მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162761.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და როგორც ხანდახან ხდება, როცა ღრუბელი ჩამოწვება მწვანე გორაკზე და მძიმედ დააწვება არემარეს და გარშემო ყველა გორაკს ღრუბელი და სევდა მოიცავს, და მოგეჩვენებათ, თითქოს ეს გორები თავად ჩაფიქრებულან მოღრუბლულთა, ჩაბნელებულთა ბედისწერაზე ან სიბრალულით, ან ღვარძლიანი სიხარულით.
And as sometimes happens when a cloud falls on a green hillside and gravity descends and there among all the surrounding hills is gloom and sorrow, and it seems as if the hills themselves must ponder the fate of the clouded, the darkened, either in pity, or maliciously rejoicing in her dismay.
162762.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
როგორ გაეწია წინააღმდეგობა მისი ვედრებისთვის – მაპატიე, მომიფრთხილდი, მაშინ, როცა ჯეიმსი, კანონმდებელი, მუხლებზე გადაშლილი მარადიული სჯულის წიგნით (მისი ფხიზელი ხელი საჭეზე სიმბოლურად ეჩვენა მას), ეუბნებოდა – არ დაემორჩილო.
How to resist his entreaty — forgive me, care for me, while James the lawgiver, with the tablets of eternal wisdom laid open on his knee (his hand on the tiller had become symbolical to her), said, Resist him.
162763.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
რადგან ტირანიას მართლაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვებრძოლოთ, ფიქრობდა.
For they must fight tyranny to the death, she thought.
162764.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ადამიანის თვისებათაგან ყველაზე მეტად ის სამართლიანობას სცემდა პატივს.
Of all human qualities she reverenced justice most.
162765.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და რომელს უნდა დავუთმოო, ფიქრობდა მათ შორის მჯდომი, და გაჰყურებდა ნაპირს, რომლის მხარეებს ვერ არჩევდა და ფიქრობდა, როგორ დაპატარავდა მათი სახლი ახლა და როგორმა თანხმობამ და მშვიდობამ დაისადგურა მასში.
And to which did she yield, she thought, sitting between them, gazing at the shore whose points were all unknown to her, and thinking how the lawn and the terrace and the house were smoothed away now and peace dwelt there.
162766.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
„ჯასპერი“, თქვა უხალისოდ, ის მიხედავს ლეკვს.
"Jasper," she said sullenly, he’d look after the puppy.
162767.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
თურმე როცა პატარა ბიჭი იყო, მასაც ჰყოლია ლეკვი, ფრისკი დაურქმევია.
He had had a dog when he was a little boy, called Frisk.
162768.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
დაჰყურებენ ხოლმე რაღაცას, საქსოვს, ან რამეს.
They look down at their knitting or something.
162769.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მერე მოულოდნელად აიხედავენ.
Then suddenly they look up.
162770.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
გაახსენდა, ასეთ დროს რაღაც ლურჯად იელვებს, და მერე ვინმე მის გვერდით მჯდომი გაიცინებს, დანებდება, და ის საშინლად ბრაზდებოდა.
There was a flash of blue, he remembered, and then somebody sitting with him laughed, surrendered, and he was very angry.
162771.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ალბათ ეს დედა იყო, ფიქრობდა ის, დაბალ სკამზე იჯდა, მამა თავზე წამოადგა.
It must have been his mother, he thought, sitting on a low chair, with his father standing over her.
162772.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
და ჯეიმსმა შთაბეჭდილებების იმ უთვალავ მწკრივში დაიწყო ჩხრეკა, რომელსაც დრო ლექავდა ნაზად, განუწყვეტლივ, ფოთოლ-ფოთოლ, მრავალკეც ფენებად მის გონებაში, კეთილსურნელებებში, ბგერებში, უკმეხ, ყალბ, საამურ ხმებში, წამიერ გამონათებებში და ცოცხის შრაშუნში.
He began to search among the infinite series of impressions which time had laid down, leaf upon leaf, fold upon fold softly, incessantly upon his brain; among scents, sounds; voices, harsh, hollow, sweet; and lights passing, and brooms tapping.
162773.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ამასობაში შენიშნა, რომ კემი წყალში აჭყაპუნებდა თითებს და ნაპირს მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა.
Meanwhile, he noticed, Cam dabbled her fingers in the water, and stared at the shore and said nothing.
162774.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
არა, ის არ დანებდებაო, გაიფიქრა, ის სხვანაირია, გაიფიქრა.
No, she won’t give way, he thought, she’s different, he thought.
162775.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
თუ კემი არ მიპასუხებს, აღარ შევაწუხებო, გაიფიქრა მისტერ რემზიმ და ჯიბეში წიგნი მოიძია.
Well, if Cam would not answer me, I would not bother her Mr. Ramsay decided, feeling in his pocket for a book.
162776.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ ის სიამოვნებით უპასუხებდა, მას გულით უნდოდა გადაელახა ის დაბრკოლება, რომელიც ენას უბორკავდა და ეთქვა, აა, დიახ, ფრისკი.
But she would answer him, she wished, passionately, to move some obstacle that lay upon her tongue and to say, Oh, yes, Frisk.
162777.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მეც ფრისკს დავარქმევ.
I’ll call him Frisk.
162778.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
ისიც უნდოდა ეკითხა – ეგ ის ძაღლი ხომ არაა, მარტომ რომ გაიკვლია გზა ჭაობშიო?
She wanted even to say, Was that the dog that found its way over the moor alone?
162779.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
მაგრამ, რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ასეთს ვერაფერს იტყვის, რადგან ერთგულია და მგზნებარედ უჭერს მხარს ხელშეკრულებას, და მაინც, ისე, რომ ჯეიმსს არ შეემჩნია, მამას სიყვარულით სავსე მზერა გაუგზავნა.
But try as she might, she could think of nothing to say like that, fierce and loyal to the compact, yet passing on to her father, unsuspected by James, a private token of the love she felt for him.
162780.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 4
რადგან, ფიქრობდა ის და თან ხელს წყალში აჭყაპუნებდა (და ამ დროს მაკალისტერმა სკუმბრია დაიჭირა, ძირზე ფართხალებდა, ლაყუჩებიდან სისხლი სდიოდა) და უყურებდა ჯეიმსს, რომელიც კვლავ გულგრილად ადევნებდა თვალს იალქანს, ანდა დროდადრო, წამიერად შეავლებდა თვალს ჰორიზონტს, შენთვის ხომ უცხოა ეს, გრძნობების ეს წნეხი და გაორება, ეს წარმოუდგენელი ცდუნებაო.
For she thought, dabbling her hand (and now Macalister had caught a mackerel, and it lay kicking on the floor, with blood on its gills) for she thought, looking at James who kept his eyes dispassionately on the sail, or glanced now and then for a second at the horizon, you’re not exposed to it, to this pressure and division of feeling, this extraordinary temptation.