მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162661.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მას ყოველთვის რაღაც წიგნი ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი – მეწამულყდიანი.
He was always carrying a book about under his arm — a purple book.
162662.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ქარიანი დილა იყო.
It was a windy morning.
162663.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ყველანი სანაპიროზე ჩავიდნენ.
They had all gone down to the beach.
162664.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მისიზ რემზი დაჯდა და წერილებს წერდა კლდის პირას, წერდა და წერდა.
Mrs. Ramsay sat down and wrote letters by a rock, she wrote and wrote.
162665.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
„ოო“, თქვა მან, როცა ზღვაში რაღაც მოტივტივე შენიშნა, „ზღვის კიბოს საჭერი კალათაა? თუ ამოყირავებული გემი?“
"Oh," she said, looking up at something floating in the sea, "is it a lobster pot? Is it an upturned boat?"
162666.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ისეთი ახლომხედველი იყო, რომ ვერაფერს არჩევდა, და მაშინ ჩარლზ ტენსლიმ იმდენად კეთილი გახდა, რამდენადაც შეეძლო.
She was so short-sighted that she could not see, and then Charles Tansley became as nice as he could possibly be.
162667.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
აღარ ახსოვს, რას ამბობდნენ, მხოლოდ ის ახსოვს, როგორ ტყორცნიდნენ კენჭებს ის და ჩარლზი და რა კარგად იგრძნეს თავი სრულიად მოულოდნელად და მისიზ რემზი კი თვალს ადევნებდა ორივეს.
What they said she could not remember, but only she and Charles throwing stones and getting on very well all of a sudden and Mrs. Ramsay watching them.
162668.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მისიზ რემზი, გაიფიქრა მან, ნაბიჯი უკან გადადგა და თვალები მოწკურა.
Mrs. Ramsay, she thought, stepping back and screwing up her eyes.
162669.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
უთვალავ წერილს წერდა და ხანდახან ქარი მოსტაცებდა რომელიმეს.
She wrote innumerable letters, and sometimes the wind took them.
162670.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მაგრამ რამოდენა ძალა იყო ადამიანის სულში! - გაიფიქრა მან.
But what a power was in the human soul! she thought.
162671.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ის ქალი, იქ რომ იჯდა კლდის ძირას, ყველაფერს მარტივად წყვეტდა, მთელ ამდენ ბრაზს და გაღიზიანებას ისე იცილებდა თავიდან, როგორც ძველმანებს.
That woman sitting there writing under the rock resolved everything into simplicity, made these angers, irritations fall off like old rags.
162672.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
შეაკოწიწებდა თავისებურად ამას და იმას და მერე ასე პოულობდა გამოსავალს საცოდავი სიბრიყვიდან და ღვარძლიდან (ის და ჩარლზი ხომ ხანდახან კინკლაობდნენ, ლამის ხელჩართულ ჩხუბს მართავდნენ, ენამწარობდნენ), რაღაცას ქმნიდა – მაგალითად, ის სცენა სანაპიროზე, მეგობრობის და ურთიერთსიმპათიის ის წამი – რომელიც გადარჩა, ურღვევად, ამდენი წლის შემდეგ.
She brought together this and that and then this, and so made out of that miserable silliness and spite (she and Charles squabbling, sparring, had been silly and spiteful) something — this scene on the beach for example, this moment of friendship and liking — which survived, after all these years complete.
162673.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
„როგორიც რომელიმე ხელოვნების ნიმუშს“, გაიმეორა, თან ტილოდან მისაღები ოთახის შესასვლელი კიბისკენ გააპარა თვალი.
“Like a work of art,” she repeated, looking from her canvas to the drawing room steps.
162674.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
სულ ერთი წამით მაინც უნდა დაისვენოს.
She must rest for a moment.
162675.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
რა არის ცხოვრების აზრი? სულ ეს იყო – მარტივი კითხვა.
What is the meaning of life? That was all — a simple question.
162676.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
სამაგიეროდ ყოველდღიურად ხდება სასწაულები, მოულოდნელად ასანთი აინთება სიბნელეში.
Instead there were little daily miracles, matches struck unexpectedly in the dark.
162677.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ის და ჩარლზ ტენსლი და ტალღების დგაფუნი, ისინი მისიზ რემზიმ დააკავშირა, მისიზ რემზიმ თქვა, „სიცოცხლევ, აქ შეჩერდი“.
herself and Charles Tansley and the breaking wave, Mrs. Ramsay bringing them together, Mrs. Ramsay saying, "Life stand still here".
162678.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მისიზ რემზიმ იმ წამისგან რაღაც მარადიული შექმნა (რის გაკეთებასაც სხვა სფეროში ლილი თავადაც ცდილობდა, ცდილობდა წამისგან რაღაც მარადიული შეექმნა).
Mrs. Ramsay making of the moment something permanent (as in another sphere Lily herself tried to make of the moment something permanent).
162679.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
„სიცოცხლევ, აი, აქ შეჩერდი,“ ამბობდა ხოლმე მისიზ რემზი, „მისიზ რემზი! მისიზ რემზი!“ იმეორებდა ის.
Life stand still here, Mrs. Ramsay said, "Mrs. Ramsay! Mrs. Ramsay!" she repeated.
162680.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ამ ყველაფერს მას უნდა უმადლოდეს.
She owed it all to her.