მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162721.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ასე ფიქრობდა მამის შემყურე ჯეიმსი და ასე ფიქრობდა კემიც (შეხედავდნენ მას, მერე ერთმანეთს გადახედავდნენ), უყურებდნენ, როგორ შემართა თავი, რა ფხიზლად უსმენდა მაკალისტერს, როცა გაიგონეს, როგორი მჟღერი გაუხდა ხმა, როგორ შეეპარა ოდნავ შოტლანდიური კილო, რის გამოც თავადაც გლეხს დაემსგავსა, როცა მაკალისტერს ეკითხებოდა იმ თერთმეტი გემის შესახებ, რომელიც გრიგალის დროს ყურეში შემოვიდა.
So James could tell, so Cam could tell (they looked at him, they looked at each other), from his toss and his vigilance and the ring in his voice, and the little tinge of Scottish accent which came into his voice, making him seem like a peasant himself, as he questioned Macalister about the eleven ships that had been driven into the bay in a storm.
162722.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
სამი ჩაიძირა.
Three had sunk.
162723.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ამაყად გაიხედა იქით, საითაც მაკალისტერმა მიუთითა.
He looked proudly where Macalister pointed.
162724.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და კემმა, რომელმაც არც კი იცოდა რატომ, სიამაყე იგრძნო მის გამო, გაიფიქრა, იმ დროს მამაჩემი იქ რომ ყოფილიყო, მაშველ ნავს გამოიყვანდა და დაზიანებულ გემთან მიცურდებოდაო.
And Cam thought, feeling proud of him without knowing quite why, had he been there he would have launched the lifeboat, he would have reached the wreck.
162725.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
კიდევ ერთხელ დათრგუნა თავისი მელანქოლიით და ავტორიტეტით, და აიძულა ისინი, მისი ნება შეესრულებინათ, ამ მშვენიერ დილას შუქურაზე გაჰყოლოდნენ, რადგან მას ასე სურდა, და თან წამოეღოთ ფუთები.
He had borne them down once more with his gloom and his authority, making them do his bidding, on this fine morning, come, because he wished it, carrying these parcels, to the Lighthouse.
162726.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ამ რიტუალში მონაწილეობა, გარდაცვლილი ადამიანების მოსაგონებლად, მისთვის დიდი სიამოვნება იყო, რომელიც მათ სძაგდათ, და ამიტომ, ნაძალადევად, ფეხის თრევით გამოჰყვნენ და მთელი დღის სიამოვნება ჩაშხამდათ.
take part in these rites he went through for his own pleasure in memory of dead people, which they hated, so that they lagged after after him, all the pleasure of the day was spoilt.
162727.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ნავი გადაიხარა, წყალი მკვეთრად გაიპო და მწვანე წყლის ჩანჩქერებში, ქაფში, ნიაღვარში მიქროდა წინ.
The boat was leaning, the water was sliced sharply and fell away in green cascades, in bubbles, in cataracts.
162728.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
დაიწყო ფიქრი, რა სწრაფად მიქრის ნავიო.
She began to think, How fast it goes.
162729.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
სად მივდივართ?
Where are we going?
162730.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ჯეიმსი, რომელიც თვალს არ აშორებდა აფრას და ჰორიზონტს, კოპებშეკრული იჯდა საჭესთან.
James, with his eye fixed on the sail and on the horizon, steered grimly.
162731.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
შეიძლება სადმე ხმელეთს მიადგნენ და მაშინ გათავისუფლდება.
They might land somewhere and be free then.
162732.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ ქარმა მისტერ რემზიც ააფორიაქა და როცა მაკალისტერი შემობრუნდა, რომ ანკესის ძაფი გადაეგდო, მისტერ რემზი წამოიჭრა და ხმამაღლა შეჰყვირა, „ჩვენ გავირიყეთ“, და შემდეგ ისევ, “ყველა ცალცალკე”.
But the breeze bred in Mr. Ramsay too the same excitement, and, as Macalister turned to fling his line overboard, he cried out aloud, "We perished," and then again, "each alone".
162733.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და მერე, მისთვის ჩვეული სინანულის თუ სიმორცხვის შემოტევამ უბიძგა წამომდგარიყო და ნაპირისკენ გაიშვირა ხელი.
And then with his usual spasm of repentance or shyness, pulled himself up, and waved his hand towards the shore.
162734.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
„ხედავ, იმ პატარა სახლს?“ თქვა და თითით ანიშნა, რადგან სურდა, კემს დაენახა.
"See the little house," he said pointing, wishing Cam to look.
162735.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
უხალისოდ წამოდგა და გაიხედა.
She raised herself reluctantly and looked.
162736.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
უკვე ვეღარც არჩევდა იქ, გორაკის თავზე, რომელი იყო მათი სახლი.
She could no longer make out, there on the hillside, which was their house.
162737.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
აქედან ყველა შორეული, მშვიდი და უცხო ჩანდა.
All looked distant, peaceful, and strange.
162738.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
რომელია მათი სახლი?
Which was their house?
162739.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მან ის ვერ დაინახა.
She could not see it.
162740.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მან დაინახა თავისი სახლი და საკუთარი თავიც დაინახა იმ სახლში, დაინახა, როგორ სცემდა ბოლთას ტერასაზე, მარტო.
He had found the house and so seeing it, he had also seen himself there, he had seen himself walking on the terrace, alone.