშილს, მოთხოვნას, ამ კაცის ნებას მთლიანად დაჰყოლოდა, და იცოდა, კიდეც რომ მოქცეულიყო ასე, მაინც ვერ უშველიდა ვერაფერს, რადგან ნაღვლის იმხელა მარაგი ჰქონდა, რომ სამუდამოდ ეყოფოდა.
All Lily wished was that this enormous flood of grief, this insatiable hunger for sympathy, this demand that she should surrender herself up to him entirely, and even so he had sorrows enough to keep her supplied for ever.
162586.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
„ასეთი ლაშქრობები“, თქვა მისტერ რემზიმ, თან ფეხი მიწაზე გაახახუნა, „ნამდვილი სატანჯველია“.
"Such expeditions," said Mr. Ramsay, scraping the ground with his toe, "are very painful".
162587.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ლილის არც ახლა უთქვამს რამე (რა უსულგულოა, რა გულქვაა, გაიფიქრა მან).
Still Lily said nothing (She is a stock, she is a stone, he said to himself).
162588.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
„არაქათს გაცლის“, დასძინა ისეთი ავადმყოფური გამომეტყველებით, რომ ლილის გული აერია (ეს კაცი თამაშობს, გრძნობდა, ეს დიდი კაცი საკუთარი თავის ტრაგედიას დგამს), ხელებზე დაიხედა.
"They are very exhausting," he said, looking, with a sickly look that nauseated her (he was acting, she felt, this great man was dramatising himself), at his beautiful hands.
162589.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
რა საშინელებაა, რა უწესობაა, ნუთუ აღარასოდეს გამოჩნდებიან? ფიქრობდა თავისთვის, რადგან ვეღარ იტევდა დარდის იმ უშველებელ სიმძიმეს, ვეღარ უბამდა მხარს მწუხარების ამ მძიმე საბურავს ვერც ერთი წუთით.
It was horrible, it was indecent, would they never come, she asked, for she could not sustain this enormous weight of sorrow, support these heavy draperies of grief a moment longer.
162590.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
თითქოს ამბობდა, ერთი ამას დამიხედეთ, და მერე – მე შემომხედეთო, სინამდვილეში კი შინაგანად გამუდმებით მოუწოდებდა, ჩემზე იფიქრეთ, ჩემზე იფიქრეთო.
Look at him, he seemed to be saying, look at me, and indeed, all the time he was feeling, Think of me, think of me.
162591.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ეჰ, ნეტავი ის ბედოვლათი მათთან ოდნავ უფრო ახლოს იყოს!
Ah, could that bulk only be wafted alongside of them.
162592.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
სულ ცოტათი, ერთი იარდით მაინც უფრო ახლოს რომ დაედგა ეს მოლბერტი მასთან, კაცი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც გინდა იყოს, შეანელებდა გრძნობების ამ ამოფრქვევას, ამ გულისმომკვლელ მოთქმა-გოდებას.
Had she only pitched her easel a yard or two closer to him, a man, any man, would staunch this effusion, would stop these lamentations.
162593.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
– ოო, მისტერ რემზი! ძვირფასო მისტერ რემზი! აი, რას იტყოდა მყისვე, და თან ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, ის კეთილი მოხუცი ქალი, მისიზ ბექვიზი, ჩანახატებს რომ აკეთებს.
— Oh, Mr. Ramsay! Dear Mr. Ramsay! That was what that kind old lady who sketched, Mrs. Beckwith, would have said instantly, and rightly.
162594.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მის ეს უზომო სიბრალული საკუთარი თავის მიმართ, დაჟინება, რომ შეიბრალონ და თანაუგრძნონ, თითქოს გუბესავით დაიღვარა მათ ფერხთით, და ერთადერთი, რაც ამ უბედურმა ცოდვილმა მოიმოქმედა, ის იყო, რომ კაბის ქობა წამოიწია ოდნავ, რომ არ დასველებულიყო.
His immense self-pity, his demand for sympathy poured and spread itself in pools at their feet, and all she did, miserable sinner that she was, was to draw her skirts a little closer round her ankles, lest she should get wet.
162595.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
იდგა სრულ სიჩუმეში და ხელში ფუნჯს აწვალებდა.
In complete silence she stood there, grasping her paint brush.
162596.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
სახლიდან ხმები მოესმა.
She heard sounds in the house.
162597.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ალბათ ჯეიმსი და კემი მოდიან.
James and Cam must be coming.
162598.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მაგრამ მისტერ რემზიმ, თითქოს იგრძნო, ცოტა დროღა დამრჩაო, დაგროვილი დარდის უშველებელი სიმძიმე თავზე დაანთხია მას, სიბერე, ამქვეყნიური წარმავალობა, სრული სიმარტოვე.
But Mr. Ramsay, as if he knew that his time ran short, exerted upon her solitary figure the immense pressure of his concentrated woe, his age, his frailty, his desolation.
162599.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
შენიშნა, რომ ყელიან ფეხსაცმელებზე ზონრები არ ჰქონდა შეკრული.
He noticed that his boot-laces were untied.
162600.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
რა არაჩვეულებრივი ყელიანი ფეხსაცმელებიაო, გაიფიქრა ლილიმ, და დააკვირდა, რელიეფური, ბრწყინვალე ყელიანი ფეხსაცმელები, როგორც ყველაფერი, რაც მისტერ რემზის ეცვა, გაცვეთილი ჰალსტუხით დაწყებული და ნახევრად შეხსნილი ჟილეტით დამთავრებული.
Remarkable boots they were too, Lily thought, looking down at them: sculptured, colossal, like everything that Mr. Ramsay wore, from his frayed tie to his half-buttoned waistcoat.