მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162601.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
„რა მშვენიერი ფეხსაცმელებია!“ უნებურად შესძახა მან და საკუთარი საქციელის შერცხვა.
"What beautiful boots!" she exclaimed and she was ashamed of herself.
162602.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მან სისხლმდინარე ხელები უჩვენა, დაჭრილი გული გადაუშალა და სიბრალულს, თანაგრძნობას ითხოვდა მისგან, და ამ დროს ის მხიარულად ეუბნება, ოჰ, რა მშვენიერი ფეხსაცმელები გაცვიათო! იცოდა, რასაც იმსახურებდა, და აიხედა მომლოდინედ, რადგან ეგონა, მისტერ რემზის ჩვეულ ბრაზიან, გამანადგურებელ ღრიალს გაიგონებდა.
He had shown her his bleeding hands, his lacerated heart, and asked her to pity them, then to say, cheerfully, "Ah, but what beautiful boots you wear!" deserved, she knew, and she looked up expecting to get it in one of his sudden roars of ill temper complete annihilation.
162603.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
თუმცა, მისტერ რემზიმ გაიღიმა.
Instead, Mr. Ramsay smiled.
162604.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ყელიანი ფეხსაცმელები კაცთა მოდგმის უმთავრესი წყევლათაგანიაო, თქვ მან.
Boots are among the chief curses of mankind, he said.
162605.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
„მეწაღეებმა ხომ მოვალეობად გაიხადეს“, განაგრძო მან, „ადამიანის ფეხის დასახიჩრება და წამება“.
"Bootmakers make it their business," he exclaimed, "to cripple and torture the human foot".
162606.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ისინი ადამიანთაგან ყველაზე ჯიუტი და თავნება ხალხია.
They are also the most obstinate and perverse of mankind.
162607.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
თანაც, თურმე ისინი მსოფლიოში უნაზესი ტყავისგან იყო შეკერილი.
They were made of the finest leather in the world, also.
162608.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ტყავეულის მეტი წილი ხეშეში ქაღალდი და მუყაოა.
Most leather was mere brown paper and cardboard.
162609.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
გული მოულბა მის მიმართ.
Her heart warmed to him.
162610.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
„აბა, ახლა ვნახოთ, თასმების გამონასკვა თუ გეხერხებათ“, უთხრა მან.
"Now let me see if you can tie a knot," he said.
162611.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მას თავისი საკუთარი მიგნება გაანდო.
He showed her his own invention.
162612.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
თუ ასე განასკვავთ, არასოდეს აღარ გაიხსნებაო.
Once you tied it, it never came undone.
162613.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
სამჯერ გაუნასკვა თასმა, სამჯერ გახსნა.
Three times he knotted her shoe, three times he unknotted it.
162614.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
რაღა მაინცდამაინც ამ სრულიად შეუფერებელ მომენტში, როცა მისტერ რემზი დახრილი იყო მის წინ, რომ ფეხსაცმლის თასმა შეეკრა მისთვის, რაღა მაინცდამაინც მაშინ გაუჩნდა გულისშემძვრელი თანაგრძნობა მის მიმართ, როცა თვითონაც დაიხარა, სისხლი მოაწვა სახეზე, და დაფიქრდა საკუთარ გულგრილობაზე, იგრძნო, როგორ მოაწვა რაღაც და როგორ აუწვა თვალები ცრემლებმა?
Why, at this completely inappropriate moment, when he was stooping over her shoe, should she be so tormented with sympathy for him that, as she stooped too, the blood rushed to her face, and, thinking of her callousness she felt her eyes swell and tingle with tears?
162615.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ის თასმებს ნასკვავს, ფეხსაცმელებსაც ყიდულობს.
He tied knots, he bought boots.
162616.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ტერასაზე გამოჩნდნენ.
They appeared on the terrace.
162617.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
და უეცრად სრული სიცარიელის გრძნობა დაეუფლა, იმედგაცრუების.
For she felt a sudden emptiness, a frustration.
162618.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
იგი სახელოვან, ხანდაზმულ მამაკაცად გადაიქცა, რომელსაც არაფერში სჭირდებოდა ის.
He had become a very distinguished, elderly man, who had no need of her.
162619.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
თავი დამცირებულად იგრძნო.
She felt snubbed.
162620.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
კემი საწვიმრის მოსატანად გაგზავნა.
He sent Cam for a cloak.