მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162701.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი.
Speak to him they could not.
162702.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ფეხდაფეხ უნდა მიჰყოლოდნენ ყავისფერ ქაღალდის ფუთებით ხელში.
They must walk behind him carrying brown paper parcels.
162703.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ გზაში, როცა ასე მიაბიჯებდნენ, უსიტყვოდ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ტირანიისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გაეწიათ წინააღმდეგობა.
But they vowed, in silence, as they walked to resist tyranny to the death.
162704.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
სიტყვას არ იტყოდნენ და მხოლოდ შიგადაშიგ გაიხედავდნენ იქით, სადაც ის იჯდა, ერთმანეთზე გადაჭდობილი, მოკეცილი მუხლებით.
They would say nothing, only look at him now and then where he sat with his legs twisted.
162705.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
იმედი ჰქონდათ, რომ მთელი ლაშქრობა ჩაიფუშებოდა და უკან მოუწევდათ დაბრუნება, ფუთებიანად, ნაპირზე.
They hoped the whole expedition would fail, and they would have to put back, with their parcels, to the beach.
162706.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ ახლა, როცა მაკალისტერის ბიჭმა ნიჩბებს მოუსვა და ცოტა ღრმად შეიჭრნენ ზღვაში, აფრები ოდნავ დაიბერა, ნავმა სვლას უმატა, აუჩქარა და გაქროლდა.
But now, when Macalister’s boy had rowed a little way out, the sails slowly swung round, the boat quickened itself, flattened itself, and shot off.
162707.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და იმწამსვე, თითქოს რაღაც დიდი ტვირთი მოეხსნაო, მისტერ რემზიმ მოკრუნჩხული ფეხები გაშალა, ქისიდან თამბაქო ამოიღო, უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა რაღაც და მაკალისტერს მიაწოდა, და იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი იწვალეს, სავსებით კმაყოფილი იყო.
Instantly, as if some great strain had been relieved, Mr. Ramsay uncurled his legs, took out his tobacco pouch, handed it with a little grunt to Macalister, and they knew, for all they suffered, perfectly content.
162708.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მისტერ რემზი დაუსვამდა კითხვას მაკალისტერს – ალბათ იმ ძლიერი ქარიშხლის შესახებ, შარშან ზამთარში რომ ამოვარდა – და მოხუცი მაკალისტერიც უპასუხებდა და ერთად გააბოლებდნენ ჩიბუხებს, მაკალისტერი აიღებდა გაკუპრულ ბაწარს, განასკვავდა ან გაშლიდა ნასკვებს, ხოლო ბიჭი ითევზავებდა, და ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა არავის.
Mr. Ramsay would ask old Macalister a question — about the great storm last winter probably — and old Macalister would answer it, and they would puff their pipes together, and Macalister would take a tarry rope, tying or untying some knot, and the boy would fish, and never say a word to any one.
162709.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ჯეიმსი იძულებული იქნება, გამუდმებით თვალი ეჭიროს იალქანზე.
James would be forced to keep his eye all the time on the sail.
162710.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
რადგან, თუ დაავიწყდება, მაშინ იალქანი მოიჭმუჭნება, ჟრჟოლას დაიწყებს და ნავი სვლას შეანელებს, ხოლო მისტერ რემზი მკაცრად დაუყვირებს, ფხიზლად იყავი, ფხიზლად იყავიო! და ბებერი მაკალისტერი ნელა შემოტრიალდება ადგილზე.
For if he forgot, then the sail puckered and shivered, and the boat slackened, and Mr. Ramsay would say sharply, "Look out! Look out!" and old Macalister would turn slowly on his seat.
162711.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
აი, გაიგონეს კიდეც, როგორ ჰკითხა მისტერ რემზიმ მაკალისტერს შობას ამოვარდნილი ქარიშხლის თაობაზე.
So they heard Mr. Ramsay asking some question about the great storm at Christmas.
162712.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
„მოვარდა და დაბზრიალდა“, თქვა მაკალისტერმა და შარშანდელი ქარიშხლის ამბის აღწერას შეუდგა, ათი გემი კი მანამდე ყურეში შეიყვანეს და მან დაინახა, რომ „ერთი იქ იყო, ერთი იქ, ერთი იქ“, (თან თითი ნელა შემოავლო ყურეს).
"She comes driving round the point," old Macalister said, describing the great storm last Christmas, when ten ships had been driven into the bay for shelter, and he had seen "one there, one there, one there" (he pointed slowly round the bay).
162713.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მისტერ რემზი ყურადღებით უსმენდა, თავი მიატრიალა.
Mr. Ramsay followed him, turning his head.
162714.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
დაუნახავს, როგორ იყო ოთხი კაცი გემის ანძებს ჩაფრენილი.
He had seen four men clinging to the mast.
162715.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
„ბოლოს, როგორც იქნა, გამოვათრიეთ“, განაგრძო მან (მაგრამ იმის გამო, რომ გაბრაზებულები იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ შიგადაშიგ ჩაესმოდათ სიტყვები, რადგან ნავის ორ განაპირა კიდეში ისხდნენ, ტირანიის წინააღმდეგ სიკვდილამდე ბრძოლაზე წინასწარ შეთანხმებულები).
"And at last we shoved her off," he went on (but in their anger and their silence they only caught a word here and there, sitting at opposite ends of the boat, united by their compact to fight tyranny to the death).
162716.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შიგადაშიგ თუ მოკრავდნენ ხოლმე ყურს სიტყვებს, წამით არ გამოჰპარვიათ, რომ მათი მამა ხან წინ გადაიხრებოდა, ხან ხმას აუწყობდა მაკალისტერის ხმას.
And though they only caught a word here and there, they were conscious all the time of their father — how he leant forward, how he brought his voice into tune with Macalister’s voice.
162717.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
თამბაქოს ეწეოდა და იქით იყურებოდა, საითაც მაკალისტერი მიუთითებდა, ის ტკბებოდა იმაზე ფიქრით, რომ ქარიშხალში, უკუნ წყვდიადში მეთევზეები სიკვდილს ებრძოდნენ.
Puffing at his pipe, and looking there and there where Macalister pointed, he relished the thought of the storm and the dark night and the fishermen striving there.
162718.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მას ხიბლავდა, რომ მამაკაცები მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან და ოფლს ღვრიან ქარიშხლიან სანაპიროზე ღამით.
He liked that men should labour and sweat on the windy beach at night.
162719.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ჯანს და ჭკუას არ ზოგავენ ტალღების და ქარის დასამარცხებლად.
Pitting muscle and brain against the waves and the wind.
162720.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მას მოსწონდა, რომ კაცები ასე შრომობენ, ქალები კი ოჯახს უვლიან, მძინარე ბავშვებს სდარაჯობენ, მაშინ, როცა მამაკაცები სადღაც ზღვაში, გრიგალში იღუპებიან.
He liked men to work like that, and women to keep house, and sit beside sleeping children indoors, while men were drowned, out there in a storm.