მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162681.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს ჯერ არავის ეღვიძა სახლში.
All was silence, nobody seemed yet to be awake in the house.
162682.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ბუნდოვანი ფიქრი თითქოს სრულ თანხმობაში იყო ამ მშვიდ სახლთან, ამ დილის ბურუსთან, ამ მშვენიერი დილის ჰაერთან.
The faint thought seemed in consonance with this quiet house, this smoke, this fine early morning air.
162683.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ბუნდოვანი და შეუცნობი, ის გასაოცრად წმინდა და ამაღელვებელი იყო.
Faint and unreal, it was amazingly pure and exciting.
162684.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
იმედი ჰქონდა, რომ არავინ გააღებდა ფანჯარას და არავინ გამოვიდოდა სახლიდან გარეთ, მხოლოდ იმას, რომ მარტო დარჩენა და ფიქრის გაგრძელება შეძლოს, ხატვის გაგრძელება შეძლოს.
She hoped nobody would open the window or come out of the house, but that she might be left alone to go on thinking, to go on painting.
162685.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
იგი ისევ მიუბრუნდა ტილოს.
She turned to her canvas.
162686.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
აფრებს სწორედ ახლა შლიდნენ.
The sail was even now being hoisted.
162687.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
მან გადაწყვიტა, რომ სწორედ იქ, იმ ძალიან შორეულ და სრულიად ჩუმ პაწია ნავში იჯდა მისტერ რემზი, კემთან და ჯეიმსთან ერთად.
She decided that there in that very distant and entirely silent little boat Mr. Ramsay was sitting with Cam and James.
162688.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 3
ახლა აუშვეს კიდეც აფრა.
Now they had got the sail up.
162689.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
აფრებს მათ თავზე გაჰქონდა ტკაცატკუცი.
The sails flapped over their heads.
162690.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
წყალი ხითხითებდა და ეხლებოდა ნავის ფერდებს, რომელიც უძრავად თვლემდა მზეში.
The water chuckled and slapped the sides of the boat, which drowsed motionless in the sun.
162691.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
შიგადაშიგ აფრები ნიავს აიკრავდა, მაგრამ, როგორც დაუვლიდა, ისევე მალე ჩერდებოდა.
Now and then the sails rippled with a little breeze in them, but the ripple ran over them and ceased.
162692.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ნავი ადგილიდან არ იძვროდა.
The boat made no motion at all.
162693.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მისტერ რემზი ნავის შუაში იჯდა.
Mr. Ramsay sat in the middle of the boat.
162694.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ცოტაც, და მოთმინებას დაკარგავსო, ფიქრობდა ჯეიმსი და ფიქრობდა კემიც, რომელიც მამას უყურებდა, მამა კი ნავის შუაში იჯდა, მათ შორის (ჯეიმსს ნავის საჭე ეპყრა, კემი ნავის წინა ნაწილში იჯდა) და ფეხები მაგრად ჰქონდა ერთმანეთზე გადაჭდობილი.
He would be impatient in a moment, James thought, and Cam thought, looking at her father, who sat in the middle of the boat between them (James steered, Cam sat alone in the bow) with his legs tightly curled.
162695.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ვერ იტანდა შეყოვნებას.
He hated hanging about.
162696.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
რასაკვირველია, ერთ-ორ წამს ადგილზე იწრიალა, რაღაცა უხეშად უთხრა მაკალისტერის ბიჭს, რომელმაც ხელი დაავლო თავის ნიჩბებს და მოსმას შეუდგა.
Sure enough, after fidgeting a second or two, he said something sharp to Macalister’s boy, who got out his oars and began to row.
162697.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ისინი ძალით წამოიყვანა.
He had made them come.
162698.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
იძულებული გახადა, წამოსულიყვნენ.
He had forced them to come.
162699.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
სანაპირომდე მთელი გზა ფეხის თრევით გამოიარეს ერთმანეთის კვალდაკვალ, მიუხედავად იმისა, რომ უსიტყვოდ მოუწოდებდა, „ჩქარა იარეთ, ჩქარა იარეთო“.
All the way down to the beach they had lagged behind together, though he bade them "Walk up, walk up," without speaking.
162700.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
თავჩაქინდრული მიაბიჯებდნენ, თავები ისე დაეხარათ, თითქოს სასტიკ ქარს ემალებოდნენ.
Their heads were bent down, their heads were pressed down by some remorseless gale.