მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162621.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
წელში გამართული ბელადის იერი ჰქონდა, რომელიც სალაშქროდ ემზადებოდა.
He had all the appearance of a leader making ready for an expedition.
162622.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მერე გზას გაუდგა, ჩვეული მხედრული ნაბიჯით, დიდებული ყელიანი ფეხსაცმელებით, თან ყავისფერ ხაოიან ქაღალდში გამოკრული ფუთები მიჰქონდა, დაღმა დაუყვა გზას, შვილები კი უკან მიჰყვნენ.
Then, wheeling about, he led the way with his firm military tread, in those wonderful boots, carrying brown paper parcels, down the path, his children following him.
162623.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
გაიფიქრა, ბავშვებს ისეთი იერი აქვთ, გეგონება, ბედმა რაღაც მკაცრი გეგმა დაუსახა, და ისინიც მინდობიან მას, ჯერ იმდენად ნორჩები არიან, რომ მამის კვალს უნდა მიჰყვნენ თვინიერად, მორჩილად.
They looked, she thought, as if fate had devoted them to some stern enterprise, and they went to it, still young enough to be drawn acquiescent in their father’s wake, obediently.
162624.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
თავაზიანად, მაგრამ ცივად, შორიდან, მისტერ რემზიმ ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად.
Politely, but very distantly, Mr. Ramsay raised his hand and saluted her as they passed.
162625.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
რამ გახადა ასეთი?
What had made it like that?
162626.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
სამზარეულოს მაგიდა რაღაც წარმოსახვითია, უბრალო, სადა, რაღაც შიშველი, მყარი, არადეკორატიული.
The kitchen table was something visionary, austere, something bare, hard, not ornamental.
162627.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
არც ფერი ადევს, ცარიელი კიდეები და კუთხეებია, უკომპრომისოდ მარტივია.
There was no colour to it, it was all edges and angles, it was uncompromisingly plain.
162628.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
მაგრამ მისტერ რემზი ყოველთვის დაჟინებით აკვირდებოდა ხოლმე, თვალს არ აცილებდა და თავს უფლებას არ აძლევდა, ყურადღება გაფანტვოდა, ანდა თავი მოეტყუებინა, და ასე გრძელდებოდა, სანამ მასაც არ დაედო სახეზე სიძველის და ასკეტურობის იერი და არ შეითვისა მაგიდის უსამშვენისო სილამაზე, რომელიც ასეთ ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე.
But Mr. Ramsay kept always his eyes fixed upon it, never allowed himself to be distracted or deluded, until his face became worn too and ascetic and partook of this unornamented beauty which so deeply impressed her.
162629.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ალბათ ეჭვები ჭამდა მაგიდის თაობაზე.
He must have had his doubts about that table.
162630.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
იყო თუ არა ის ნამდვილი მაგიდა, იმსახურებდა თუ არა იმდენ დროს, რამდენიც მასზე საფიქრელად გაიღო.
whether the table was a real table, whether it was worth the time he gave to it.
162631.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
და ალბათ სწორედ ამაზე საუბრობდნენ ხოლმე ღამღამობით, იეჭვა მან.
That was what they talked about late at night sometimes, she suspected.
162632.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
და ამას, როგორც ახსოვს, ის მოულოდნელი გამოცოცხლება მოჰყვა, უეცარი აფეთქება (როცა მან მისი ყელიანი ფეხსაცმელები შეაქო), სასიცოცხლო ძალების განახლება, რომელიც ასევე გაუჩინარდა და გარდაიქმნა (ის ხომ მუდამ გარდაიქმნებოდა და არაფერს მალავდა) მეორე, საბოლოო მდგომარეობად, რომელიც მისთვის უცხო იყო და ახალი, და რამაც, აღიარა გუნებაში, სირცხვილის გრძნობით განმსჭვალა საკუთარი გაღიზიანების გამო, როცა დაინახა, რომ მან თითქოს ჩამოიფერთხა ყველა ეჭვი და შფოთვა და ამბიცია და თანაგრძნობის იმედი და შექების მოთხოვნილება, გადავიდა რომელიღაც სხვა სიბრტყეში, და თითქოს ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, ახლა უტყვ საუბარში ჩაითრია, თავის თავთან თუ ვინმე სხვასთან, და მიუძღოდა წინ პატარა პროცესიას ყველასგან მიუწვდომელი.
And then, she recalled, there was that sudden revivification, that sudden flare (when she praised his boots), that sudden recovery of vitality, which too passed and changed (for he was always changing, and hid nothing) into that other final phase which was new to her and had, she owned, made herself ashamed of her own irritability, when it seemed as if he had shed worries and ambitions, and the hope of sympathy and the desire for praise, had entered some other region, as if by curiosity, in dumb colloquy, whether with himself or another, at the head of that little procession out of one’s range.
162633.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
გასაოცარი სახე!
An extraordinary face!
162634.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 2
ჭიშკარი გაჯახუნდა.
The gate banged.
162635.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
უყურებდა ტილოს, თითქოს ის თავისით ამოტივტივდა და დადგა მის წინ, თეთრი და შეუვალი.
She saw her canvas as if it had floated up and placed itself white and uncompromising before her.
162636.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
თითქოს ცივი მზერით საყვედურობდა ლილის უაზრო ფაციფუცის და ფორიაქის გამო, ქარაფშუტობის და გრძნობების ფლანგვის გამო.
It seemed to rebuke her with its cold stare for all this hurry and agitation, for this folly and waste of emotion.
162637.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
გაშტერებული შესცქეროდა ტილოს.
She looked blankly at the canvas.
162638.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მისტერ რემზის თანდასწრებით აღელვებულმა, მცდარი ფუნჯი აიღო ხელში, ხოლო მოლბერტი, ასე გაღიზიანებულმა რომ ჩაარჭო მიწაში, არასწორი კუთხით იდგა.
She had taken the wrong brush in her agitation at Mr. Ramsay’s presence, and her easel, rammed into the earth so nervously, was at the wrong angle.
162639.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
და ახლა, ხელი ასწია და ფუნჯი შემართა.
And now she took her hand and raised her brush.
162640.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მტკივნეული, მაგრამ ამაღელვებელი ბედნიერებით აუცახცახდა ჰაერში ხელი სულ ერთი წამით.
For a moment her hand stayed trembling in a painful but exciting ecstasy in the air.