მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162641.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
საიდან უნდა დაიწყოს?
Where to begin?
162642.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ტილოზე გასმული ერთი ხაზიც კი უთვალავ რისკზე წასვლას, ხშირი და შეუქცევადი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა.
One line placed on the canvas committed her to innumerable risks, to frequent and irrevocable decisions.
162643.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მაინც, უნდა წახვიდე რისკზე, ნიშანი უნდა დასვა.
Still the risk must be run, the mark made.
162644.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მან პირველი გადამწყვეტი მონასმი გააკეთა.
She made her first quick decisive stroke.
162645.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ფუნჯი დაეშვა, თეთრ ტილოზე ყავისფრად გაიელვა, კვალი დატოვა.
The brush descended, it flickered brown over the white canvas, it left a mark.
162646.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
და ასე, შეყოვნებებით, მან მოცეკვავე რიტმულ მოძრაობას მიაღწია, თითქოს შეყოვნებები რიტმის ერთი ნაწილი იყო, ფუნჯის მოსმა კი – მეორე, და ყველაფერს ერთმანეთთან კავშირი ჰქონდა.
And so pausing she attained a dancing rhythmical movement, as if the pauses were one part of the rhythm and the strokes another, and all were related.
162647.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
და ასე, მსუბუქად და სხარტად, პაუზებით, დარტყმებით, მან ტილო ყავისფერი აფორიაქებული ხაზებით დასერა, და როგორც კი ტილოზე ხვდებოდნენ, ხაზები უმალ კრავდნენ სივრცეს.
And so, lightly and swiftly pausing, striking, she scored her canvas with brown running nervous lines which had no sooner settled there than they enclosed a space.
162648.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ქვემოთ, ერთი ტალღის სიღრმეში მეორე ტალღას ხედავდა, რომელიც სულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა.
Down in the hollow of one wave she saw the next wave towering higher and higher.
162649.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
რა შეიძლება იყოს ამ სივრცეზე უფრო შემზარავი?
For what could be more formidable than that space?
162650.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ესეც ხომ ურთიერთობის რთული სახეობაა.
It was an exacting form of intercourse anyhow.
162651.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ყოველთვის (იქნებ მისი ხასიათის, იქნებ მისი სქესის გამო, თვითონაც არ იცოდა მიზეზი), როცა ჩვეულებრივი ყოფის მშვიდ დინებას ფერწერის გაფაციცებულ შრომაზე ცვლიდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს გაშიშვლდა, თითქოს ჯერ არშობილი სული იყო, სული, რომელსაც სხეული გამოაცალეს და ქარში, რომელიღაც მაღალი შენობის ქიმზე გამოკიდებული ორჭოფობს.
Always (it was in her nature, or in her sex, she did not know which) before she exchanged the fluidity of life for the concentration of painting she had a few moments of nakedness when she seemed like an unborn soul, a soul reft of body, hesitating on some windy pinnacle.
162652.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მაშ რატომღა სჩადის ამას?
Why then did she do it?
162653.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მას დამლაგებლების საძინებელში გამოკიდებენ.
It would be hung in the servants’ bedrooms.
162654.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
დაახვევენ და ტახტის ქვეშ შეტენიან.
It would be rolled up and stuffed under a sofa.
162655.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ხატვა არ შეგიძლია, წერა არ შეგიძლია, ჩურჩულებდა მონოტონურად, თან აღელვებული განიხილავდა შეტევის გეგმას.
Can’t paint, can’t write, she murmured monotonously, anxiously considering her plan of attack.
162656.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
გრძნობდა, როგორ აწვებოდა თვალებზე.
She felt it pressing on her eyeballs.
162657.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
რა თქმა უნდა, კარგავდა გარე სამყაროს აღქმის უნარს.
Certainly she was losing consciousness of outer world.
162658.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ამას ჩარლზ ტენსლი ეუბნებოდა ხოლმე, გაახსენდა, ქალებს ხატვა არ შეუძლიათ, წერა არ შეუძლიათო.
Charles Tansley used to say that, she remembered, women can’t paint, can’t write.
162659.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
„დაუმუშავებელი თამბაქოა“, ამბობდა, „ხუთი პენსი ერთი უნცია“, თავს იწონებდა თავისი სიღარიბით, თავისი პრინციპებით.
"Shag tobacco," he said, "fivepence an ounce," parading his poverty, his principles.
162660.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
თუმცა ომმა ნესტარი გამოაცალა მის ქალურობას.
But the war had drawn the sting of her femininity.